ჯონ ბოინტონ პრისტლი
ჯონ ბოინტონ პრისტლი (ინგლ. John Boynton Priestley; დ. 13 სექტემბერი, 1894, ბრედფორდი, ინგლისი – გ. 14 აგვისტო, 1984, ინგლისი) — ინგლისელი მწერალი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 20-იან წლებში. წერდა ლექსებსა და ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს. პოპულარობა მოუტანა რომანმა "გულითადი ამხანაგები" (1929). პრიესტლის რომანებში ასახული საზოგადოება დემოკრატიულია, პერსონაჟები უმთავრესად უბრალო, "პატარა ადამიანები" არიან. აღსანიშნავია ამ ნაწარმოებთა პატრიოტიზმი, "ინგლისური ტრადიციების" გაიდეალება. პრიესტლის მნიშვნელოვანი რომანებია: "ანგელოზის ქუჩა" (1930), "ისინი დადიან ქალაქში" (1936), "ნათელი დღე" (1946), "ფესტივალი ფარბრიჯში" (1951), "ლონდონის ჩიხი" (1969) და სხვა. პრიესტლის ეკუთვნის პიესებიც, რომლებშიც სვამს სოციალურ და მორალურ პრობლემებს, მაგრამ ხშირად მიმართავს ექსპერიმენტს, პირობითობას, დროთა აღრევას. წარმატება მოიპოვა პიესებმა "სახიფათო მოსახვევი" (1932), "ტირიფების ჭალა" (1933), "სამოთხის კიდე" (1934), "დრო და კონვეის ოჯახი" (1937), "განძი" (1953), "შუშის გალია" (1958) და სხვა.
ჯონ ბოინტონ პრისტლი | |
---|---|
ინგლ. John Boynton Priestley | |
დაბადების თარიღი | 13 სექტემბერი, 1894[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] |
დაბადების ადგილი | ბრედფორდი[14] |
გარდაცვალების თარიღი | 14 აგვისტო, 1984[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] (89 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ეივონის სტრატფორდი |
ფსევდონიმი | Peter Goldsmith[15] |
საქმიანობა | რომანისტი, დრამატურგი[11] , ლიბრეტისტი, მწერალი[11] [13] , ჟურნალისტი[13] , ლიტერატურული კრიტიკოსი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, საბავშვო მწერალი და პოეტი[11] |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
ალმა-მატერი | ტრინიტი-ჰოლი |
ჯილდოები | ჯეიმზ ტაიტ ბლეკის სამახსოვრო პრემია |
მეუღლე | Jacquetta Hawkes და Jane Holland Priestley[16] |
პარტნიორ(ებ)ი | პეგი ეშკროფტი |
შვილ(ებ)ი | Sylvia Priestley[17] |
საიტი | jbpriestley-society.com |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 192.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 5.0 5.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú Cultural — São Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
- ↑ 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 7.0 7.1 NooSFere — 1999.
- ↑ 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 9.0 9.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ 10.0 10.1 Babelio — 2007.
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 The Fine Art Archive
- ↑ 12.0 12.1 Munzinger Personen
- ↑ Пристли Джон Бойнтон // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ https://archives.nypl.org/mss/18380
- ↑ https://www.theguardian.com/artanddesign/2009/jun/16/obituary-michael-goaman