ჰარმონიული რხევა
ჰარმონიული რხევა — რხევა, რომლის დროს ფიზიკური სიდიდე დროის განმავლობაში იცვლება სინუსის ან კოსინუსის კანონით. გრაფიკულად ჰარმონიული რხევა გამოისახება სინუსოიდით ან კოსინუსოიდით. ისინი ჩაიწერება ასე:
ან
- ,
სადაც არის მერხევი სიდიდის მნიშვნელობა დროის მოცემულ მომენტში (მექანიკური ჰარმონიული რხევისათვის, მაგალითად წანაცვლება ან სიჩქარე; ელექტრული ჰარმონიული რხევისათვის — ძაბვა ან დენის ძალა), რხევის ამპლიტუდაა, — რხევის წრიული სიხშირე, — რხევის ფაზა, — რხევის საწყისი ფაზა. რხევის სხვადასხვა სახეთა შორის ჰარმონიულ რხევას უკავია მნიშვნელოვანი ადგილი, რასაც ორი გარემოება განსაზღვრავს: 1. ბუნებასა და ტექნიკაში ძალიან ხშირად გვხვდება ფორმით ჰარმონიული რხევის მსგავსი რხევითი პროცესები; 2. იმ სისტემათა ძალიან ფართო კლასი, რომელთა თვისება შეიძლება უცვლელად ჩავთვალოთ (მაგალითად, ელექტრული წრედები, რომელთა იდუქციურობა, ტევადობდა და წინაღობა არაა დამოკიდებული წაბვასა და წრედში დენის ძალაზე), ჰარმონიული რხვის მიმართ განსაკუთრებულად იქცევიან: მათზე ჰარმონიული რხევის მოქმედებისას შესრულებულ იძულებით რხევებს ისეთივე ფორმა აქვთ, როგორიც აქვს ჰარმონიულ რხევას, ე. ი. ხშირ შემთხვევაში ჰარმონიული რხევა ერთადერთი ტიპია რხევებისა, რომელთა ფორმა აღწარმოებისას არ მახინჯდება. გარდა ამისა, ნებისმიერი არაჰარმონიული რხევა შეიძლება წარმოვიდგინოთ ჰარმონიული რხევეის სპექტრის სახით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 604.