ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯონ ლო ოფ ლორისტონი (ინგლ. John Law of Lauriston; დ. 21 აპრილი 1671, ედინბურგი — გ. 21 მარტი 1729, ვენეცია) — შოტლანდიელი ეკონომისტი და ფინანსისტი. „Banque générale“-ის და ე. წ. „ლოს სისტემის“ დამაარსებელი. მისმა საქმიანობამ გარკვეული როლი ითამაშა ფიზიოკრატების მოძღვრების შექმნაში.

ჯონ ლო
მშობლიური სახელი John Law of Lauriston
დაბ. თარიღი 21 აპრილი, 1671(1671-04-21)[1] [2]
დაბ. ადგილი ედინბურგი[3]
გარდ. თარიღი 21 მარტი, 1729(1729-03-21)[3] [4] [5] [1] [6] [7] [2] (57 წლის)
გარდ. ადგილი ვენეცია[8]
დასაფლავებულია San Moisè
სიკვდილის ვითარება ბუნებრივი მიზეზები
გარდაცვალების მიზეზი პნევმონია
მოქალაქეობა შოტლანდიის სამეფო[9] და დიდი ბრიტანეთის სამეფო
საქმიანობა ეკონომისტი, ფინანსისტი, სტატისტიკოსი და bretteur
მოღვაწეობის სფერო ეკონომიკა
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯონ ლო დაიბადა ედინბურგში, ოქრომჭედლებისა და ბანკირის უილიამ ლოუს ოჯახში. ბიჭი 14 წლის იყო, როდესაც მამა გარდაიცვალა. მან შვილს დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა. 20 წლის ასაკში ჯონი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გაფლანგა მემკვიდრეობით მიღებული ქონება და უამრავი ვალი დაიდო. კრედიტორებთან ანგარიშისგების მიზნით ის იძულებული გახდა გაეყიდა ლორისტონების საგვარეულო სახლი. ამის შემდეგ ჯონი დააპატიმრეს ინგლისელი დიდგვაროვანი უილსონის დუელში მკვლელობის გამო. იგი გაიქცა და თავიდან ამსტერდამში დაჰყო ცოტა ხანი. იქ ის ინგლისის ტახტის რეგენტის მდივნად მუშაობდა. შემდეგ იგი იტალიაში გაემგზავრა, სადაც სწავლობდა საბანკო საქმის ორგანიზაციას რომში, ვენეციაში, ფლორენციასა და ნეაპოლში. აზარტულ თამაშებში იღბალმა საშუალება მისცა ლოს ფუფუნებებაში ეცხოვრა და ევროპული მონარქიების ლიდერებთან დაახლოებულიყო. მან ეს კავშირები გამოიყენა თავისი ფინანსური პროექტებისთვის.

1705 წელს შოტლანდიაში დაბრუნებულმა ლომ ადგილობრივ პარლამენტს ორი პროექტი შესთავაზა: ერთი ვაჭრობის რეფორმირებას მიეძღვნა, ხოლო მეორე ფულის მიმოქცევის რეფორმირებას. პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ უარყო ეს პროექტები, თუმცა ზოგიერთი გავლენიანი პირი, როგორებიც იყვნენ არგილაის ჰერცოგი და სხვები, მხარს უჭერდნენ ლოს ინიციატივებს.

1708 წლის დასაწყისში ლო საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც სათამაშო ნიჭის წყალობით მან მიიპყრო სახელმწიფოს მაღალჩინოსნების, განსაკუთრებით ორლეანის ჰერცოგის ყურადღება . მაგრამ პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი დ'არჟენსონის (1652-1721) დაჟინებული მოთხოვნით ჯონ ლო გააძევეს საფრანგეთიდან იმ მიზეზით, რომ ის ძალიან ოსტატურად თამაშობდა.

პარიზის დატოვების შემდეგ, ლომ იტალიის და გერმანიის რიგი ქალაქები მოინახულა, სადაც გამოდიოდა იგივე ფინანსური ინიციატივებით, რომლებითაც მთავრები არ ინტერესდებოდნენ. უტრეხტის ზავის დადების შემდეგ ჯონ ლო დაბრუნდა პარიზში, სადაც მალევე გარდაიცვალა ლუი XIV. ფილიპ ორლეანელი, გახდა მეფე ლუი XV- ის რეგენტი, რომელიც მფარველობდა ლოს. ჯონ ლო პატივითმიიღეს პალ-როიალში და ცოტა ხნის შემდეგ მან მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა.

ამ მომენტიდან, ფილიპ ორლეანელის მხარდაჭერით, ჯონ ლომ დაიწყო თავისი ფინანსური და კომერციული პროექტების განხორციელება. 1716 წელს Banque générale ორგანიზებული იყო, ხოლო 1717 წელს მისისიპის საერთაშორისო კომპანია. 1718 წელს ბანკი გადაკეთდა სახელმწიფო ბანკად (ამავე დროს ლო გახდა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ). ბანკმა გამოსცა ქაღალდის ფული, რომელიც არ იყო უზრუნველყოფილი ოქროთი და ვერცხლით

</ref> (ლო ვარაუდობდა, რომ ამას შეიძლება ხელი შეეწყო ბიზნეს საქმიანობასთვის და ქვეყნის გამდიდრებისთვის). 1720 წლის ბოლოს კომპანიის აქციებზე სპეკულაციური აჟიოტაჟი, ბანკნოტების გადაჭარბებული გამოშვებით გამოწვეული და დივიდენდის უსაფუძვლო პოლიტიკის შედეგად, ჯონ ლოს მიერ შემოთავაზებული ყველა ინიციატივის ლიკვიდაციით დასრულდა.

ჯონ ლო იძულებული გახდა დაეტოვებინა საფრანგეთი. იგი ვენეციაში დასახლდა. ლო იმედოვნებდა, რომ საფრანგეთში მალე დაბრუნდებოდა, მაგრამ მისი გეგმები არ შესრულდა.[10]1723 წლის დეკემბერში ფილიპ ორლეანელი გარდაიცვალა და ლუი XV- ს, რომელმაც დაიწყო დამოუკიდებელი მეფობა, არ აინტერესებდა ლოს გეგმები და მას მხოლოდ 12 ათასი ლივრის ოდენობის პენსია დაუნიშნა .

ჯონ ლო გარდაიცვალა 1729 წელს ვენეციაში . ის დაკრძალეს პიაცა სან მარკოს სან ჯემინიანოს ეკლესიაში. როდესაც ნაპოლეონის მიერ ვენეციის ოკუპაციის დროს ეკლესია განადგურდა, მისი ფერფლი სან მოიზეს ეკლესიაში გადაიტანეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  2. 2.0 2.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
  3. 3.0 3.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118726838 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. GeneaStar
  7. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. Ло Джон // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  9. English Wikipedia community Wikipedia — 2001.
  10. Buchan, James (1997). Frozen Desire: An inquiry into the meaning of money. Picador. ISBN 0-330-35527-9.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯონ_ლო“-დან