ჰარი დინ სტენტონი
ჰარი დინ სტენტონი (ინგლ. Harry Dean Stanton; დ. 14 ივლისი, 1926 — გ. 15 სექტემბერი, 2017) — ამერიკელი მსახიობი, მუსიკოსი და მომღერალი. თავისი 60 წლიანი კარიერის განმავლობაში სტენტონმა შექმნა მნიშვნელოვანი როლები ფილმებში: „გულგრილი ლუკი“ (1967), „კელის გმირები“ (1970), „დილინჯერი“ (1973), „ნათლია II“ (1974), „უცხო“ (1979), „გაქცევა ნიუ-იორკიდან“ (1981), „კრისტინა“ (1983), „ჩამორთმევა“ (1984), „პარიზი, ტეხასი“ (1984), „ლამაზი გოგონა ვარდისფერებში“ (1986), „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ (1988), „გულით ველურნი“ (1990), „ჩვეულებრივი ისტორია“ (1999), „მწვანე მილი“ (1999), „ალფა დოგი“ (2006), „შინაგანი იმპერია“ (2006), „იღბლიანი“ (2017) და მცირე როლები სხვა მრავალ ფილმში.
ჰარი დინ სტენტონი | |
---|---|
ჰარი დინ სტენტონი 2006 წელს | |
დაბადების თარიღი |
14 ივლისი, 1926 ირვინი, კენტუკი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
15 სექტემბერი, 2017 (91 წლის) ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
საქმიანობა |
მსახიობი მუსიკოსი მომღერალი |
აქტიური | 1954-2017 |