ჰეკლა
ჰეკლა (ისლ. Hekla — თავსაბურავი) — მოქმედი სტრატოვულკანი ისლანდიის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ რეიკიავიკის აღმოსავლეთით 110 კმ-ში. სიმაღლე 1488 მ. ჰეკლა ვულკანური ქედის ნაწილია, რომელიც 40 კილომეტრზეა გადაჭიმული. თუმცა ამ ადგილის ყველაზე აქტიურ უბანს ნაპრალი წარმოადგენს (Heklugjá), რომლის სიგრძე 5,5 კმ-ია.
ჰეკლა | |
---|---|
ჰეკლა | |
კოორდინატები: 63°59′ ჩ. გ. 19°42′ დ. გ. / 63.983° ჩ. გ. 19.700° დ. გ. | |
ქვეყანა | ისლანდია |
სიმაღლე | 1488 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
პირველი ასვლა | ე. ოლაფსონი, ბ. პალსონი, 20 ივნისი, 1750 |
ბოლო ამოფრქვევა | 2010 (გრძელდება) |
ჰეკლა წარმოქმნილია ხაზობრივი ნაპრალიდან მრავალჯერ ამოფრქვევის შედეგად. 874 წლიდან მოყოლებული დაახლოებით 20-30 ჯერ ამოიფრქვა და ამრიგად წარმოადგენს ისლანდიის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანს. ვულკანური ფერფლის კვლევებმა უჩვენა, რომ ჰეკლა აქტიურია უკანასკნელი 6600 წლის განმავლობაში. ბოლო ამოფრქვევა დაფიქსირდა 2010 წლის 28 თებერვალს.
ჰეკლის მნიშვნელოვანი ამოფრქვევა მოხდა 1947-1948 წლებში, რომლის შედეგად ყველა მიმართულებით დაეშვა ბაზალტური ლავის ნაკადი, მწვერვალი ამაღლდა 1447 მეტრიდან 1502 მეტრამდე. შემდეგ დადაბლდა კრატერის კიდეების ჩანგრევის გამო.
პირველი ამონთხევა ფიქსირებულია 1104 წელს. ყველაზე დამანგრეველი იყო 1766 წლის ამოფრქვევა, რომელსაც ახლდა ადამიანთა მსხვერპლი.
ჰეკლამ სახელწოდება მიიღო იმის გამო, რომ მისი მწვერვალი ხშირი ღრუბლოვანი საფრით არის გახვეული. ტერმინი „ჰეკლა“ (Hekla) აღნიშნავს თავსაბურავს, მოსასხამს.
ვულკანის მიდამოები ოდესღაც დაფარული იყო ხეებით. ზედაპირი ეროზიისადმი არის მიდრეკილი. შემუშავებული იყო პროექტი, რომლის მიხედვით უნდა აღდგენილიყო ტყის 90 000 ჰა (ძირითადად, არყი, ტირიფი).
გალერეა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჰეკლა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ჰეკლა (ინგლისური) — სტატია გლობალური ვულკანიზმის პროგრამიდან