ჰემოტოქსინი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ჰემოტოქსინები (Hemotoxins, haemotoxins ან hematotoxins) — ტოქსინები, რომლებიც ანადგურებენ სისხლის წითელ უჯრედებს, ანუ იწვევენ ჰემოლიზს, წყვეტენ სისხლის შედედების პროცესს და/ან იწვევენ ორგანოს განადგურებას და ქსოვილების საერთო დაზიანებას. ტერმინი ჰემოტოქსინი გარკვეული თვალსაზრისით არასწორია, რადგან ტოქსინები, რომლებიც ზიანს აყენებენ სისხლს ასევე აზიანებენ სხვა ქსოვილებსაც. ჰემოტოქსინის მიერ დაზიანება ხშირ შემთხვევაში ძლიერ მტკივნეულია და შეუძლია სამუდამოდ ზიანის მიყენება, ზოგ შემთხვევაში კი სიკვდილის გამოწვევაც. დაზარალებული კიდურის დაკარგვაც ასევე შესაძლებელია სწორი მკურნალობის მიუხედავადაც კი.
ჰემოტოქსინის შხამი ხშირად გამოიყენება შხამიანი ცხოველების მიერ, განსაკუთრებით კი გველგესლების და ჩხრიალა გველების. ცხოველების შხამები შეიცავენ ფერმენტებს და სხვა ცილებს, რომლებიც არიან ჰემოტოქსიკური ან ნეიროტოქსიკური ან იშვიათ შემთხვევაში ორივე (მაგალითად მოჰავური ჩხრიალა გველი, იაპონური მამუში). ზოგიერთ ცხოველში ჰემოტოქსინი მტაცებელს გარდა მსხვერპლის სიკვდილისა, ეხმარება ასევე მისი მონელების პროცესში. შხამი ანადგურებს ცილას ნაკბენის ადგილას, რაც ხდის მსხვერპლს უფრო ადვილს მოსანელებლად. აღსანიშნავია, რომ ჰემოტოქსინის მიერ გამოწვეული ორგანიზმის სიკვდილის პროცესი უფრო ნელა ვითარდება ვიდრე ნეიროტოქსინით. გველებს, რომლებიც კბენენ მსხვერპლს შეუძლიათ გაჰყვნენ მის კვალს, რომელიც გარბის თავის გადარჩენის მიზნით. ჩვეულებრივ, ძუძუმწოვარი ცხოველი წყვეტს გაქცევას არა სიკვდილის გამო, არამედ შოკის გამო, რომელსაც იწვევს შხამიანი ნაკბენი.