ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯონი ტო კეი-ფუნგი (ჩინ.: 杜琪峯; დ. 22 აპრილი, 1955) — ჰონგკონგელი კინორეჟისორი და პროდიუსერი. მან ცნობადობა და აღიარება როგორც სამშობლოში, ისე საზღვარგარეთაც მოიპოვა.[1] რეჟისორს არაერთ ჟანრში უმუშავია, თუმცა დასავლურ სამყაროში იგი ძირითადად მძაფრსიუჟეტიანი და კრიმინალური ფილმებითაა ცნობილი, რომლებმაც მას კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა.[2][3]

ჯონი ტო

ჯონი ტო 2009 წელს
დაბადების თარიღი 22 აპრილი, 1955 (1955-04-22) (69 წლის)
ჰონგ-კონგი
საქმიანობა კინორეჟისორი, პროდიუსერი

ტოს საერთაშორისო წარმატება მოუტანეს ფილმებმა: „ახალი ამბები“, „არჩევნები“, „არჩევნები 2“, „გადასახლებული“, „შეშლილი დეტექტივი“ და „ნარკოომი“. ჩამოთვლილი ფილმები არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო წარდგენილი, ხოლო აშშ-სა და საფრანგეთში ფილმები გაყიდვაში ჩაეშვა და დიდ კომერციულ წარმატებასაც მიაღწია.

რეჟისორი თავის ფილმებში მეგობრობის, ბედისწერისა და ჰონგკონგური საზოგადოების ცვლილების თემებს იკვლევს.[4][5] იგი ძირითადად ერთსა და იმავე მსახიობებთან და სცენარისტებთან მუშაობს. ტომ აღნიშნა, რომ მის შემოქმედებაზე ყველაზე დიდი გავლენა ჩინელმა რეჟისორმა, კინგ ჰუმ მოახდინა.[6]

ჯონი ტომ კარიერა 17 წლის ასაკში ჰონგ-კონგის სატელევიზიო სტუდიაში დაიწყო. 1973 წლიდან იგი სატელევიზიო შოების აღმასრულებელი პროდიუსერი და რეჟისორი იყო. 1983 წელს მან გადაიღო ტელესერიალი „ლეგენდა კონდორის გმირებზე“, რომელიც ლუის ჩას ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული.

1988 წელს ტოს თანარეჟისორობით ფილმი „დიდი გული“ გამოვიდა, რომლის პროდიუსერიც ცუი ჰარკი იყო. ამავე წელს ტომ კომედიური ფილმი „მერვე ბედნიერება“ გადაიღო, რომელიც წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა.[7]

2011 წლის კანის კინოფესტივალზე ტო ჟიურის წევრი იყო.[8]

რეჟისორის 2011 წლის ფილმი „ცხოვრება პრინციპების გარეშე“ ოსკარის 85-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციის გრძელ სიაში იყო წარდგენილი.[9]

ტო ჰონგ-კონგის ხელოვნების განვითარების საბჭოს წევრია.[10]

კინოფესტივალები

რედაქტირება

მშობლიურ ჰონგ-კონგში კომერციული წარმატების მქონე ტოს ფილმები რეგულარულად გადიოდა საერთაშორისო კინოფესტივალებზე, ძირითადად ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. რეჟისორის ექვსი ფილმი კანის კინოფესტივალზე იყო წარდგენილი, მათ შორის საკონკურსო ნომინაციაში გავიდა „არჩევნები“ (2005),[11] ხოლო „ახალი ამბები“ (2004),[12] „არჩევნები 2“, „სამკუთხედი“ და „ბრმა დეტექტივი“ კონკურსგარეშე წარადგინეს. 2009 წელს ტოს ფილმი „შურისძიება“ ოქროს პალმის რტოსთვის იბრძოდა.

2008 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ტოს „ისარი“ საკონკურსო ნომინაციაში წარადგინეს.

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე საკონკურსო ნომინაციაში რეჟისორის სამი ფილმი გავიდა, ესენია: „გადასახლებული“ (2006), „შეშლილი დეტექტივი“ (2007) და „ცხოვრება პრინციპების გარეშე“ 2011 წელს.

ტოს ფილმებს მუდმივად აჩვენებენ ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე. 1999-2007 წლებში აჩვენეს მისი შემდეგი ფილმები: „მისია“, „პოლიციელთა ტაქტიკური გაერთიანება“, „ახალი ამბები“ და „შეშლილი დეტექტივი“, ხოლო 2006 წელს ფესტივალზე რეჟისორის სამი ფილმი მოხვდა, ესენია: „არჩევნები“, „არჩევნები 2“ და „გადასახლებული“.

2005 წლის სიდჟესის კინოფესტივალზე ტოს გადაეცა ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევისთვის. 2007 წლის როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე მან ჯილდო „რეჟისორი ფოკუსში“ მიიღო. 2009 წელს ტოს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის საფრანგეთის კულტურის სამინისტროსგან ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი მიენიჭა.[13]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Johnnie To. Green Cine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 April 2013. ციტირების თარიღი: 18 February 2013.
  2. Rotten Tomatoes Profile. Rottentomatoes.com. ციტირების თარიღი: 18 February 2013.
  3. Senses of Cinema: The Belated Auteurism of Johnnie To. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 March 2009.
  4. Interview with Johnnie To. Cineaste (22 April 1955). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 January 2013. ციტირების თარიღი: 18 February 2013.
  5. Review of Exiled for the Chicago Reader, by Fred Camper. Fredcamper.com (7 September 2007). ციტირების თარიღი: 18 February 2013.
  6. „Johnnie To: 'I just happened to be assigned to the drama department'. FilmDoo (ინგლისური). 2018-05-18. ციტირების თარიღი: 2018-08-13.
  7. contact@hkcinemagic.com. Hong Kong Cinemagic: Johnnie To. Hkcinemagic.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 18 February 2013.
  8. The Jury of the 64th Festival de Cannes. Cannes (20 April 2011). ციტირების თარიღი: 20 April 2011.
  9. „Greece picks 'Unfair World' for Oscar race“. The Hollywood Reporter. 21 September 2012. ციტირების თარიღი: 21 September 2012.
  10. 網頁轉駁中 Redirecting.... დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-10. ციტირების თარიღი: 2020-11-10.
  11. Festival de Cannes: Election. festival-cannes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 5 December 2009.
  12. Festival de Cannes: Breaking News. festival-cannes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 October 2012. ციტირების თარიღი: 5 December 2009.
  13. ADC congratulates Johnnie To awarded the Officer of the National Order of Arts and Letters by French Ministry of Culture / Press Releases / Information Centre / Hong Kong Arts Development Council დაარქივებული 21 July 2011 საიტზე Wayback Machine.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯონი_ტო“-დან