ჰავაის მეყვავილისებრნი

ჰავაის მეყვავილისებრნი (ლათ. Drepanidinae) — ფრინველთა ქვეოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. ზოგიერთი წყარო მას ოჯახად (Drepanidinae) განიხილავს.[1] პატარა (სხეულის სიგრძე 10–20 სმ, მასა 10–30 გ) ფრინველებია, მომწვანო, ყვითელი, წითელი ან შავი ბუმბული აქვთ. გავრცელებული არიან ჰავაის კუნძულებზე. ოჯახში 11 გვარის 21–22 სახეობაა (ამჟამად 7–8 სახეობა ამომწყდარია). აქვთ სხვადასხვა ფორმის ნისკარტი. ბინადრობენ ტყეში, ხშირ ბუჩქნარში ან განცალკევებულ ხეებზე. დებენ 2–3 კვერცხს. აქვთ მკვეთრად შემოსაყღვრული არეალი. გრძელნისკარტა ფორმები წუწნიან ყვავილის ნექტარს, ხილის წვენს, იჭერენ წვრილ მწერებს ყვავილზე. მოკლე, სწორნისკარტიანები ძირითადად თესლებით იკვებებიან. ჰავაის მეყვავილისებრნისთვის დამახასიათებელია მუშკის სუნი.

ჰავაის მეყვავილისებრნი

ჰავაის მეყვავილე
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  მთიულასებრნი
ქვეოჯახი:  ჰავაის მეყვავილისებრნი
ლათინური სახელი
Drepanidinae (Cabanis, 1847)

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Clements, J. 2007. The Clements Checklist of the Birds of the World. 6th ed. ISBN 978-0-7136-8695-1