ჯორჯ ჯულიან ჰარნი (დ. 17 თებერვალი, 1817, დეპტფორდი — გ. 9 დეკემბერი, 1897, რიჩმონდი, სარის საგრაფო) — ინგლისის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ჩარტიზმის მემარცხენე ფრთის ერთ-ერთი ლიდერი.

ჯორჯ ჯულიან ჰარნი

მონაწილეობდა ლონდონის მუშათა ასოციაციის დაარსებაში (1836). 1838 წელს დააარსა რევოლუციურ-დემოკრატიული ასოციაცია. 1842 წლიდან იყო ჩარტისტული ცენტრალური ორგანოს „ნორთერნ სტარის“ („Northern Star“) და სხვა ჩარჩისტული გამოცემების რედაქტორი. 40-იან წლებში დაუახლოვდა კარლ მარქსსა და ფრიდრიხ ენგელსს. იყო კომუნისტთა კავშირის წევრი. ისევე როგორც სხვა ჩარტისტებმა ჰარნიმ ბოლომდე ვერ აღიქვა მეცნიერული კომუნიზმის იდეები. 1851 წლიდან დროებით ჩამოშორდა პროლეტარულ მოძრაობას. იყო I ინტერნაციონალის წევრი.

ლიტერატურა

რედაქტირება