ჯონ ფრენსის დიელი
ჯონ ფრენსის დიელი (ინგლ. John Francis Daley; დ. 20 ივლისი, 1985) — ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი სცენარისტი და კინორეჟისორი. ყველაზე კარგად ცნობილია სკოლის მოსწავლის — სემ უიერის როლის შესრულებით NBC-ის კომედიურ-დრამატულ ტელესერიალში „ხულიგნები და ათოსნები“, ასევე FBI-ს სისხლის სამართლის პროფაილერის — დოქტორი ლენს სვითსის როლის შესრულებისთვის ტელეშოუში „ძვლები“, რომლისთვისაც ის ნომინირებული იყო 2014 წლის PRISM Award-ზე.[1] იგი უკრავს კლავიშებიან საკრავებზე და მღერის მუსიკალურ ჯგუფში Dayplayer.[2]
ჯონ ფრენსის დიელი | |
---|---|
ფრენსის დიელი 2012 წლის მარტში | |
დაბადების თარიღი |
20 ივლისი, 1985 უილინგი, ილინოისი, აშშ |
რეზიდენცია | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1998–დღემდე |
მეუღლე(ები) | კორინ კინგსბურგი (იქ. 2016) |
იგი ცნობილია ჯონათან გოლდსტეინთან ერთობლივი მუშაობით, როგორც ფილმის გადამღები დუეტი. წყვილს ერთად არაერთ პროექტზე უმუშავიათ. დიელისა და გოლდსტეინის პირველი ერთობლივი ნამუშევარი თავდაპირველად კომედიაზე იყო დაფუძნებული, სადაც ისინი თანასცენარისტები გახდნენ „აუტანელი ბოსებისთვის“ (2011), თანასცენარისტი „საოცარი ბარტ უანდერსტონისა“ (2013) და „აუტანელი ბოსები 2-სთვის“ (2014), ასევე იყვნენ ნაციონალური ლამპუნის დასვენების ფილმთა სერიების მეხუთე ფილმის — „დასვენების“ (2015) ერთ-ერთი რეჟისორები და მწერლები. ისინი ასევე იყვნენ „ადამიანი-ობობა: დაბრუნების“ (2017) სცენარიტები ჯონ უოტსთა, კრისტოფერ ფორდთან, კრის მაკკენასა და ერიკ სომერსთან ერთად, ასევე 2018 წლის ფილმის „დამპლური თამაშების“ რეჟისორები. ისინი იქნებიან მომავალი ფილმ „Flashpoint“-ის რეჟისორები, რომელიც Warner Bros.-სა და DC Films სამყაროს ნაწილი იქნება.[3]
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებადიელი დაიბადა უილინგში, ილინოისის შტატში რ. ფ. დიელის, მსახიობისა და ნენსი დიელის, ფორტეპიანოს მასწავლებლის ოჯახში. მამამისი ირლანდიელი კათოლიკური წარმომავლობისაა, ხოლო დედამისი ებრაელია.[4][5][6][7] იგი გაიზარდა სოფელ ნიაკში, ნიუ-იორკის შტატში,[8] , სადაც მან დენის როლი ითამაშა ნიაკის საშუალო სკოლის გადაღებულ „საცხში“.
კარიერა
რედაქტირებადიელიმ მსახიობობა დაიწყო, როდესაც მიიღო „ახალგაზრდა ტომის“ როლი, აშშ-სა და Broadway-ს საერთაშორისო ტურების დახმარებით მოხვდა „ვინ არის ტომიში“. მან ითამაშა სემ უიერის როლი სატელევიზიო სერიალში „ხულიგნები და ხუთოსნები“ და ამის შემდეგ იგი მუდმივად ტელევიზიაში მუშაობდა, მათ შორის შოუებში, როგორებიცაა „ჯინა დევისის შოუ“, „ბოსტონის პუბლიკა“, „რეგულარული ჯო“, „კონფიდენციალური სამზარეულო“, „ემის განსჯა“ და „სფინ ქალაქი“. დეილი იყო რიგით 94-ე VH1-ის 100 უდიდეს ვარსკვლავთა შორის.[9]
2001-ში იგი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმის „რას აკეთებენ ბავშვების“ თანარეჟისორი. მან ასევე დაწერა და ითამაშა მოკლემეტრაჟიან კომედიაში „პარასკევის ღამეში“. 2005 წელს იგი გამოჩნდა ფილმში „ელოდება...“ და Fox-ის სატირულ კომედიაში „კონფიდენციალური სამზარეულო“. 2007 წელს, დიელი FOX-ის დარამატული სერიალის „ძვლების“ მსახიობთა შემადგენლობას შეუერთდა და ითამაშა ფსიქოლოგი ლენს სვითსის როლი. იგი სერიალის მეექვსე სეზონის სერიის „მითის სიმართლის“ ერთ-ერთი სცენარისტი იყო თავის პარტნიორ ჯონათან გოლდსტეინთან ერთად. „ძვლების“ აღმასრულებელმა პროდიუსერმა სტივენ ნათანმა განაცხადა, რომ სვითსი შემდეგ სერიაში მოკვდება, რადგან დიელის ესაჭიროებოდა დაეთმო მეტი დრო ფილმის გადაღებისათვის, და რომ იგი შეშფოთებულია, რადგანაც რომ დიელის არყოფნა იქნება ძალიან გაწელილი, მით უმეტეს, თუ სარეჟისორო სამუშაომ მეტი დრო მოითხოვა.[10]
დიელის ასევე ჯგუფ Abandoned Pools-ის მუსიკალურ ვიდეოში „Mercy Kiss“.
2011 წელს, დიელიმ და მისმა მწერალმა პარტნიორმა ჯონათან მ. გოლდსტეინმა დაწერეს შავი კომედია „აუტანელი ბოსების“. 2013 წელს, დიელიმ გოლდსტეინთან ერთად დაწერა სცენარი ფილმისთვის „საოცარი ბარტ უანდერსტონი“; დიელის ასევე აქვს კამეო როლი ფილმში „პარამედიკი“. 2013 წელს, ორივემ დაწერეს „Call of the Wild“-ის სცენარი DreamWorks Studios-სთვის.[11] ჯონმა ითამაშა ბენ ჰაუსის როლი „Rapture-Palooza-ში“. ამის შემდეგ დიელიმ დაწერა „აუტანელი ბოსების“ გაგრძელების ამბავი.
დიელი და გოლდსტეინი 2015 წლის ფილმის „დასვენების“ ერთ-ერთი სცენარისტები და რეჟისორები გახდნენ, National Lampoon's Vacation film series-ის ბოლო ნაწილის, რომელშიც მონაწილეობდნენ ედ ჰელმსი და ქრისტინა ეპლგეიტი.[12]
დიელიმ და გოლდსტეინმა დაწერეს სცენარი 2017 წლის ფილმისთვის „ადამიანი-ობობა: დაბრუნბა“ ოთხ სხვა სცენარისტთან ერთად.[13] მანამდე სანამ ჯონ უოტს დაიქირავებდნენ, სწორედ ისინი უნდა მიიჩნენოდნენ ფილმის რეჟისორებად. .[14][15]
დიელი და გოლდსტეინი 2018 წლის შავი კომედიის „დამპლური თამაშების“ რეჟისორები გახდნენ, რომელიც მარკ პერეზის სცენარს ეფუძნება. ფილმმა, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯეისონ ბეიტმანი და რეიჩელ მაკ-ადამსი, „მიიღო უამრავი ბრწყინვალე მიმოხილვა მისი უჭკვიანესი სცენარის, ენერგიული წარმოდგენებისა და ხშირად გამოყენებული თანამედროვე კომედიის ტროპების მიზანმიმართული თავიდან აცილების გამო“. ფილმის შემოსავალმა 117 მილიონი დოლარი შეადგინა, როდესაც მისი ბიუჯეტი 37 მილიონი დოლარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დიელისა და გოლდსტეინს არ მიუღია სცენარიტობა, მათ მოგვიანებით განაცხადეს, რომ დაწერეს „ყველა თითქმის ორიგინალი სცენარის დიალოგი“.[16]
2018 წელს, გახდა ცნობილი, რომ დუო დათანხმდა DC Comics-ის Flashpoint-ის ადაპტაციის გადაღებაზე მათი DC-ის გაფართოებული სამყაროსთვის.[17]
ფილმოგრაფია
რედაქტირებაYear | დასახელება | მუშაობდა როგორც | როლი | შენიშვნები | ||
---|---|---|---|---|---|---|
მსახიობი | რეჟისორი | სცენარისტი | ||||
2000 | „ალერდ ფიშბეინი შეყვარებლია“ | დიახ | არა | არა | ალერდ ფიშბენი | მოკლემეტრაჟიანი ფილმი |
2001 | „რას აკეთებენ ბავშვები“ | არა | დიახ | არა | მოკლემეტრაჟიანი ფილმი რეჟისორი ჯონათან გოლდსტეინთან ერთად | |
2003 | „ხედი ზემოდან“ | დიახ | არა | არა | როდნი | |
2005 | „ველოდები...“ | დიახ | არა | არა | მიტჩი | |
2008 | „ყოფილის დამარხვა“ | დიახ | არა | არა | ზაკი | |
2011 | „აუტანელი ბოსები“ | დიახ | არა | დიახ | კარტერი | სცენარისტი ჯონათან გოლდსტეინთან და მაიკლ მარკოვიძთან ერთად |
„აუდიო ტური“ | არა | დიახ | დიახ | მოკლემეტრაჟიანი ფილმი რეჟისორი/მწერალი ჯონათან გოლდსტეინთან ერთად | ||
2013 | „საოცარი ბარტ უანდერსტონი“ | დიახ | არა | დიახ | პარამედიკი | სცენარისტი ჯონათან გოლდსტეინთან, მწერალი ჩად კულტგენთან, ტაილერ მიტჩელსა და ჯონათან გოლდსტეინთან ერთდ |
„აღტაცება-პოლოზა“ | დიახ | არა | არა | ბენი | ||
„მოღრუბლულობა...2 მოსალოდნელია ნალექი გუფთების სახით 2“ | არა | არა | დიახ | სცენარისტი ჯონათან გოლდსტეინსა და ერიკა რივინოჟასთან ერთად | ||
2014 | „აუტანელი ბოსები 2“ | არა | არა | Story | სცენარი ჯონათან გოლდსტეინთან, სინ ანდერსსა და ჯონ მორისთან ერთად | |
2015 | „დუდე ბროს ფართი ხოცვა-ჟლეტა III“ | დიახ | არა | არა | ერნეტსტი | კამეო როლი |
„შვებულება“ | დიახ | დიახ | დიახ | სვლის ოპერატორი | თეატრალური სარეჟისორო დებიუტი მწერალი/რეჟისორი ჯონათან გოლდსტეინთან ერთად | |
2017 | „ადამიანი ობობა: დაბრუნება“ | არა | არა | დიახ | თანასცენარისტი ჯონათან გოლდსტეინთან, ჯონ უოტსთან, ქრისტოფერ ფორდთან, კრის მაკენასთან და and ერიკ სომერსთან ერთად | |
„5-25-77“ | დიახ | არა | არა | პეტი | ||
2018 | „დამპლური თამაშები“ | დიახ | დიახ | არა | კარტერი | რეჟისორი ჯონათან გოლდსტეინთან ერთად |
გამოცხადდება | „Flashpoint“[18] | არა | დიახ | არა |
ტელევიზია
რედაქტირებაწელი | სათაური | როლი | შენიშვნები |
---|---|---|---|
1999-2000 | „ხულიგნები და ათოსნები“ | სემ უიერი | 18 ეპიზოდი |
2000-2001 | „ბისტონის პუბლიკა“ | ენტონი ვორდი | 5 ეპიზოდი |
2000-2001 | „ჯინა დევისის შოუ“ | კარტერ რაიანი | 22 ეპიზოდი |
2001 | „ელენის შოუ“ | ერიკი | ეპიზოდი: „უოლდენის აუზი“ |
2001 | „კენედი“ | ენთონი | სატელევიზიო ფილმი |
2002 | „სპინ ქალაქი“ | სპენსერი | ეპიზოდი: „გახელილი თვალები“ |
2003 | „რეგულარული ჯო“ | გრანტ ბაინდერი | 5 ეპიზოდი |
2004 | „ემის განსჯა“ | ჯეის კროსბი | ეპიზოდი: „Roadhouse Blues“ |
2005-2006 | „კონფედენციალური სამზარეულო“ | ჯიმ | 13 ეპიზოდი |
2006 | „დადგმულო“ | კევინი | ეპიზოდი: „მესამე თარიღი“ |
2007 | „დარეკეთ“ | ტომი | სატელევიზიო ფილმი |
2007-2014 | „ძვლები“ | დოქტორი ლენს სვითსი | 138 ეპიზოდი |
2010 | „Yo Gabba Gabba!“ | თავად | 1 ეპიზოდი |
2012 | „მაძიებელი“ | დოქტორი ლენს სვითსი | ეპიზოდი: „ტყვიები“ |
2015 | „ბოტომის ბუთი“ | სკოტი და კაბანა ბიჭი | ხმა |
2016 | „ახალი ნავი“ | ჯორდანი | ეპიზოდი: „გაქირავების დღე“ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჯონ ფრენსის დიელი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ინტერვიუ ჯონ ფრენსის დელსთან დაარქივებული 2011-05-22 საიტზე Wayback Machine.
- "Mercy Kiss" music video by Abandoned Pools, featuring Daley
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჯონ ფრენსის დიელი ლენს სვითსის როლში. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 26, 2016. ციტირების თარიღი: May 20, 2016.
- ↑ „Dayplayer“, My space, https://www.myspace.com/dayplayer.
- ↑ Chitwood, Adam. (2018-02-12) Exclusive: 'Flashpoint' Directors Reveal How They Landed the Job. Collider. ციტირების თარიღი: 2018-02-13.
- ↑ Interfaith Celebrities: a Former Geek, the Equestrian Author, and an Aboriginal Jewish Doctor. InterfaithFamily.com (July 5, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 12, 2012. ციტირების თარიღი: March 15, 2012.
- ↑ John Francis Daley. Twitter — @JohnFDaley (February 23, 2012). ციტატა: „For Ash Wednesday, I have my Irish Catholic dad put the ash on my forehead, then I have my Jewish mother lick her thumb and wipe it off.“ ციტირების თარიღი: March 15, 2012.
- ↑ John Francis Daley on co-writing tonight's episode of 'Bones' and sharing a scene with his dad for the first time. (Awww.). Entertainment Weekly (April 14, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 22, 2013. ციტატა: „I have sympathy nerves for everyone. I think it's the half-Jew in me.“ ციტირების თარიღი: June 4, 2013.
- ↑ The Talented Mr Daley. meinmyplace.com (September 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 27, 2012. ციტატა: „Um my mom's Jewish and my dad's Irish. I am in fact the same mix as Harrison Ford, which I like to point out as often as possible when I go on dates.“ ციტირების თარიღი: March 15, 2012.
- ↑ Sklar, Ronald. John Francis Daley: Cult Star Confidential. ციტირების თარიღი: 12 July 2018.
- ↑ 5 Things You Didn't Know About Bones' John Francis Daley. wetpaint. ციტირების თარიღი: November 22, 2011.
- ↑ Heldenfels, Rich (January 30, 2015). „Mailbag“. Akron Beacon-Journal.
- ↑ Graser, Marc. Writers set for Dreamworks' 'Wild'. www.dreamworksstudios.com. ციტირების თარიღი: March 18, 2013.
- ↑ 'Horrible Bosses' Writers to Direct 'Vacation' Reboot (Exclusive). Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: May 7, 2015.
- ↑ Back To Walley World: The Griswolds Go On 'Vacation' Again. NPR (July 25, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — July 26, 2015. ციტირების თარიღი: July 26, 2015.
- ↑ Sony Pictures and Marvel Studios Find Their 'Spider-Man' Star and Director (June 23, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — June 24, 2015. ციტირების თარიღი: June 23, 2015.
- ↑ Fleming Jr., Mike. (June 2, 2015) 'Spider-Man' Director Short List Topped By Ted Melfi & Jonathan Levine. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 2, 2015. ციტირების თარიღი: June 2, 2015.
- ↑ Lee, Chris (21 June 2018). „How Game Night Broke Modern Comedy’s Rules to Win at the Box Office“. Vulture.com. ციტირების თარიღი: 12 July 2018.
- ↑ Kroll, Justin. (16 January 2018) ‘Flash’ Standalone Film Taps Directors John Francis Daley, Jonathan Goldstein (EXCLUSIVE). ციტირების თარიღი: 31 January 2018.
- ↑ https://screenrant.com/flashpoint-game-night-directors-dceu/