ჰენდერსონი (კუნძული)
ჰენდერსონი (ინგლ. Henderson Island) — დაუსახლებელი მარჯნის კუნძული წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში. 1902 წლიდან მიერთებულია ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების — პიტკერნის კუნძულების კოლონიას. კუნძულის სიგრძე 10,4 კმ-ია, სიგანე 5,6 კმ, მაქსიმალური სიმაღლე ოკეანის დონიდან — 33 მ, ხოლო მთლიანი ფართობი 37,3 კმ². მდებარეობს პიტკერნის კუნძულებიდან 193 კმ-ით ჩრდილოეთით. 1988 წლიდან, გაეროს მოთხოვნის საფუძველზე, ჰენდერსონი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, მისი უნიკალური ფრინველთა სამყაროსა და ფოსფატების ხელუხლებელი მარაგის გამო.
კუნძული ჰენდერსონი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
კუნძულის თანამგზავრული ფოტო | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, x |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 24°21′00″ ს. გ. 128°19′00″ დ. გ. / 24.35000° ს. გ. 128.31667° დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1988 (მე-12 სესია) |
ნომერი | 487 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 487 ინგლ. • რუს. • ფრ. |
კუნძული მეტისმეტად პატარა და დახრამულია, ასევე ნაკლებია მტკნარი წყალი, რის გამოც შეუძლებელია სოფლის მეურნეობის განვითარება. სანაპირო ზოლზე ამოზიდული მარჯნის პლატფორმა 15 მეტრი სიმაღლისაა და ფრიალო კლდეებს წარმოქმნის. პლაჟები მხოლოდ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სანაპიროზეა.
კუნძულზე გავრცელებულია ოთხი სახეობის ენდემური ფრინველის სახეობა და დაახლოებით 50 სხვა არაენდემური ზღვის ფრინველი. ასევე 63 სახეობის ენდემური მცენარე, მათ შორის 35-40 სახეობის მწერიჭერია მცენარე.
მიუხედავად იმისა, რომ კუნძული დღეს დაუსახლებელია, არქეოლოგიური მონაცემები ცხადყოფენ, რომ ის XII-XV საუკუნეებში დასახლებული ყოფილა პოლინეზიელი ხალხების პატარა ჯგუფით. მათი გაუჩინარების მიზეზი, ისევე როგორც პიტკერნის კუნძულების მოსახლეობისა, დღემდე უცნობია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Henderson Island Website დაარქივებული 2007-08-10 საიტზე Wayback Machine.
- Henderson Island - UNESCO
- Henderson Island Travel Log
- Henderson Island დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.
- Visiting Henderson Island - R/V Bounty Bay დაარქივებული 2018-08-16 საიტზე Wayback Machine.
- Henderson Island Travel Guide