ჟან ლუი კაბანისი

(გადამისამართდა გვერდიდან Cabanis)

ჟან ლუი კაბანისი (გერმ. Jean Louis Cabanis; დ. 8 მარტი, 1816, ბერლინი — გ. 20 თებერვალი, 1906, იქვე) — გერმანელი ორნითოლოგი. ბერლინის უნივერსიტეტში შეისწავლა ბუნებისმეტყველება. შემდეგ წამოიწყო ზოოლოგიური მოგზაურობა ამერიკაში, სადაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში წელიწადნახევარზე მეტი გაატარა და მდიდარი კოლექცია შეაგროვა. ბერლინში დაბრუნების შემდეგ ზოოლოგიის მუზეუმში დაიწყო მუშაობა, 1874 წელს დაინიშნა პროფესორად. კაბანისის კვლევებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფრინველთა სისტემატიკაში; თავის ნაშრომებს აქვეყნებდა ჟურნალებში „Archiv für Naturgeschichte“ (1841) და „Museum Heineanum“ (1850–1863); ფრინველთა შესახებ სტატიებს ამუშავებდა აგრეთვე „Reisen in Britisch-Guyana“-სა (1848) და „Reisen in Ostafrica“-ში (1869). 1853 წელს დააარსა „Journal für Ornithologie“, რომელიც 1868 წლიდან წარმოადგენს აგრეთვე კაბანისის მიერ დაარსებული გერმანელ ორნითოლოგთა საზოგადოების ორგანოს.[5]

ჟან ლუი კაბანისი
გერმ. Jean-Louis Cabanis
დაბ. თარიღი 8 მარტი, 1816(1816-03-08)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ბერლინი[1]
გარდ. თარიღი 20 თებერვალი, 1906(1906-02-20)[2] (89 წლის) ან 18 თებერვალი, 1906(1906-02-18)[1] (89 წლის)
გარდ. ადგილი ფრიდრიხსჰაგენი, ბერლინი
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
საქმიანობა ორნითოლოგი, ზოოლოგი და zoological collector[4]
მუშაობის ადგილი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ბუნებისმეტყველების მუზეუმი და ბუნებისმეტყველების მუზეუმი
ალმა-მატერი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #116395877 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. SNAC — 2010.
  4. Bionomia — 2018.
  5. Кабанис, Жан-Луи // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона. т. XIIIa. — СПб., 1894. — стр. 777.