ჯუმანჯი: შემდეგი საფეხური

ჯუმანჯი: შემდეგი საფეხური (ინგლ. Jumanji: The Next Level) — 2019 წლის ამერიკული ფანტასტიკის ჟანრის სათავგადასავლო კომედიური ფილმი, რომლის რეჟისორია ჯეიკ კასდან. ეს არის 2017 წლის ჯუმანჯი: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯუნგლებში-ის გაგრძელება და 1995 წლის ჯუმანჯის მესამე ნაწილი, ასევე ჯუმანჯის ფრენჩაიზის მეოთხე ფილმი. ამ ფილმში, წინა ნაწილების მსგავსად, როლებს ასრულებენ: დუეინ ჯონსონი, ჯეკ ბლეკი, კევინ ჰარტი, კარენ გილანი, ნიკ ჯონასი, ალექს ვოლფი, მორგან ტერნერი, სერ დარიუს ბლეინი და მედისონ ისმანი, ხოლო ახალ პერსონაჟებს განასახიერებენ: ავკვაფინა, რორი მაკკანი, დენი გლოვერი და დენი დევიტო. ფილმის სიუჟეტი ვითარდება კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯუნგლებში ორი წლის შემდეგ, რომელშიც თინეიჯერების იგივე ჯგუფი, ძველ მეგობართან და ორ ახალ პერსონაჟთან ერთად ჯუმანჯიში აღმოჩნდებიან. ახალ ნაწილში გამოჩნდნენ როგორც ძველი, ასევე ახალი ავატარები, რომლებიც მიწის ბოროტმოქმედისგან გადარჩენას ცდილობენ.

„ჯუმანჯი: შემდეგი საფეხური“
ინგლ. Jumanji: The Next Level
რეჟისორი ჯეიკ კასტანი
პროდიუსერი დუეინ ჯონსონი
დენი გარსია
ჰირამ გარსია
მატ ტოლმაკი
ჯეიკ კასტანი
ეფუძნება ჯუმანჯი
კრის ვან ოლსბურგი
როლებში
მუსიკა ჰენრი ჯეკმენი
სტუდია

Columbia Pictures
Seven Bucks Productions


Matt Tolmach Productions
დისტრიბუტორი Sony Pictures Motion Picture Group
გამოსვლის თარიღი 13 დეკემბერი, 2019
ხანგრძლივობა 123 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 125–132 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 800.1 მილიონი აშშ დოლარი

ძირითადი გადაღებები 2019 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, 21 იანვრიდან 11 მაისამდე, ატლანტაში, ნიუ მექსიკოში, ალბერტასა და ჰავაიში.

ჯუმანჯი: შემდეგი საფეხური თეატრალურად გამოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 13 დეკემბერს, 2019 წელს, Sony Pictures Motion Picture Group-ისა და Columbia Pictures-ის ეტიკეტის ქვეშ. ფილმმა კრიტიკოსების მხრიდან ზოგადად დადებითი შეფასება მიიღო და მსოფლიოს მასშტაბით 800 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა 125–132 მილიონი დოლარის ბიუჯეტით. შემოსავლის მიხედვით ის 2019 წლის მეათე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია.

წარმოება რედაქტირება

განვითარება რედაქტირება

2018 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ კასდანი ჯუმანჯის გაგრძელებაზე იმუშავებდა, ხოლო როზენბერგმა და პინკნერმა კვლავ სცენარზე იმუშავეს, ხოლო ჯონსონი, ჰარტი, ბლეკი და გილანი კვლავ ასრულებდნენ თავიანთ როლებს. [1]

2019 წლის 22 თებერვალს, ბლექმა დაადასტურა ახალი ფილმი, როგორც მეოთხე ჯუმანჯის ფილმი იქნებოდა ზათურა: კოსმოსური თავგადასავალის (2005) ჩათვლით. ის ასევე იქნებიდა ჯუმანჯი: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯუნგლებში-ის გაგრძელება.[2] კასდანის მონაცემებით, თავდაპირველად ფილმის სამუშაო სათაური იყო J-19. [3] 2019 წლის ივლისში ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ფილმის სათაური იქნებოდა ჯუმანჯი: შემდეგი საფეხური.[4]

მსახიობთა შერჩევა რედაქტირება

2019 წლის იანვარში ნორა ლუმი, დენი დევიტო და დენი გლოვერი შეუერთდნენ ფილმს.[5][6] 2019 წლის თებერვალში ალექს ვოლფმა, სერ დარიუს ბლეინმა, მედისონ ისემანმა, მორგან ტერნერმა და ნიკ ჯონასმა განაცხადეს, რომ ისინი ახალ ნაწილშიც შეასრულებდნენ როლებს.[7] [8] 2019 წლის მარტში დანია რამირესი შეუერთდა ფილმის მსახიობებს. [9] იმავე თვეში გამოცხადდა, რომ რაის დარბი კვლავ შეასრულებდა თავის როლს.[10] 2019 წლის მაისში გამოცხადდა, რომ კოლინ ჰენქსი თავისი როლის შემსრულებლად დაბრუნდებოდა.[11]

გადაღებები რედაქტირება

გადაღებები დაიწყო 2019 წლის 21 იანვარს და მიმდინარეობდა ატლანტაში, ნიუ მექსიკოში, კალგარიში, საიმპერატორო დიუნებსა და ჰავაიში, გადაღებები 11 მაისს დასრულდა.[12][13][14] ჯონსონმა თავისი როლის შესრულებისთვის 23,5 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.[15]

პრემიერა რედაქტირება

შეერთებულ შტატებსა და კანადაში ფილმი გამოვიდა 2019 წლის 13 დეკემბერს, RealD 3D, Dolby Cinema, IMAX, IMAX 3D, 4DX და ScreenX ფორმატებში. ფილმი გამოვიდა 2019 წლის 5 დეკემბერს, ჩინეთში, სინგაპურში, მალაიზიასა და აზიის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში (ასევე ჩეხეთში). სკანდინავიის ქვეყნებსა და ნიდერლანდებში ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 2019 წლის 6 დეკემბერს შედგა. ფილმი ავსტრალიაში 2019 წლის 26 დეკემბერს გამოვიდა.[16]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Fleming, Mike Jr.. (February 6, 2018) Scott Rosenberg & Jeff Pinkner To Write 'Jumanji: Welcome To The Jungle' Sequel. Deadline Hollywood. Penske Business Media. ციტირების თარიღი: February 6, 2018
  2. Fandom [@getFANDOM] (February 24, 2019)."Jack Black says the next Jumanji film is actually the 4th in the series – 'You forgot about the one in space ... 'Zathura (via @jackblack|YouTube)" (Tweet). 20190827033527/https://twitter.com/getFANDOM/status/1099802291278757889 Archived from the original on August 27, 2019. Retrieved February 15, 2019 – via Twitter.
  3. Nemiroff, Perri. (7 April 2020) Director Jake Kasdan Talks the Status of ‘Jumanji 4’ & Tricky Franchise Time Travel.
  4. Rubin, Rebecca (July 1, 2019). 'Jumanji: The Next Level' Drops First Trailer“. Variety. ციტირების თარიღი: July 1, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული]
  5. Kroll, Justin (January 3, 2019). „Awkwafina Joins Dwayne Johnson and Kevin Hart in 'Jumanji' Sequel“. Variety. ციტირების თარიღი: January 21, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული]
  6. Kroll, Justin (January 4, 2019). „Danny DeVito Joins Dwayne Johnson in 'Jumanji' Sequel (EXCLUSIVE)“. Variety. ციტირების თარიღი: January 21, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული]
  7. D'Alessandro, Anthony. (February 4, 2019) 2019/02/jumanji-sequel-teen-actors-alex-wolff-serdarius-blain-madison-iseman-and-morgan-turner-return-1202547710/ 'Jumanji' Teen Gang Return For Sequel. ციტირების თარიღი: February 4, 2019[მკვდარი ბმული]
  8. N'Duka, Amanda. (February 6, 2019) 2019/02/nick-jonas-jumanji-welcome-to-the-jungle-sequel-sony-1202551041/ Nick Jonas Officially Returning For Sony's 'Jumanji' Sequel. ციტირების თარიღი: February 6, 2019[მკვდარი ბმული]
  9. D'Alessandro, Anthony. (March 5, 2019) 2019/03/dania-ramirez-jumanji-sequel-james-moses-black-cast-in-black-and-blue-1202569931/ Dania Ramirez Journeys To 'Jumanji' Sequel; James Moses Black Books 'Black And Blue'. ციტირების თარიღი: March 5, 2019[მკვდარი ბმული]
  10. N'Duka, Amanda. (March 11, 2019) 2019/03/rhys-darby-jumanji-2-sony-1202573402/ Rhys Darby To Reprise His Role In 'Jumanji: Welcome to the Jungle' Sequel. ციტირების თარიღი: March 11, 2019[მკვდარი ბმული]
  11. McVey, Ciara. (May 7, 2019) Colin Hanks Returning For 'Jumanji: Welcome to the Jungle' Sequel. ციტირების თარიღი: May 7, 2019
  12. Marc, Christopher (October 21, 2018). 'Jumanji' Sequel To Start Filming On January 21st In Atlanta - Adds 'Captain Marvel' Art Director - GWW“. thegww.com. ციტირების თარიღი: October 25, 2018.
  13. Jirak, Jamie. (May 11, 2019) 2019/05/11/the-rock-wraps-production-on-jumanji-sequel/ The Rock Wraps Production on 'Jumanji' Sequel. Comic Book. ციტირების თარიღი: June 23, 2019[მკვდარი ბმული]
  14. Volmers, Eric (April 10, 2019). „Jumanji sequel to film in Kananaskis next week“. Calgary Herald. ციტირების თარიღი: July 30, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  15. Welk, Brian (August 22, 2019). „Dwayne Johnson, Chris Hemsworth Top Forbes' [[2019]] Highest-Paid Actors List (Photos)“. TheWrap. ციტირების თარიღი: August 22, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება); URL–ვიკიბმულის კონფლიქტი (დახმარება)[მკვდარი ბმული]
  16. Weatherall, Bryan. Jumanji 2 Australian Release Date. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-21. ციტირების თარიღი: 8 November 2019