ჰაჯი მუჰამედ ჩამკანი

ჰაჯი მუჰამედ ჩამკანიავღანეთის სახელმწიფო მოღვაწე. ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 1986-1987 წლებში. დაიბადა 1947 წელს, წარმოშობით პუშტუნი ფაქთიის პროვინციიდან. წვრილი მიწათმფლობელის შვილი. რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარის ბაბრაქ ქარმალის გადადგომის შემდეგ დაიკავა მისი თანამდებობა. იყო ნომინალური პრეზიდენტი, ქვეყანას ფაქტობრივად კი განაგებდა ნაჯიბულა.

1992 წელს მოჯაჰედების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიატოვა ქვეყანა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Афганистан. Краткий биографический справочник. М., 2004.