ჰენრი რობერტსონ ბაუერსი (ინგლ. Henry Robertson Bowers; დ. 29 ივლისი, 1883 — გ. 29 მარტი, 1912) — ინდოეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის ლეიტენანტი, პოლარეთის მკვლევარი. იყო წევრი ტერა-ნოვას ექსპედიციისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა რობერტ სკოტი. იგი სკოტმა აირჩია და საპოლუსო პარტიის შემადგენლობაში შეიყვანა, რომელიც შედგებოდა ხუთი ადამიანისგან და რომელსაც უნდა მიეღწია სამხრეთ პოლუსამდე. ექსპედიციის წევრებმა მიზანს მიაღწიეს 1912 წლის 17 იანვარს, თუმცა რუალ ამუნდსენის გუნდზე 34 დღით გვიან. უკან დაბრუნებისას, როსის შელფურ მყინვარზე გადასვლის დროს, ბაუერსი, თავის ორ უკანასკნელ მეგზურთან ერთად, გარდაიცვალა სიცივისგან, შიმშილისა და ფიზიკური გამოფიტვისგან. მათ 11 მილი დააკლდათ უახლოეს ბანაკამდე.

ჰენრი რობერტსონ ბაუერსი

ჰენრი ბაუერსი (მარცხნიდან მეორე)
მშობლიური სახელი Henry Robertson Bowers
დაბადების თარიღი 29 ივლისი 1883
გრინოკი, შოტლანდია
გარდაცვალების თარიღი დაახლ. 28 მარტი, 1912 (28 წლის)
როსის შელფური მყინვარი, ანტარქტიდა
მოქალაქეობა დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ინდოეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის ლეიტენანტი, ანტარქტიკის მკვლევარი
შვილ(ებ)ი ორი ქალიშვილი
ჯილდოები
  • პოლარული მედალი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება