ჯორჯიანა კავენდიში
ჯორჯიანა კავენდიში (ინგლ. Georgiana Cavendish; დ. 7 ივნისი, 1757, ნორთჰემპტონშირი, ინგლისი — გ. 30 მარტი, 1806, ლონდონი, ინგლისი) — ინგლისელი არისტოკრატი, სოციალისტი, აქტივისტი, ავტორი, პოლიტიკური ორგანიზატორი და XVIII საუკუნის ინგლისური მოდის ერთ-ერთი შემქმნელი. დევონშირის ჰერცოგინია 1774-1806 წლებში როგორც ჰერცოგ უილიამ კავენდიშის მეუღლე.
ჯორჯიანა კავენდიში | |
---|---|
წოდებები
დევონშირის ჰერცოგინია | |
დაიბადა |
7 ივნისი, 1757 ნორთჰემპტონშირი, ინგლისი |
გარდაიცვალა |
30 მარტი, 1806, (48 წლის) ლონდონი, ინგლისი |
საგვარეულო |
სპენსერები (დაბადებით) კავენდიშები (ქორწინებით) |
მეუღლე(ები) | უილიამ კავენდიში, დევონშირის ჰერცოგი |
შვილ(ებ)ი |
ჯორჯიანა, კარლისლის გრაფინია ჰარიეტი, გრანვილის გრაფინია უილიამი, დევონშირის ჰერცოგი ელიზა (უკანონო) |
მამა | ჯონ სპენსერი, სპენსერის ერლი |
დედა | მარგარეტ ჯორჯიანა პოინცი |
რელიგია | ანგლიკანიზმი |
იგი ცნობილია თავისი სასიყვარულო ურთიერთობით შემდგომში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჩარლზ გრეისთან. ასევე მისი, მისი ქმრისა და ელიზაბეთ ფოსტერის სასიყვარულო სამკუთხედით.
აღსანიშნავია, რომ ჯორჯიანას ძმის შთამომავალი იყო უელსის პრინცესა დიანა სპენსერი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯორჯიანა სპენსერი დაიბადა 1757 წლის 7 ივნისს ნორთჰემპტონშირში. იგი იყო სპენსერის ერლ ჯონ სპენსერისა და მისი ცოლის, მარგარეტ ჯორჯიანა პოინცის ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ იგი მალბოროს პირველი ჰერცოგის, ჯონ ჩერჩილის შთამომავალი იყო.
ჯორჯიანა ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც ლამაზი, გონიერი და ქარიზმატული ქალი. მას ძალიან უყვარდა კარგად და ექსტრავაგანტულად ჩაცმა, რის გამოც შესაძლოა ითქვას, რომ იგი თავისი დროის ინგლისური მოდის შემქმნელია, რადგან რასაც ის ერთხელ ჩაიცვამდა, მეორე დღესვე ყველა ქალი ცდილობდა მისთვის მიებაძა. ვინაიდან იგი მთელ ქვეყანაში ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი იყო, აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში, ამასთან მფარველობდა მწერლებსა და მხატვრებს.
1774 წლის 6 ივნისს ჯორჯიანა დაქორწინდა დევონშირის ჰერცოგ უილიამ კავენდიშზე, რითაც იგი ჰერცოგინია გახდა და გვარიც შეიცვალა. მართალია ქორწინება კატასტროფულად უიღბლო იყო, მაგრამ იგი მაინც ახერხებდა ბრწყინვალედ ეცხოვრა. იმ ხანად ასეთ რამეს ამბობდნენ: „ჰერცოგი ერთადერთი მამაკაცია მთელ საჰერცოგოში, რომელსაც ჰერცოგინია არ უყვარსო“. მათ ქორწინებაში არსებული მრავალი ბზარის ერთ-ერთი მიზეზი უვაჟობაც იყო, რადგან 16 წელი ჯორჯიანა უშედეგოდ ცდილობდა ვაჟის გაჩენას. ამ პერიოდში მან ორი გოგონა გააჩინა, 1790 წელს კი ქვეყანას დევონშირის მომდევნო ჰერცოგიც მოავლინა, თუმცა ამან ცოლ-ქმარი დაახლოების ნაცვლად უფრო დააშორა ერთმანეთს. ორივე თვლიდა, რომ თავისი მოვალეობა უკვე შეასრულა, ამიტომაც ერთმანეთს მხოლოდ საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე ხვდებოდნენ.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჯორჯიანამ სამი ორსულობის შემდეგაც მოახერხა ფორმების შენარჩუნება და საზოგადოებაში კვლავ ძველი ადგილი ეკავა.
1781 წლიდან ჯორჯიანა დაუმეგობრდა ჯონ თომას ფოსტერისაგან განშრებულ მის მეუღლეს, ლედი ელიზაბეთ ფოსტერს, იგივე „ბესის“. ჯორჯიანამ მეგობარი ქმრისგან გაქცევის შემდეგ თავისთან შეიფარა, რის შემდეგაც უილიამ კავენდიშმა ელიზაბეთთან რომანი გააბა მასთან. უილიამს ელიზაბეთისგან კიდევ ერთი ვაჟი და ერთი გოგონა შეეძინა, რომლებიც ჯორჯიანას შვილების გვერდით იზრდებოდნენ. ყოველივე ამან ძალიან გაანაწყენა ჰერცოგინია, რომელიც ქმარს საყვარლის გაგდებას სთხოვდა, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ, 1784 წლიდან თავად ჯორჯიანამ გააბა რომანი ვიგების პარტიის ლიდერ ჩარლზ გრეისთან, რომლისგანაც 1792 წელს უკანონო გოგონა გააჩინა, რომელიც ჩარლზის ნათესავებმა წაიყვანეს აღსაზრდელად.
ბავშვის გაჩენის შემდეგ ჯორჯიანამ ჩარლზთან ურთიერთობა გაწყვიტა და შეიძლება ითქვას, რომ შეეგუა უილიამისა და ელიზაბეთის რომანს. ამის შემდეგ იგი აქტიურად ჩაება სხვადასხვა პოლიტიკურ კამპანიაში და აზარტულ თამაშებსაც მიეჩვია. მიუხედავად იმისა, რომ სპენსერები და კავენდიშები საკმაოდ მდიდრები იყვნენ, ჯორჯიანას გარდაცვალებისას ათასობით ფუნტი დარჩა ვალი, რომელიც თამაშისას დაედო.
რამდენადაც ცნობილია, უკანონო ბავშვის გასაჩენად ჯორჯიანა საფრანგეთში გაემგზავრა, რათა ინგლისში მისი სახელი არ შელახულიყო. აღსანიშნავია, რომ სილამაზით ცნობილი და საოცარი სტილის გრძნობის მქონე ჯორჯიანა კავენდიში მალევე დაუმეგობრდა საფრანგეთის დედოფალ მარი ანტუანეტს, რომელიც ასევე იყო ფრანგული მოდის ფუძემდებელი. როგორც ცნობილია, საფრანგეთში შეიქმნა ჯორჯიანასა და დედოფლის მეგობრის, პოლინიაკის ჰერცოგინიის საერთო პორტრეტი, სადაც ისინი შიშვლები იყვნენ, თუმცა შემდგომში ეს პორტრეტი რევოლუციისას განადგურდა.
ჯორჯიანა კავენდიში გარდაიცვალა 1806 წლის 30 მარტს ლონდონში, 48 წლის ასაკში. ამის შემდეგ მისმა ქმარმა ცოლად ელიზაბეთ ფოსტერი შეირთო, თუმცა უილიამი 1811 წელს გარდაიცვალა, რის გამოც კავენდიშის ახალი ჰერცოგი ჯორჯიანას ვაჟი გახდა.
შვილები
რედაქტირებაჯორჯიანას თავის ქმართან სულ სამი შვილი ჰყავდა:
- ჯორჯიანა დოროთი (1783-1858), ცოლად გაჰყვა კარლისლის გრაფ ჯორჯ ჰოვარდს, რომელთანაც თორმეტი შვილი შეეძინა;
- ჰარიეტ ელიზაბეთი (1785-1862), ცოლად გაჰყვა გრანევილის გრაფ ლევესონ გოუერს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
- უილიამ ჯორჯი (1790-1858), დევონშირის ჰერცოგი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
მას ჩარლზ გრეისაგან ასევე ჰყავდა ერთი უკანონო ქალიშვილი:
- ელიზა (1792-1859), ცოლად გაჰყვა ოფიცერ რობერტ ელისს, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი;
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Cavendish, Georgiana (2007). Gross, Jonathan (ed.). The Sylph. Northwestern University Press. ISBN 978-0-8101-2229-1.
- Foreman, Amanda (1998). Georgiana: Duchess of Devonshire. Random House. ISBN 0375502947.
- Gleeson, Janet (2008). Privilege and Scandal: The Remarkable Life of Harriet Spencer, Sister of Georgiana. New York: Three Rivers Press. ISBN 9780307381989.
- Foreman, Amanda. Georgiana: Duchess of Devonshire. Modern Library. ISBN 0375753834.
- Blasberg, Derek (2011). Very Classy: Even More Exceptional Advice for the Extremely Modern Lady. Penguin. ISBN 1101563060.
- The Two Duchesses.., Family Correspondence relating to.., Vere Foster (editor), Blackie & Son, London, Glasgow & Dublin, 1898.
- An Aristocratic Affair - The life of Georgiana's sister Harriet, Countess Bessborough, Janet Gleeson, 2006, ISBN 0-593-05487-3