პატარა ქალთევზა (1989 წლის ფილმი)
პატარა ქალთევზა (ინგლ. The Little Mermaid) — Walt Disney Feature Animation-ის 1989 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, Buena Vista Pictures-ის დისტრიბუციით. იგი ეფუძნება დანიელი მწერალ ჰანს კრისტიან ანდერსენის ამავე სახელწოდების ზღაპარს. პატარა ქალთევზაში მოთხრობილია ქალთევზაზე, რომელსაც უყვარდება უფლისწული და ოცნებობს, ადამიანად იქცეს. ფილმის რეჟისორები, სცენარის ავტორები და პროდიუსერები არიან რონ კლემენტსი და ჯონ მასკერი, ხოლო მუსიკის ავტორები — ალან მენკენი და ჰოვარდ ეშმენი (აგრეთვე თანაპროდიუსერი). როლებს ახმოვანებენ ჯოდი ბენსონი, კრისტოფერ დენიელ ბარნსი, პეტ კეროლი, სემიუელ ე. რაიტი, ჯეისონ მარინი, კენეთ მარსი, ბადი ჰეკეტი და რენე ობერჟონუა.
„პატარა ქალთევზა“ | |
---|---|
რეჟისორი | |
პროდიუსერი |
|
ეფუძნება |
პატარა ქალთევზა — ჰანს კრისტიან ანდერსენი |
ისტორია |
|
როლებში | |
მუსიკა | ალან მენკენი |
მონტაჟი | მარკ ჰესტერი |
მწარმოებელი კომპანია | |
დისტრიბუტორი | Buena Vista Pictures |
პრემიერა |
|
ხანგრძლივობა | 82 წთ.[1] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 40 მილიონი აშშ დოლარი[2] |
შემოსავალი | 211.3 მილიონი აშშ დოლარი[3] |
დისნეის სრულმეტრაჟიანების ანიმაციური ფილმების სერიის ეს, რიგით 28-ე ნამუშევარი, კინოთეატრებში გამოვიდა 1989 წლის 17 ნოემბერს და ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო. პირველად გამოსვლის შემდეგ აშშ-ში მისმა შემოსავალმა 84 მილიონი დოლარი შეადგინა[4], ხოლო საერთო ჯამში, მსოფლიო მასშტაბით — 211 მილიონი.[3] ითვლება, რომ 1988 წელს დისნეის/Amblin-ის ერთობლივი ფილმის „ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი“ წარმატების შემდეგ ქალთევზამ დაუბრუნა ენერგია დისნეის სრულმეტრაჟიან ანიმაციას, როგორც კრიტიკული, ასევე კომერციული წარმატებით, რომელიც 1970-იანების შემდეგ შეწყდა. მიიჩნევენ, რომ ამით დაიწყო დისნეის რენესანსის პერიოდიც.[5]
2007 წელს დენვერში გაიმართა ამავე სახელწოდების მიუზიკლის პრემიერა და გამოვიდა დაგ რაიტის თანმხლები წიგნი[6]. მიუზიკლში გაიჟღერეს ტექსტების ავტორ გლენ სლეიტერის თანამონაწილეობით დაწერილმა ალან მენკენის ახალმა კომპოზიციებმა. 2008 წლის 10 იანვარს დაიწყო ამ დადგმის ბროდვეიზე ჩვენება.[7][8]
2016 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ დისნეის მიერ დაგეგმილი იყო ქალთევზას მხატვრულ ფილმად ადაპტირება.
მუსიკა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „პატარა ქალთევზა“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- „პატარა ქალთევზა“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „პატარა ქალთევზა“ — ანიმაციური ფილმების მონაცემთა დიდ ბაზაში
- „პატარა ქალთევზა“ — Allmovie-ზე
- „პატარა ქალთევზა“ — Box Office Mojo-ზე
- „პატარა ქალთევზა“ — Rotten Tomatoes
სქოლიო
რედაქტირება- ↑ THE LITTLE MERMAID (U). British Board of Film Classification (December 28, 1989). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 26, 2020. ციტირების თარიღი: April 2, 2016.
- ↑ Stewart, James B. (2005). DisneyWar, p. 104. ISBN 0-684-80993-1. Simon & Schuster. Retrieved June 4, 2007.
- ↑ 3.0 3.1 „The Little Mermaid“. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: November 22, 2008.
- ↑ The Little Mermaid (1989) – Box Office Summary. Box Office Mojo.
- ↑ Pallant, Chris (2011) Demystifying Disney: A History of Disney Feature Animation. New York: Continuum Publishing, გვ. 89. ISBN 9781441150462. ციტირების თარიღი: January 13, 2017.
- ↑ Kachka, Boris. (February 26, 2006) Q&A With Grey Gardens Playwright Doug Wright—New York Magazine. Newyorkmetro.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 20, 2014. ციტირების თარიღი: July 15, 2009.
- ↑ Michael Buckley. (January 6, 2006) Playbill Features: STAGE TO SCREENS: Chatting with Grey Gardens and Little Mermaid Librettist Doug Wright. Playbill. ციტირების თარიღი: July 15, 2009.
- ↑ Andrew Gans. (January 8, 2009) The Little Mermaid to Celebrate First Broadway Anniversary January 10. Playbill. ციტირების თარიღი: October 22, 2010.