ბაბრაქ ქარმალი (პუშტუ ببرک کارمل, დაბადებით სულთან ჰუსეინი; დ. 6 იანვარი, 1929, ქაბული, ავღანეთი — გ. 3 დეკემბერი, 1996, მოსკოვი, რუსეთი) — ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარე (სახელმწიფოს მეთაური) 1979-1986 წლებში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1979–1981 წლებში. სახალხო დემოკრატიული პარტიის წევრი 1965 წლიდან.

აპრილის რევოლუციის შემდეგ რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, ხოლო იმავე წლის ზაფხულიდან ავღანეთის ელჩი ჩეხოსლოვაკიაში. 1978 წლის შემოდგომაზე ბრალი დასდეს ანტისამთავრობო შეთქმულების ორგანიზებაში და გადააყენეს თანამდებობიდან. დარჩა ემიგრაციაში. 1979 წელს, ავღანეთში საბჭოთა ჯარების შესვლის შემდეგ გახდა სახალხო დემოკრატიული პარტიის ცკ-ს გენერალური მდივანი, რევოლუციური საბჭოს და მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე. 1986 წელს გადააყენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და შეუნარჩუნეს პოლიტბიუროს წევრობა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: