ხასკოვოს ოლქი
(გადამისამართდა გვერდიდან ჰასკოვოს პროვინცია)
ხასკოვოს ოლქი (ბულგ. Област Хасково) — ოლქი სამხრეთ ბულგარეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება საბერძნეთი და თურქეთი. ოლქის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 5,543 კმ², ხოლო მოსახლეობა 279,067 ადამიანს. აქ მიედინება მდინარე მარიცა. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ხასკოვო.
თემები
რედაქტირებახასკოვოს ოლქი (област) იყოფა 11 თემად. აქ მოცემულ სიაში ნაჩვენებია თემების ქართული და კირილიცური სახელწოდებები, მნიშვნელოვანი ქალაქები და სოფლები და აგრეთვე 2009 წლის აღწერის შედეგად თემების მოსახლეობა.
თემი | კირილიცა | მოს.[1] | ქალაქი/სოფელი | მოს.[1] |
---|---|---|---|---|
დიმიტროვგრადი | Димитровград | 65,432 | დიმიტროვგრადი | 49,855 |
ხარმანლი | Харманли | 29,522 | ხარმანლი | 22,420 |
ხასკოვო | Хасково | 116,541 | ხასკოვო | 96,099 |
ივაილოვგრადი | Ивайловград | 9,069 | ივაილოვგრადი | 4,426 |
ლიუბიმეცი | Любимец | 10,788 | ლიუბიმეცი | 8,354 |
მაჯაროვო | Маджарово | 3,347 | მაჯაროვო | 693 |
მინერალნი-ბანი | Минерални бани | 7,560 | მინერალნი-ბანი | 1,274 |
სიმეონოვგრადი | Симеоновград | 9,942 | სიმეონოვგრადი | 7,884 |
სტამბოლოვო | Стамболово | 14,000 | სტამბოლოვო | 823 |
სვილენგრადი | Свиленград | 24,849 | სვილენგრადი | 19,744 |
ტოპოლოვგრადი | Тополовград | 13,263 | ტოპოლოვგრადი | 6,574 |