ჰენრი ჯონ დოიჩენდორფი უმცროსი (ინგლ. Henry John Deutschendorf Jr.; დ. 31 დეკემბერი, 1943 — გ. 12 ოქტომბერი, 1997)[3], სასცენო სახელით ცნობილი როგორც ჯონ დენვერიამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მსახიობი, აქტივისტი და ჰუმანიტარი.

ჯონ დენვერი

დენვერი 1974 წელს
დაბადების სახელი ჰენრი ჯონ დოიჩენდორფი უმცროსი
დაბადების თარიღი 31 დეკემბერი, 1943
როზუელი, ნიუ-მექსიკო, აშშ
გარდაცვალების თარიღი 12 ოქტომბერი, 1997 (53 წლის)
მონტერეის ყურე, პესიფიკ-გრუვთან ახლოს, კალიფორნია, აშშ
გარდაცვალების მიზეზი ავიაკატასტროფა
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • მუსიკოსი
  • აქტივისტი
  • მუსიკალური პროდიუსერი
  • მსახიობი
  • ჰუმანიტარი
აქტიური 1962–1997
მეუღლე(ები)
  • ენი მარტელი (იქ. 1967–82)
  • კასანდრა დელეინი (იქ. 1988–93)
ინსტრუმენტები
  • აკუსტიკური გიტარა
  • ვოკალი
ჟანრი
ლეიბლი
ასოციაციები
საიტი johndenver.com

ჯონ დენვერი დაიაბადა 1943 წლის 31 დეკემბერს როზუელში, ნიუ-მექსიკოში. დედა — ერმა ლუიზა სვოუპი, მამა — ჰენრი ჯონ დოიჩენდორფი, აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების ოფიცერი.[4] მამის სამსახურის გამო, ოჯახს ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა. ჯონ დენვერმა გიტარაზე დაკვრა 11 წლისამ დაიწყო. 1963 წელს უნივერსიტეტი მიატოვა და საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა. 1965 წელს იგი შეუერთდა ვოკალურ ჯგუფ The Chad Mitchell Trio-ს. 1969 წელს მან დატოვა ჯგუფი და სოლო კარიერა დაიწყო. იმავე წელს გამოსცა პირველი სოლო ალბომი Rhymes & Reasons. 1970-იანი წლების დასაწყისში იგი უკვე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელი იყო.[5]

დენვერმა ჩაწერა და გამოუშვა დაახლოებით 300-მდე სიმღერა. საერთო ჯამში გამოსცა 33 ალბომი და სინგლი, რომლებსაც სხვადასხვა დროს ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ მიენიჭა 14 ოქროსა და 4 პლატინის სტატუსი.[6] მთლიანობაში გაყიდული აქვს 33 მილიონი ალბომი.[7] დენვერი მუსიკას ძირითადად ასრულებდა აკუსტიკურ გიტარაზე. მისი სიმღერები გამოირჩეოდა ბუნებისადმი სიყვარულით და ქალაქური ცხოვრებისადმი გულგრილობით. დენვერის კომპოზიციები ხშირად ხვდებოდა სხვადასხვა მუსიკალური ჩარტების მაღალ პოზიციებზე. მას ეკუთვნის ისეთი ცნობილი სიმღერები როგორებიცაა „Take Me Home, Country Roads“, „Annie's Song“, „Rocky Mountain High“, „Calypso“, „Thank God I'm a Country Boy“ და „Sunshine on My Shoulders“.

1970-1980-იან წლებში დენვერი დაკავებული იყო სამსახიობო კარიერით, მონაწილეობდა რამდენიმე ფილმში. იგი აგრეთვე დიდ ყურადღებას უთმობდა ეკოლოგიურ პრობლემებს. ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა ასპენში, კოლორადოში. 1974 წელს დენვერს მიენიჭა შტატის პოეტი-ლაურეატის წოდება.[8]

გარდაიცვალა 1997 წლის 12 ოქტომბერს ავიაკატასტროფაში. მუსიკოსის გვამის იდენტიფიკაცია მისი თითის ანაბეჭდით მოხერხდა.[9] გამოძიებაზე დაყრდნობით თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი მასში საწვავის ნაკლებობა გახდა. გვამის კრემაციის შემდეგ მისი ფერფლი კლდოვან მთებში მიმოფანტეს.

2007 წლის 23 სექტემბერს თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე გაიხსნა მომღერლის მემორიალური დაფა.[10]

ჯონ დენვერს მიღებული აქვს უამრავი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორისაა ამერიკული მუსიკის ჯილდო, ქანთრი მუსიკის ასოციაციის ჯილდო, ემის ჯილდო და გრემის ჯილდო. 1996 წელს იგი შეყვანილი იქნა სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში. 2014 წლის 24 ოქტომბერს ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.[11]

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Sterling, Christopher H.; O'Dell, Cary (12 აპრილი, 2010) The Concise Encyclopedia of American Radio. Routledge. ISBN 9781135176846. 
  2. The Music of John Denver.
  3. Leigh, Spencer (14 ოქტომბერი, 1997). „Obituary: John Denver“. The Independent. ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. Ancestry of John Denver compiled by William Addams Reitwiesner. Wargs.Com. ციტირების თარიღი: May 9, 2011.
  5. Maphis, Susan. 10 Best Selling Artists of the 1970s. mademan.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მაისი, 2012. ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2012.
  6. John Denver.
  7. John Denver, A Rocky Mountain High Concert. The Florida Theatre (19 ნომებერი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-19. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2015.
  8. Biography – The World Family of John Denver (28 ივნისი, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივნისი, 2006. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2019.
  9. John Denver dies in crash // Singer's experimental plane falls into ocean - Chicago Sun-Times | HighBeam Research. web.archive.org (2014-06-10). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-10. ციტირების თარიღი: 2019-08-21.
  10. John Denver Memorial Plaque Pacific Grove. Johndenverclub.org. ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2011.
  11. Baskin, Gregory (October 16, 2014). „John Denver To Get Posthumous Star on Hollywood Walk of Fame [Video]“. Guardian Liberty Voice. ციტირების თარიღი: October 18, 2014.