ჰაქიმ-ზადე ნიაზი ჰამზა
ჰაქიმ-ზადე ნიაზი ჰამზა (უზბეკ. Hamza Hakimzoda Niyoziy, Ҳамза Ҳакимзода Ниёзий; რუს. Хамза Хакимзаде Ниязи), (დ. 6 მარტი, 1889, კოკანდი — გ. 18 მარტი, 1929, შაჰიმარდანი) — უზბეკი მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. უზბეკეთის სახალხო პოეტი (1926). უზბეკეთის საბჭოთა ლიტერატურის ფუძემდებელი.[5]
ჰაქიმ-ზადე ნიაზი ჰამზა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 თებერვალი (6 მარტი), 1889 |
დაბადების ადგილი | კოკანდი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 18 მარტი, 1929[1] [2] [3] (40 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | შაჰიმარდანი |
ფსევდონიმი | Nihon[4] |
საქმიანობა | მწერალი, პოეტი, პოლიტიკოსი, კომპოზიტორი, რომანისტი, სცენარისტი, დრამატურგი[4] , პოლიტიკური აქტივისტი[4] და მეცნიერი[4] |
ენა | უზბეკური ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
მის რევოლუციამდელ ნაწარმოებთაგან მნიშვნელოვანია ხელნაწერი "დივანი" (1905-1914, გამოვიდა პოეტის სიკვდილის შემდეგ). 1916-1919 წლებში გამოქვეყნებულ ლექსებში (7 კრებული) აისახა პოეტის გადასვლა რევოლუციური ბრძოლის პოზიციებზე. ჰამზა იბრძოდა ქალის უფლებებისათვის, ამხელდა ნაციონალისტებს, რეაქციულ სასულიერო პირებს. მოკლა რელიგიის ფანატიკოსების გააფთრებულმა ჯგუფმა.
ჰამზა უზბეკეთის ლიტერატურაში სოციალური რეალიზმის ფუძემდებელია. კლასიკური პოეტური მეტრიკა (არუზი) გაამდიდრა ხალხური სალექსო ფორმებით. უზბეკეთის კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც თეატრალურმა მოღვაწემ, კომპოზიტორმა და მუსიკოსმა. ჰამზას სახელობისაა უზბეკეთის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 598.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Adeeb Khalid: Printing, Publishing, and Reform in Tsarist Central Asia. 1994
- Mark Dickens: Uzbek Music დაარქივებული 2008-07-23 საიტზე Wayback Machine. . 1989
- Mark Dickens: The Uzbeks დაარქივებული 2008-07-23 საიტზე Wayback Machine. . 1990
- Works of Niyazi in English, Russian, and Arabic საიტზე Wayback Machine (არქივირებულია მარტი 25, 2008)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Хамза Хакимзаде Ниязи // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Czech National Authority Database
- ↑ Mirbadaleva, A. S. „Gafur Gulyam“. In A. M. Prokhorov (ed.). დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (Russian). Moscow: Soviet Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 9 December 2014. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|month=
და|coauthors=
(დახმარება)