ჰანს ლანდა
შტანდარტენფიურერი ჰანს ლანდა — გამოგონილი პერსონაჟი და მთავარი ანტაგონისტი კუენტინ ტარანტინოს 2009 წლის ფილმში „უსახელო ნაბიჭვრები“. პერსონაჟის როლს ფილმში ავსტრიელი მსახიობი, კრისტოფ ვალცი ასრულებს.[1] შესრულებულმა როლმა ვალცს უამრავი აღიარება და ჯილდო მოუტანა (BAFTA საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში, ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში, ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში).
ჰანს ლანდა | |
---|---|
ჰანს ლანდა | |
შემქმნელი | კუენტინ ტარანტინო |
მსახიობი | კრისტოფ ვალცი |
ინფორმაცია | |
ეროვნება | ავსტრიელი |
დახასიათება
რედაქტირებაჰანს ლანდა ავსტრიელი SS-ის ოფიცერია. მისი ზედმეტსახელია „ებრალებეზე მონადირე“ (რომელიც ოკუპირებულ საფრანგეთში მიმალვაში მყოფი ებრაელების პოვნის უნარის გამო მიიღო). ლანდა ეგოისტი და ამბიციური ადამიანია, რომელიც ამაყობს თავისი საშინელი რეპუტაციით, და მოსწონს მისთვის შერქმეული მეტსახელი. მისი მოქმედების მთავარი მიზანი ყოველთვის პირადი ინტერესებია, და შეუძლია იყოს ერთის მხრივ როგორც დაუნდობელი, ოპორტუნისტი და ამპარტავანი, ასევე წინდახედული, თავაზიანი, შეუძლია როგორც ადამიანების მოხიბვლა და მათზე შთაბეჭდილების მოხდენა, ისევე მათში შიშის დანერგვა.
გერმანულის გარდა თავისუფლად ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და იტალიურ ენებს.
ისტორია
რედაქტირებანაწილი პირველი – ოდესღაც... ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში
რედაქტირებალანდა თავდაპირველად ფილმში ჩნდება მაშინ, როდესაც იგი ფრანგი პიერ ლაპადიტის ფერმაში მიდის, სადაც ცდილობს მიმალვაში მყოფი ებრაელების პოვნას. ის ლაპადიტს სახლში შესასვლელად ნებართვას სთხოვს. მას შემდეგაც რაც ლაპადიტი ჰანდას სახლში შეიპატიჟებს, ის სამზარეულოში ჯდება და ჭიქა რძეს ითხოვს. ლანდა თავაზიანად სთხოვს ლაპადიტს, რომ ფერმერის სამმა ქალიშვილმა ოთახი დატოვოს, რადგან მათ ცალკე ისაუბრონ. თავდაპირველად ლანდა საუბარს ფრანგულად იწყებს, თუმცაღა შემდგომ თანამოსაუბრეს ინგლისურ ენაზე საუბრის გაგრძელებას სთხოვს (რაც იმით ახსნა რომ ფრანგულს კარგად „ვერ ფლობს“). სახლში დამალულმა ებრაელებმა კი ინგლისური არ იციან, შესაბამისად მათ არ ესმით ლანდას და ლაპადიტის საუბარი.
ლანდა ეკითხება ლაპადიტს, იცის თუ არა მან რაიმე ფერმის მეზობლად მცხოვრები ებრაელი დრეიფუსების ოჯახის შესახებ, გამოკითხავს რა, ოჯახის წევრების სახელებსა და ასაკს. ლანდა წასვლის წინ კიდევ ერთ ჭიქა რძეს მოითხოვს, რის შემდეგაც იწყებს საუბარს იმაზე, თუ როგორ უყვარს თავისი მეტსახელი „ებრაელებზე მონადირე“, რომელსაც საერთოდ არ თვლის დამამცირებლად, და ებრაელებს ვირთხებს ადარებს. საუბარს კი იმით ასრულებს რომ სხვა გერმანელი ჯარისკაცებისგან, ებრაელების პოვნის უნარი განასხვავებს.
საუბრისას ლანდა მოულოდნელად ეკითხება ლაპადიტს, თუ შეიძლება ჩიბუხის მოწევა, რის შემდეგაც ჯიბიდან იღებს ჩიბუხს (რომელიც ძალიან ჰგავს შერლოკ ჰოლმზისას). ამის შემდეგ ლანდა იწყებს იმაზე საუბარს რომ ლაპადიტის სახლი უნდა გაჩხრიკონ, და ეუბნება მას რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მის საქმეს გაუიოლებს, დაიხსნის მას სასჯელისგან, და ერთგვარ ჯილდოდ მიიღებს იმას, რომ მის ოჯახს გერმანელები მის ოჯახს აღარ შეავიწროვებენ ოკუპაციის პერიოდში. სახეწაშლილი და ცრემლიანი ლაპადიტი უხალისოდ აღიარებს რომ დრეიფუზები მისი სახლის იატაკის ქვეშ არიან.
ლანდა სთხოვს ლაპადიტს რომ ფრანგულად საუბარს დაუბრუდნენ, რის შემდეგაც „ემშვიდობება მას, და მადლობას უხდის სტუმართმოყვარეობისთვის“ (Adieu). ამავდროულად კი სახლში შემოჰყავს ჯარისკაცები რომელბსაც თითით იატაკისკენ მიუთითებს, რის შემდეგაც ისინი ჩაცხრილავენ ებრაელებს. ერთი ებრაელი გოგონა, შოშანა, გადაურჩება სიკვდილს და გაქცევას ახერხებს. ლანდა მიდის წინა კართან, დებს ჩემოდანს კარის ზღურბლზე და უმიზნებს გოგონას Walther P38-ს, თუმცა მალევე ხვდება, რომ ის ძალიან უკვე შორს გაიქცა. ამის ნაცვლად, ის იღიმება და საკუთარ თავს სარკასტულად ეუბნება „ბუფსტი“ (გერმანული ეკვივალენტი გამოთქმისა „უფს“). შემდეგ კი ყვირის: „Au revoir, Shosanna!“ („ნახვამდის, შოშანა!“).
ნაწილი მესამე – გერმანული ღამე პარიზში
რედაქტირებაჰანს ლანდა მიდის რესტორანში, სადაც იოზეფ გებელსი, ფრანჩესკა მონდინო და ფრედერიკ სიოლერი ესაუბრებიან შოშანა დრეიფუსს, რომელიც ახლა ემანუელ მიმის სახელითაა ცნობილი, და ფლობს კინოთეატრს. სიოლერი ეუბნება მიმის რომ სურს კინოჩვენებისთვის უსაფრთხოების საკითხების მოგვარება და მას ლანდას წარუდგენს. ჰანსი ქალს ხელზე ჰკოცნის, შოკირებული შოშანა კი სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობს. მას შემდეგ რაც გერმანელები წასვლას გადაწყვეტენ, ლანდა ამბობს რომ მიმისთან განცალკევებით საუბარი სურს. სიოლერი მას უხეშად ეკითხება ამის მიზეზს, ლანდა კი გაოცებულია რიგითის ასეთი დამოკიდებულებით. ჰანსი გოგონასთან ერთად ჯდება მაგიდასთან, უკვეთავს ოფიციანტს ორ შტრუდელს და ჭიქა რძეს, მიმისთვის. ის უწყებს მიმის საუბარს კინოთეატრის შესახებ და ეკითხება მას, არის თუ არა სიმართლე ამბავი, თითქოს პროექტორს შავკანინი ადამიანი მართავს. მას შემდეგ რაც მიმი უდასტურებს მას ამ ფაქტს, ჰანსი ეუბნება მას რომ პრემიერის დღეს პროექტორთან შავკანიანის მაგივრად თავად გოგონა უნდა იდგეს. შემდეგ კი ამბობს, რომ კიდევ ერთი შეკითხვა აქვს. უყურებს მიმის თვალებში მცირე ხნით, შემდგომ კი ებუნება რომ დაავიწყდა თუ რა უნდა ეკითხა და ოთახს ტოვებს. ლანდა ესწრება ფილმის ჩვენებას შოშანას კინოთეატრში, როგორც გებელსმა მოითხოვა, ჰელსტრომთან, სიოლერთან, ფრანჩესკასთან და მის პუდელთან ერთად. ის კინოთეატრს აღნიშნულ ჯგუფთან ერთად ტოვებს რათა პრემიერისთვის მოემზადოს.
ნაწილი მეოთხე – ოპერაცია კინო
რედაქტირებაჰანს ლანდას იძახებენ სოფელ ნადინში, რათა გამოიძიოს სროლა რამდენიმე გერმანელ ჯარისკაცსა და „უსახელო ნაბიჭვრებს“ შორის. ის ამოიცნობს უგო შტიგლიცს და ვილჰელმ ვიკის. რის შემდეგაც ამბობს რომ ისინი იყვნენ „უსახელო ნაბიჭვრების“ დაჯგუფების ნაწილი, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ გერმანელი ჯარისკაცების მკვლელობაზე. ლანდა ყურადღებით აკვირდება უცნაურობებს და ამჩნევს ქალის ფეხსაცმელს, რის შემდეგაც ამბობს ფრაზას „ვიღაც აკლია“. ამის შემდეგ კი პოულობს ცხვირსახოცს, გერმანელი ქალი მსახიობის, ბრიჯიტ ფონ ჰამერსმარკის ავტოგრაფით.
ნაწილი მეხუთე – გიგანტური სახის შურისძიება
რედაქტირებაჰანს ლანდა უკვე ფილმის პრემიერაზე სადაც შამპანურს სვავს. ადგილზე ჩნდებინან ბრიჯიტ ფონ ჰანესმარკი და „უსახელო ნაბიჭვრების“ ჯგუფის სამი წევრი, დონი დონოვიცი, ომარ ულმერი და ალდო რეინი, რომლებიც იტალიელებად არიან გადაცმული. ლანდა მათთან საუბრის დროს ახერხებს გაშიფროს ისინი, რის შემდეგაც ცალკე ოთახში შეჰყავს ფონ ჰანესმარკი. ჰანსი ჯიბიდან ფეხსაცმელს იღებს, ეუბნება ჰანესმარკს რომ ფეხი მის მუხლზე დადოს, და მას შემდეგ რაც ფეხსაცმელი ზუსტად მისი ზომის აღმოჩნდება, საკუთარი ხელით ახრჩობს მას. ლანდას ხალხი იტაცებს უტოვიჩს და ალდო რეინს და მიჰყავს ისინი ცარიელ შენობაში, სადაც მოლაპარაკებები იწყება. ლდო ეკითხება სად არიან დონი, ომარი და ფონ ჰამერსმარკი. ლანდა ეუბნება მას, რომ ფონ ჰამერსმარკმა მიიღო ის, რაც დაიმსახურა და რომ დონი და ომარი ჯერ კიდევ კინოს აუდიტორიაში არიან, ფეხებზე მიმაგრებული ბომბებით. ალდოს წყალობით ლანდა უკავშირდება OSS-ის უფროსს და აწარმოებს მოლაპარაკებას მისი ჩაბარების სანაცლვლოდ იმუნიტეტის, მედლების, ამერიკის მოქალაქეობისა და ნანტაკეტის კუნძულზე მდებარე სახლის მიღებას მოითხოვს. ამერიკელები მის მოთხოვნებს თანხმდებიან. თეატრის აფეთქების და გერმანიის უმაღლესი მთავარსარდლობის ლიკვიდაციის შემდეგ (მათ შორის არიან იოზეფ გებელსი და ადოლფ ჰიტლერი), რის შედეგადაც ომი სრულდება, ლანდა და მისი რადიოოპერატორი ალდოსთან და უტოვიჩთან ერთად მოკავშირეთა ტერიტორიაზე გადადიან, სადაც მათ ტყვედ ბარდებიან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Andrew Siddons (October 30, 2009). „Nazis get their comeuppance, in brutal fashion“. JooAng Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 7, 2011. ციტირების თარიღი: June 11, 2010.