ჯორჯ ბერკლი
ირლანდიელი ფილოსოფოსი
ჯორჯ ბერკლი (ინგლ. George Berkeley; დ. 12 მარტი, 1685, ირლანდია — გ. 14 იანვარი, 1753, ოქსფორდი) — ირლანდიელი ფილოსოფოსი და პროტესტანტი მღვდელი, ემპირიზმის წარმომადგენელი. მისი „ტრაქტატი ადამიანური ცოდნის პრინციპების შესახებ“ შესულია 100 ყველაზე გავლენიანი წიგნის სიაში.
ჯორჯ ბერკლი |
---|
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა ტრინიტი კოლეჯში. 1713 წელს ის ლონდონში გაემგზავრა ათეისტებთან სადისკუსიოდ. 1728-1731 წლებში იმოგზაურა ამერიკაში მისიონერული საქმიანობისთვის. . ირლანდიაში დაბრუნებული ბერკლი კლოინის ეპისკოპოსად აკურთხეს. 1752 წლიდან ცხოვრობდა ოქსფორდში და ერთი წლის შემდეგ იქვე გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯორჯ ბერკლი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- მარტინი ი., ფილოსოფიის ისტორია, ტ. II, თბ.: თეოლოგიის, ფილოსოფიის, კულტურის და ისტორიის ინსტიტუტი, 2008.
- ბუაჩიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 323.
- ბაქრაძე კ., ახალი ფილოსოფიის ისტორია, თბილისი, 1969