ედუარდ ადრიან უილსონი
(გადამისამართდა გვერდიდან ედუარდ უილსონი)
ედუარდ ადრიან უილსონი (დ. 23 ივლისი, 1872, მონპელიე-ტერაცი, ჩელტენჰემი — გ. 29 მარტი, 1912, როსის შელფური მყინვარი, ანტარქტიდა) — ბრიტანელი პოლარეთის მკვლევარი, მეცნიერი-ზოოლოგი, ორნითოლოგი და ექიმი-ფიზიოლოგი, მხატვარი. რობერტ სკოტის ორი ანტარქტიკული ექსპედიციის მონაწილე. მისი ილუსტრაციები ჰამილტონის წვლილზე A History of British Mammals კლასიკურად ითვლება.
ედუარდ ადრიან უილსონი | |
---|---|
ფოტოსურათი 1913 წლის წიგნიდან | |
მშობლიური სახელი | Edward Adrian Wilson |
დაბადების თარიღი |
23 ივლისი 1872 მონპელიე-ტერაცი, ჩელტენჰემი |
გარდაცვალების თარიღი |
29 მარტი 1912 როსის შელფური მყინვარი, ანტარქტიდა |
მოქალაქეობა | |
პროფესია | ორნითოლოგი, მოგზაური, მხატვარი |
მეუღლე(ები) | ორიანა საუპერი (1901-დან) |
მშობლები |
მამა: ედუარდ ტომას უილსონი (1832—1918) დედა: მერი აგნეს უილსონი (ქალიშვილობაში უიშოუ, 1841—1930) |
„ტერა-ნოვას“ ექსპედიცია
რედაქტირებასკოტის ეროვნულ სამხრეთპოლარულ ექსპედიციაში უილსონი დანიშნეს სამეცნიერო რაზმის მეთაურად და დაავალეს მისი პერსონალის დაკომპლექტება. უილსონი იმყოფებოდა საექსპედიციო ხომალდის გემბანზე მისი კარდიფიდან გაცურვიდანვე, 1910 წლის 15 აგვისტოს.