ჯონი გოგაბერიშვილი

ჯონი გოგაბერიშვილი (დ. 15 მაისი, 1953, ვანი) — ქართველი მოქანდაკე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯონი გოგაბერიშვილი დაიბადა 1953 წლის 15 მაისს, ქალაქ ვანში. მან 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი ქანდაკების კათედრა, ხოლო 1983 წელს დაამთავრა ვალენტინ თოფურიძისა და კონსტანტინე მერაბიშვილის სახელოსნო. იგი 1976 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში, მისი პერსონალური გამოფენები: 1999 წელი, ეროვნული გალერეა, საფრანგეთი „საქართველოს კულტურის დღეები” , 1993 წელი, გერმანია, ჰაინსბეკი „ეროვნული გალერეა”, 1990 წელი, ფინეთი, ჰელსინკი, ქანდაკების გამოფენა, გალერეა „რუს”, 1989 წელი, პოლონეთი, ვარშავა, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი. ასევე მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში და საერთაშორისო სიმპოზიუმებში, ხოლო მისი ნამუშევრები დაცულია: თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (თბილისი, საქართველო), ხელოვნების მუზეუმი (ბათუმი, საქართველო), თანამედროვე ხელოვნების გალერეა (ვარშავა, პოლონეთი), ეროვნული ბიბლიოთეკა (ესპანეთი), გალერეა „TMS” (თბილისი, საქართველო). რაც შეეხება კერძო კოლექციებს: ფინეთი, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, იაპონია, ესპანეთი, უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი. 1986 წელს მოიპოვა 2 პრემია: პირველი პრემია (ტაშკენტი), ხოლო მეორე პრემია წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998-1999, გვ. 91

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება