ჰატოიმა იტირო (დ. 1 იანვარი, 1883, ტოკიო ― გ. 7 მარტი, 1959, იქვე) — იაპონიის პოლიტიკური მოღვაწე. 1927-იდან სეიიუკსაის (იაპონიის მსხვილი ბურჟუაზიისა და მემამულეთა) პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1931–1934 განათლების მინისტრი. მეორე მსოფლიო ომის (1939–1945) დროს შედიოდა ტახტის დახმარების ასოციაციაში. მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შემდეგ, 1945 ნოემბერში, დაარსდა ლიბერალური პარტია და მისი თავმჯდომარე იყო აშშ-ის საოკუპაციო ხელისუფალტა მიერ პოლიტიკური მოღვაწეობიდან მის ჩამოშორებამდე (1946 მაისამდე). სან-ფრანცისკოს საზავო ხელშეკრულების დადების (1951) შემდეგ დაუბრუნდა პოლიტიკურ მოღვაწეობას და 1954-იდან — 1956 დეკემბრამდე, როგორც დემოკრატიული პარტიის (1955 ნოემბრიდან - ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია) პრეზიდენტი, მეთაურობდა მინისტრთა კაბინეტს. 1956 წლის 19 ოქტომბერს მოსკოვში იაპონიის მთავრობის სახელით ხელი მოაწერა სსრკ-იაპონიის ერთობლივ დეკლარაციას საომარი მდგომარეობის შეწყვეტისა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ. 1957–1959 იყო "იაპონია-სსრკ" საზოგადოების პრეზიდენტი.

ჰატოიამა იტირო

ლიტერატურა

რედაქტირება