ჰემოსის მთის ბრძოლა
ჰემოსის მთის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ალექსანდრეს ბალკანეთის კამპანიის ნაწილი | |||
მაკედონიის ფალანგები ჰემოსის მთის ბრძოლის დროს | |||
თარიღი | ძვ. წ. 335 | ||
მდებარეობა | ჰემოსის მთაგრეხილი, სტარა-პლანინა, თრაკია | ||
შედეგი | მაკედონელების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ჰემოსის მთის ბრძოლა (ძვ. წ. 335) — ბრძოლა ალექსანდრე მაკედონელსა და თრაკიელებსა და სხვა ბალკანური ტომებს შორის, რომელიც ალექსანდრე დიდის გამარჯვებით დასრულდა.
წინაპირობები
რედაქტირებაძვ. წ. 336 წელს ეგიაში ეპიროსის მეფის, ალექსანდრეს დაფილიპე მაკედონელის შვილის კლეოპატრას ქორწილში, ფილიპე მკვლელმა სიცოცხლეს გამოასალმა. მისი სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა 20 წლის შვილმა ალექსანდრემ დაიკავა. [2] მან თავისი მეფობა საბერძნეთში აჯანყებების ჩახშობით დაიწყო, შემდეგ კი თრაკიისკენ გამოემართა ბალკანეთზე კონტროლის აღსადგენად. მან ლაშქრობა ძვ. წ. 335 წლის გაზაფხულზე წამოიწყო. თავდაპირველად ის თრაკიაში შეიჭრა, რომ ტრიბალების და ილირიელების აჯანყება ჩაეხშო. აქ მას შეუერთდნენ ცოტაოდენი თრაკიელი მოკავშირეები, ლანგარუსის მეთაურობით.[3] ალექსანდრეს პირველი შეტეკება, როდოპის მთებში (ჰემოსის მთაგრეხილის, დღევანდელი სტარა-პლანინას ნაწილი), თრაკიელების გარნიზონთან მოუვიდა.
ბრძოლა
რედაქტირებათრაკიელებისა და სხვა ჩრდილოეთის ტომებისგან შემდგარი არმია მოწყობილიყვნენ ვიწრო ხეობაში. ციცაბო კლდის მწვერვალზე, იმ ადგილის თავზე, სადაც ალექსანდრეს არმიას უნდა გაევლო, მათ განლაგებული ჰქონდათ დატვირთული ვაგონები, რომლებსაც მაშინ დააგორებდნენ, როცა გზაზე ალექსანდრეს ჯარისკაცები გაივლიდნენ. ამის მიუხედავად, ალექსანდრემ წინსვლის ბრძანება გასცა. მან ჯარისკაცებს უბრძანა, რომ, როდესაც თრაკიელები ვაგონებს დააგორებდნენ, თუ ეს შესაძლებელი იყო, მათ მწკრივში უნდა გაეკეთებინათ ხვრელები, სადაც ვაგონებს გაატარებდნენ და საფრთხეს აირიდებდნენ. თუკი ეს შეუძლებელი იყო, ისინი უნდა დაწოლილიყვნენ მიწაზე, თავის დასაცავად ფარები გადაეფარათ და ვაგონები გადაეტარებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ზომებმა ზოგიერთი ჯარისკაცი ვერ იხსნა სიკვდილისგან, ვაგონების დაგორებამ არმიას მნიშვნელოვანი ზიანი ვერ მიაყენა. ამის შემდეგ არმიამ პირდაპირი იერიში მიიტანა თრაკიელებზე და დაამარცხა ისინი. [4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ არიანე -ალექსანდრეს კამპანიები, გვ.44
- ↑ მაკკარტი,ალექსანდრე დიდი, გვ. 30-31.
* პლუტარქე,ალექსანდრეს ზეობა, გვ.262-263
* რენო,ალექსანდრე დიდის ბუნება, გვ. 61-62
* ფოქსი,ალექსანდრეს ძიებაში, გვ. 72 - ↑ ლევან სანიკიძე - ალექსანდრე მაკედონელი, თბილისი, 1985, გვ. 54
- ↑ ჯეიკობ ებოტი- ალექსანდრე დიდი,ნიუ იორკი და ლონდონი, 1902, თავი III (გვ.57 - გვ. 78)
არიანე -ალექსანდრეს კამპანიები, გვ.44
მარი რენო - ალექსანდრე დიდის ბუნება, გვ. 73
ლიტერატურა
რედაქტირება- ფლავიუს არიანე - ალექსანდრეს კამპანიები