ჯონ მეინარდ კეინზი

(გადამისამართდა გვერდიდან ჯონ მეინარდ კეინსი)

ჯონ მეინარდ კეინზი (ინგლ. John Maynard Keynes; დ. 5 ივნისი, 1883 — გ. 21 აპრილი, 1946) — ბრიტანელი ეკონომისტი, რომლის იდეებმა (კეინზიანიზმი) უმნიშვნელოვანესი გავლენა იქონია თანამედროვე ეკონომიკურ და პოლიტიკურ თეორიაზე, ასევე მრავალი მთავრობის ფისკალურ პოლიტიკაზე. ის ქადაგებდა ინტერვენციულ სამთავრობო პოლიტიკას, რომლითაც მთავრობას ფისკალური და მონეტარული ზომების გამოყენებით ეკონომიკური ვარდნის, დეპრესიებისა და ბუმის უარყოფითი ეფექტების შემსუბუქება შეეძლო. მას თანამედროვე თეორიული მაკროეკონომიკის ერთ-ერთ მამად მიიჩნევენ.

ჯონ მეინარდ კეინზი

კეინზი, 1933 წლის 8 მარტი
მშობლიური სახელი John Maynard Keynes
დაბ. თარიღი 5 ივნისი, 1883 (1883-06-05) (141 წლის)
დაბ. ადგილი კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი
გარდ. თარიღი 21 აპრილი, 1946
გარდ. ადგილი ტილტონი, დიდი ბრიტანეთი
სიკვდილის ვითარება ბუნებრივი მიზეზები
გარდაცვალების მიზეზი მიოკარდიუმის ინფარქტი
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფო და დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
მეუღლე Lydia Lopokova[1] [2]
საქმიანობა ეკონომისტი, მათემატიკოსი, პოლიტიკოსი[3] , ფილოსოფოსი, პროფესორი, დიპლომატი, არამხატვრული მწერალი, ბიზნესმენი და ავტორი
მოღვაწეობის სფერო მიკროეკონომიკა
დამსაქმებელი კემბრიჯის უნივერსიტეტი და სამეფო კოლეჯი
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემია, ბრიტანული აკადემია, ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია და ეკონომეტრიკის საზოგადოება[4]
ჯილდოები აბანოს ორდენის კავალერი, Adam Smith Prize[5] , ეკონომეტრიკის საზოგადოების წევრი[4] , ბრიტანეთის აკადემიის წევრი და doctor honoris causa from the University of Paris[6]
ალმა-მატერი სამეფო კოლეჯი (კემბრიჯი) და იტონის კოლეჯი
სამეცნიერო ხელმძღვანელი William Ernest Johnson[7] და ალფრედ ნორთ უაიტჰედი
დოქტორანტი D. G. Champernowne[7] და Joan Robinson[7]
პოლიტიკური პარტია ლიბერალური პარტია
ხელმოწერა
სახელგანთქმული ნამუშევარი The General Theory of Employment, Interest and Money, Indian Currency and Finance, The Economic Consequences of the Peace, A Treatise on Probability ან A Treatise on Money

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა კემბრიჯში. მისი მოძღვრება და იდეები საფუძვლად დაედო არა მარტო ინგლისის, არამედ მრავალი სხვა სახელმწიფოების ეკონომიკურ პოლიტიკას. კეინზის მოღვაწეობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანი იყო: იგი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში. გარკვეული პერიოდის მანძილზე კეინზს ეკავა ინგლისის ბანკის დირექტორის თანამდებობა, მონაწილეობდა ვერსალის საზავო კონფერენციის მუშაობაში, ანტანტის უმაღლეს ეკონომიკურ საბჭოში და ა. შ. კეინზის აქტიური მონაწილეობის შედეგად ჩამოყალიბდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (იგივე მსოფლიო ბანკი)

1906 წლიდან იგი მოღვაწეობდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, სადაც ა. მარშალის შეხედულებები იყო გაბატონებული. მიუხედავად იმისა, რომ კეინზი საკუთარ თავს მარშალის მიმდევრად თვლიდა, „კემბრიჯის სკოლის“ კრიზისის შემდეგ მან უკვე დაიწყო მარშალის იდეების გაკრიტიკება. 1936 წელს გამოქვეყნდა მისი მთავარი ნაშრომი „დასაქმების, სარგებლისა და ფულის ზოგადი თეორია“. 1944 წელს აშშ-ში, ბრეტონ-ვუდსში ჩატარებულ კონფერენციაზე იგი დიდი ბრიტანეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

საზოგადოების ნორმალური განვითარებისათვის კეინზი მიზანშეწონილად თვლიდა სახელმწიფოს აქტიურად ჩარევას, ანუ ეკონომიკის სახელმწიფოებრივ რეგულირებას. იგი მიიჩნევდა, რომ სრული დასაქმების მიღწევა, ასევე უმუშევრობისა და კრიზისების ლიკვიდაცია ამ გზით იყო შესაძლებელი.

კეინზი მრავალი ნაშრომის ავტორია, მათგან აღსანიშნავია: „ინდოეთის ვალუტა და ფინანსები“, „ვერსალის საზავო ხელშეკრულების ეკონომიკური შედეგები“, „ტრაქტატი ფულის რეფორმის შესახებ“ და სხვა. საერთოდ, კეინზის ნაშრომებში დიდი ადგილი ეთმობა ფულის თეორიის საკითხებს, იგი იცავდა ფულის ნომინალისტურ თეორიას.

აღსანიშნავია მისი ნაშრომი სახელწოდებით: „ტრაქტატი ფულის რეფორმის შესახებ“, სადაც მან წამოაყენა რეგულირებადი ვალუტის შექმნის იდეა და შეიმუშავა პროგრამაც. იგი მოითხოვდა ინგლისში არსებული ფულის მიმოქცევის იმ სისტემის შეცვლას, რომელიც ემყარებოდა ოქროს სტანდარტის პრინციპებს. კეინსს შესაძლებლად მიაჩნდა ის, რომ კაპიტალისტურ მეურნეობაში ქაღალდის ფულს შეეძლო ფულის ფუნქციების შესრულება ოქროს მნიშვნელობის გარეშე. ამ ნაშრომში კეინსი მოითხოვდა ოქროზე გადაუხურდავებელი ქაღალდის ფულის შემოღებას. „ტრაქტატში“ იგი ერთდროულად ფულის რაოდენობრივ და ნომინალისტურ თეორიებს იცავდა და სწორედ მათი გაერთიანების საუძველზე შექმნა რეგულირებადი ვალუტის თეორია.

პუბლიკაციები

რედაქტირება
  • 1913 Indian Currency and Finance
  • 1914 Ludwig von Mises's Theorie des Geldes (EJ)
  • 1915 The Economics of War in Germany (EJ)
  • 1919 The Economic Consequences of the Peace
  • 1921 A Treatise on Probability
  • 1922 The Inflation of Currency as a Method of Taxation (MGCRE)
  • 1922 Revision of the Treaty
  • 1923 A Tract on Monetary Reform
  • 1925 Am I a Liberal? (N&A)
  • 1926 The End of Laissez-Faire
  • 1926 Laissez-Faire and Communism
  • 1930 A Treatise on Money
  • 1930 Economic Possibilities for our Grandchildren
  • 1931 The End of the Gold Standard (Sunday Express)
  • 1931 Essays in Persuasion
  • 1931 The Great Slump of 1930
  • 1933 The Means to Prosperity
  • 1933 An Open Letter to President Roosevelt (New York Times)
  • 1936 The General Theory of Employment, Interest and Money
  • 1940 How to Pay for the War: A radical plan for the Chancellor of the Exchequer

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Barnett, Vincent. John Maynard Keynes. London: Routledge, 2013. ISBN 978-0415567695.
  • Beaudreau, Bernard C.. The Economic Consequences of Mr. Keynes: How the Second Industrial Revolution Passed Great Britain By. iUniverse, 2006, ISBN 0-595-41661-6
  • Clark, Barry. Political Economy: A Comparative Approach. Westport: Greenwood Publishing Group, 1998, ISBN 0-275-96370-5
  • Clarke, Peter. Keynes: The Twentieth Century's Most Influential Economist. Bloomsbury, 2009, ISBN 978-1-4088-0385-1
  • Clarke, Peter. Keynes: The Rise, Fall and Return of the 20th Century's Most Influential Economist, Bloomsbury Press, 2009

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Stage, The stage and television today — 1921. — Iss. 2316. — P. 11. — ISSN 0038-9099
  2. Kindred Britain
  3. Hansard 1803–2005
  4. 4.0 4.1 https://www.econometricsociety.org/society/organization-and-governance/fellows/memoriam
  5. Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  6. Le général de Gaulle à la séance solennelle de rentrée de l'Université de Paris / J. FenoglioParis: Société éditrice du Monde, 1945. — P. 4. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
  7. 7.0 7.1 7.2 Mathematics Genealogy Project — 1997.