ჰალი ბეილი
ჰალი ლინ ბეილი (ინგლ. Halle Lynn Bailey; დ. 2000 წლის 27 მარტი, ატლანტა, ჯორჯია) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. მან პოპულარობა მოიპოვა თავის დასთან, ქლოი ბეილისთან, ერთად მუსიკალური დუეტით - Chloe x Halle. მუსიკოსს ასევე პოპულარობა მოუტანა სერიალ Grown-ish-ში შესრულებულმა როლმა, რისთვისაც ის ნომინირებული იყო 2020 წლის NAACP Image Awards-ზე. ჰალი ასევე ითამაშებს 2023 წლის ფილმში The Color Purple და იმავე წელს განასახიერებს არიელს 2023 წლის დისნეის ფილმში პატარა ქალთევზა, რომელიც დაფუძნებულია 1989 წლის ამავე სახელწოდების ანიმაციურ ფილმზე.
ჰალი ბეილი | |
---|---|
ინგლ. Halle Lynn Bailey | |
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჰალი ლინ ბეილი |
დაბ. თარიღი | 27 მარტი, 2000 |
დაბ. ადგილი | ატლანტა, ჯორჯია |
წარმოშობა | მებლტონი, ჯორჯია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური | 2006 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
ჰალი ბეილი ვიკისაწყობში |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაჰალი ლინ ბეილი დაიბადა 2000 წლის 27 მარტს ატლანტაში და გაიზარდა მებლტონში უფროს დასთან, ქლოი ბეილისთან და ძმასთან, ბრენსონ ბეილისთან, ერთად. მოგვიანებით ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ ლოს-ანჯელესში. დები მუსიკით ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდნენ. მათ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა YouTube გაკვეთილების საშუალებით ისწავლეს.[1]
კარიერა
რედაქტირებაბეილიმ ითამაშა პატარა როლები ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: Joyful Noise (2012) და Let It Shine (2012). მუსიკოსმა თავის დასთან ერთად დაიწყო YouTube არხზე სიმღერების გამოქვეყნება. პირველად მათ ბიონსეს „Best Thing I never Had“-ის ქავერი შეასრულეს.[2] მათი პირველი ვიდეო, რომელიც ვირუსულად გავრცელდა, იყო ბიონსეს კიდევ ერთი კომპოზიციის, „Pretty Hurts“, ქავერი.[3] მათ შექმნეს დუეტი, სახელწოდებით Chloe x Halle.[4][5] ისინი გამოჩნდნენ ელენ დეჯენერესის შოუში, The Ellen Show, 2012 წლის აპრილში.[6]
2013 წელს მათ მოიგეს რადიო დისნეის The Next Big Thing-ის მე-5 სეზონი და გამოჩნდნენ დისნეის სერიალში Austin & Ally, სადაც შეასრულეს სიმღერა „Unstoppable“.[7][8]
2015 წლის მაისში მათ ხელი მოაწერეს კონტრაქტს ლეიბლ Parkwood Entertainment-თან.
დუეტმა Chloe x Halle გამოუშვა EP, Sugar Symphony, ლეიბლ Parkwood-ის ლიცენზიის ქვეშ 2016 წლის 29 აპრილს. ასევე მათ იმღერებს ბიონსეს ტურზე 2016 წლის ზაფხულში.[9]
დუეტმა გამოუშვა მიქსტეიპი, The Two of Us, 2017 წლის 16 მარტს. მიქსტეიპი მოხვდა ჟურნალ Rolling Stone-ის 2017 წლის საუკეთესო R&B ალბომების სიაში.[10] 2017 წლის 29 დეკემბერს დუეტმა გამოუშვა სიმღერა, „Grown“, სერიალისთვის Grown-ish. სერიალში ჰალიმ ითამაშა Skylar "Sky" Forster-ის როლი. მან დატოვა სერიალი მეოთხე სეზონის ბოლოს. სერიალისთვის დაწერილი ორივე სიმღერა - „Grown" და „The Kids Are Alright" იყო Chloe x Halle-ის სადებიუტო სტუდიური ალბომის მთავარი და მეორე სინგლები. მათ გამოუშვეს სადებიუტო სტუდიური ალბომი, The Kids Are Alright, 2018 წლის 23 მარტს. ალბომმა კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.[11][12]
დუეტი იყო ნომინირებული 2018 წლის დეკემბერში გრემის ორ ჯილდოზე, კერძოდ, საუკეთესო ახალი შემსრულებლისა და საუკეთესო ურბანული თანამედროვე ალბომის კატეგორიებში.[13]
2020 წლის 12 ივნისს დუეტმა გამოუშვა რიგით მეორე სტუდიური ალბომი, Ungodly Hour, რომელმაც კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.[14][15] ალბომი მე-16 ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ის ჩარტში. აშშ-ში ალბომის 24 ათასი ასლი გაიყიდა მისი გამოცემიდან პირველივე კვირაში. სინგლი „Do It“ ასევე გახდა მათი პირველი ჩანაწერი, რომელიც მოხვდა Billboard Hot 100-ში. სინგლი ჩარტში 83-ე ადგილზე გავიდა 2020 წლის 27 ივნისს.[16]
2020 წლის ნოემბერში მათ მიიღეს ნომინაციები წლის ალბომის, წლის სიმღერის, წლის ვიდეოს, საუკეთესო საცეკვაო შესრულებისა და The Ashford And Simpson Songwriter's Award-ის კატეგორიებში 2020 წლის Soul Train Music Awards-ზე. მათ ასევე მიიღეს ნომინაციები საუკეთესო პროგრესული R&B ალბომის, საუკეთესო R&B სიმღერისა და საუკეთესო ტრადიციული R&B შესრულების კატეგორიებში 63-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე. მათ შეასრულეს „Baby Girl“ 2020 წლის Billboard Women in Music ცერემონიაზე, სადაც ბიონსემ მათ ამომავალი ვარსკვლავების ჯილდო გადასცა.
2019 წლის 3 ივლისს, დისნეიმ გამოაცხადა, რომ ჰალი ბეილი შეასრულებდა პრინცესა არიელის როლს პატარა ქალთევზას რიმეიქში.[17][18][19]
2021 წლის 1 ოქტომბერს ბეილიმ შეასრულა „Can You Feel the Love Tonight“, დისნეის შოუში The Most Magical Story on Earth: 50 Years of Walt Disney World.[20]
დისკოგრაფია
რედაქტირება- The Kids Are Alright (2018)
- Ungodly Hour (2020)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Fox, Killian; Morris, Damien; Cragg, Michael; Bromwich, Kathryn; Snapes, Laura; Rogers, Jude (September 4, 2016). „20 under 20: music's teenage talent“. The Guardian. ISSN 1756-3224. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 31, 2021. ციტირების თარიღი: October 11, 2021.
- ↑ Spanos, Brittany (June 23, 2016). „How Chloe x Halle Caught Beyonce's Ear“. Rolling Stone. ISSN 0035-791X. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 5, 2019. ციტირების თარიღი: July 5, 2019.
- ↑ Young, Cate (June 23, 2020). „Chloe x Halle Have Taken Beyoncé's Most Important Lesson To Heart“. NPR. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 21, 2021. ციტირების თარიღი: August 26, 2021.
- ↑ Anderson, Trevor (June 25, 2020). „Chloe x Halle Just Scored Their First Billboard Hot 100 Hit With 'Do It'“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 14, 2022. ციტირების თარიღი: March 25, 2022.
- ↑ Pitts, Byron; Brown, Jasmine; Effron, Lauren (June 17, 2016). „How Beyonce Protégés Chloe x Halle's Lives Have Changed Since Being Discovered on YouTube“. ABC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 18, 2016. ციტირების თარიღი: August 5, 2020.
- ↑ Chloe x Halle [chloexhalle]. (April 9, 2012) Us on the Ellen Show earlier today! It was so fun :D. ციტირების თარიღი: February 7, 2021
- ↑ Kellman, Andy. Chloe x Halle Biography. AllMusic.com. ციტირების თარიღი: July 3, 2019
- ↑ chloe x halle [chloexhalle]. (September 2, 2013) Guess what guys?!?! We'll be on Disney Channel's "Austin and Ally" on September 15th performing our NEW song....
- ↑ „Beyonce's Singing Sister Duo Chloe x Halle Release Gorgeous 'Sugar Symphony' EP: Exclusive“. Billboard. April 29, 2016. ციტირების თარიღი: March 25, 2022.
- ↑ Ofiwe, Michelle; Spanos, Brittany; Exposito, Suzy; Reeves, Mosi; Vozick-Levinson, Simon; Johnston, Maura; Levy, Joe; Ofiwe, Michelle (December 20, 2017). „20 Best R&B Albums of 2017“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 30, 2021. ციტირების თარიღი: October 30, 2021.
- ↑ „Chloe x Halle Are Here to Prove That 'The Kids Are Alright'“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 21, 2021. ციტირების თარიღი: October 30, 2021.
- ↑ Chloe x Halle: The Kids Are Alright. ციტირების თარიღი: October 30, 2021
- ↑ „Here Are the Nominations for the 2019 Grammy Awards“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 26, 2020. ციტირების თარიღი: October 30, 2021.
- ↑ Ungodly Hour by Chloe x Halle, https://www.metacritic.com/music/ungodly-hour/chloe-x-halle. წაკითხვის თარიღი: October 30, 2021
- ↑ Chloe x Halle Release New Album 'Ungodly Hour' f/ Swae Lee and Mike Will Made-It. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 21, 2021. ციტირების თარიღი: October 30, 2021
- ↑ Anderson, Trevor (June 25, 2020). „Chloe x Halle Just Scored Their First Billboard Hot 100 Hit With 'Do It'“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 14, 2022. ციტირების თარიღი: March 25, 2022.
- ↑ Yasharoff, Hannah. (August 7, 2019) Halle Bailey breaks her silence on 'Little Mermaid' casting backlash: 'I don't pay attention to the negativity'. ციტირების თარიღი: February 9, 2020
- ↑ Fernandez, Alexia. (June 11, 2020) Halle Bailey On Overcoming Racism After The Little Mermaid Casting: 'Just Keep Pushing'. ციტირების თარიღი: August 5, 2020
- ↑ „Halle Bailey responds to Little Mermaid criticism“. BBC News (ინგლისური). August 8, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 26, 2021. ციტირების თარიღი: August 5, 2020.
- ↑ Halle Bailey delivers stunning performance during Disney World anniversary event (October 2, 2021). ციტირების თარიღი: October 29, 2021