ჯოი ჰარჯო ( დ. 9 მაისი, 1951) — ამერიკელი პოეტი, მუსიკოსი, დრამატურგი და ავტორი. იგი იყო შეერთებული შტატების 23-ე პოეტი ლაურეატი, პირველი ინდიელი ამერიკელი, რომელმაც მიიღო ეს პატივი. ის ასევე იყო მხოლოდ მეორე პოეტის ლაურეატი კონსულტანტი პოეზიაში, რომელიც მსახურობდა სამი ვადით ( რობერტ პინსკის შემდეგ). მნიშვნელოვანი ფიგურაა მე-20 საუკუნის ბოლოს არსებული მკვიდრ ამერიკელთა ლიტერატურის რენესანსის მეორე ტალღაში. სწავლობდა ამერიკის ინდიელთა ხელოვნების ინსტიტუტში, დაამთავრა ბაკალავრიატი ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტში 1976 წელს და მოიპოვა MFA ხარისხი აიოვას უნივერსიტეტში მის შემოქმედებითი წერის პროგრამაში.

ჯოი ჰარჯო
დაბადების თარიღი 9 მაისი, 1951(1951-05-09)[1] [2] [3] [4] [5] (73 წლის)
დაბადების ადგილი ტალსა[6]
საქმიანობა პოეტი[6] , მუსიკოსი[7] , მწერალი[8] , საბავშვო მწერალი, სცენარისტი[6] , მასწავლებელი[9] და climate activist
ეროვნება Muscogee[10]
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტი[6] , აიოვის უნივერსიტეტი[6] და Institute of American Indian Arts
ჟანრი პოეზია
Magnum opus An American sunrise : poems
ჯილდოები PEN Oakland/Josephine Miles Literary Award, გუგენჰაიმის სტიპენდია[11] , ამერიკული წიგნის პრემია და ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[12]
შვილ(ებ)ი Rainy Dawn Ortiz[13] [14]
ნათესავ(ებ)ი Lois Harjo Ball
საიტი joyharjo.com

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ჰარჯო კონგრესის ბიბლიოთეკაში, 2022 წ.

ჰარჯო დაიბადა 1951 წლის 9 მაისს, ტალსაში, ოკლაჰომა . მისი მამა, ალენ ვ. ფოსტერი, იყო მუსკოგის ერის მოქალაქე. დედა იყო არკანზასელი უაინემა ბეიკერ ფოსტერი. როგორც ჰარჯომ დაადგინა, დედა წარმოშობით ირლანდიელი, ფრანგი და ჩეროკი იყო და, შესაძლოა, ჩიკაზური წარმოშობისა. თუმცა, ჰარჯომ განაცხადა, რომ დედამისი და ბებია დედის მხრიდან არ იყვნენ აღრიცხულნი, მიუხედავად იმისა, რომ დედამისი ჩეროკის შთამომლად მიიჩნევდა თავს. [15] ჰარჯო არის მუსკოგის ერის ფიქსირებული მოქალაქე. ჰარჯოს შემოქმედება შთაგონებულია დედის, დეიდისა და ბებიის შემოქმედებით, ისევე როგორც მკვიდრ ამერიკელთა კულტურით. მის ცხოვრებაში მთავარი კატალიზატორი იყო მშობლების განქორწინება. პირველი ლექსი მერვე კლასში დაწერა. 16 წლის ასაკში ჰარჯო სწავლობდა ამერიკის ინდიელთა ხელოვნების ინსტიტუტში, რომელიც იმ დროს იყო ინდიელების საქმეთა ბიუროს სკოლა-პანსიონი, სანტა ფეში, ნიუ-მექსიკო. ჰარჯოს უყვარდა ხატვა და აღმოაჩინა, რომ ეს მას საშუალებას აძლევდა, გამოეხატა საკუთარი თავი. შთაგონებული იყო მისი დიდი დეიდის, ლოის ჰარჯო ბოლის, მხატვრობით. ჰარჯო ჩაირიცხა ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე. პირველი კურსის შემდეგ შეცვალა თავისი სპეციალობა და სწავლა გააგრძელა ხელოვნების მიმართულებით. შემდეგ კი გადავიდა შემოქმედებით მწერლობაზე, რადგან შთაგონებული იყო სხვადასხვა ინდიელი ამერიკელი მწერლების მიერ. აღტაცებული იყო საიმონ ჯ. ორტიზისა და ლესლი მარმონის ნამუშევრებით. მან გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი, რომელიც შედგებოდა ცხრა ლექსისგან, სახელწოდებით „უკანასკნელი სიმღერა“, 1975 წელს, რაც სწავლის დასრულებამდე ერთი წლით ადრე იყო 1976 წელს. ჰარჯომ მიიღო სახვითი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი შემოქმედებით წერაში აიოვას უნივერსიტეტიდან 1978 წელს. მან ასევე გაიარა კინოს გაკვეთილები ანთროპოლოგიის კინოცენტრში სანტა ფეში, ნიუ-მექსიკო.

ჰარჯო ასწავლიდა ამერიკის ინდიელთა ხელოვნების ინსტიტუტში 1978 წლიდან 1979 წლამდე და 1983 წლიდან 1984 წლამდე. ის ასწავლიდა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში 1980 წლიდან 1981 წლამდე, კოლორადოს უნივერსიტეტში 1985 წლიდან 1988 წლამდე, არიზონას უნივერსიტეტში 1988 წლიდან 1990 წლამდე, ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტში 1991 წლიდან 1997 წლამდე და მოგვიანებით 2005 წლიდან 2010 წლამდე კალიფორნიის უნივერსიტეტში. 2001-დან 2018 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში. მისი სტუდენტები ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტში იყვნენ კონგრესის მომავალი წევრი და შინაგან საქმეთა მდივანი ,დები ჰალანდი .

1995 წელს ჰარჯომ მიიღო ჯილდო ამერიკის ადგილობრივი მწერლების წრისგან. ჰარჯო შეუერთდა ამერიკის ინდიელთა კვლევების პროგრამის ფაკულტეტს ილინოისის უნივერსიტეტში, ურბანა-შამპეინში, 2013 წლის იანვარში.

2016 წელს ჰარჯო დაინიშნა ტენესის უნივერსიტეტში, ნოქსვილში, ინგლისურის დეპარტამენტის კათედრაზე. [16]

2019 წელს ჰარჯო დაინიშნა ამერიკელ პოეტთა აკადემიის კანცლერად.

2022 წელს ჰარჯო დაინიშნა ბობ დილანის ცენტრის პირველ რეზიდენტ არტისტად ტულსაში, ოკლაჰომა.

2023 წელს ჰარჯოს მიენიჭა იელის ბოლინგენის პრემია ამერიკული პოეზიისთვის. [17]

ჰარჯო გაწევრიანებულია ქალთა დიდების დარბაზში, მკვიდრი ამერიკელების დიდების დარბაზში, ოკლაჰომის დიდების დარბაზში, ამერიკის ფილოსოფიურ საზოგადოებაში, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიაში და ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიაში.

 
ჰარჯო უკრავს საქსაფონზე კონგრესის ბიბლიოთეკაში, 2019 წ.

ჰარჯო გატაცებულია მუსიკით და გამოუშვა შვიდი დისკი. მისი მუსიკალური შემოქმედება გადმოსცემს როგორც მის ორიგინალურ მუსიკას, ასევე სხვა მკვიდრი ამერიკელი შემსრულებლების მუსიკას.

მან საქსოფონზე დაკვრა 40 წლის ასაკში დაიწყო. ის საუბრობს მუსიკალური ტონით და ქმნის სიმღერას ლექსებისათვის.

აქტივიზმი

რედაქტირება

შემოქმედებითი წერის გარდა, ჰარჯო წერდა და საუბრობდა აშშ-ს პოლიტიკისა და მშობლიური ამერიკის შესახებ. ის ასევე არის მასკოგის ერის აქტიური წევრი და წერს ლექსებს, როგორც „ძირძველი ხალხის ხმა“.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1967 წელს ამერიკის ინდიელთა ხელოვნების ინსტიტუტში ჰარჯომ გაიცნო თანაკურსელი ფილ ვილმონი, რომელთანაც შეეძინა ვაჟი. მათი ურთიერთობა 1971 წელს დასრულდა. 1972 წელს იგი შეხვდა პოეტ სიმონ ორტისს აკომა პუებლოს ტომიდან, რომელთანაც შეეძინა ქალიშვილი. [18] მან ორივე შვილი გაზარდა როგორც მარტოხელა დედამ. [19]

ჰარჯო დაქორწინებულია ოუენ ჩოპოქსა საპულპაზე და მისი შვილების დედინაცვალია.


ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bochynski, Pegge (2002). „She Had Some Horses“, რედ. Jason, Philip K.: Masterplots II: Poetry, revised, Pasadena, CA: Salem Press, გვ. 3369–3371. ISBN 978-1-58765-037-6. 
  • Bochynski, Pegge (2003a). „Joy Harjo“, რედ. Parini, Jay: American Writers: A Collection of Literary Biographies, Supplement XII. New York: Charles Scribner's Sons, გვ. 215–234. ISBN 978-0-684-19785-2. 
  • Bochynski, Pegge (2003b). „Review of How We Became Human: New and Selected Poems: 1975–2001 by Joy Harjo“, Magill's Literary Annual 2003: Books of 2002. Pasadena, CA: Salem Press, გვ. 379–383. ISBN 978-1-58765-129-8. 
  • Stone, Louise M.; Bochynski, Pegge (2006) „Joy Harjo“, რედ. Kellman, Steven G.: Magill Survey of American Literature, revised, Pasadena, CA: Salem Press, გვ. 980–988. ISBN 978-1-58765-285-1. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. SNAC — 2010.
  2. Encyclopædia Britannica
  3. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. FemBio database
  5. Discogs — 2000.
  6. 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 488.
  7. Union List of Artist Names — 2019.
  8. Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  9. ტენესის უნივერსიტეტი — 1794.
  10. Native American Women: A Biographical DictionaryRoutledge. — 412 p. — ISBN 978-0-415-93020-8
  11. Guggenheim Fellows database
  12. https://www.womenofthehall.org/2022-inductees/
  13. https://www.facebook.com/BeadworkbyRainyD/posts/my-mom-joy-harjo-is-the-poet-laureate-of-the-united-states-tonight-she-is-doing-/2440948076185557/
  14. https://www.frenchfunerals.com/obituaries/rainy-ortiz
  15. „Wynema Jewell Pickett“. The Claremore Daily Progress. October 13, 2011. ციტირების თარიღი: 10 September 2021.
  16. The Creative Writing Program Welcomes Joy Harjo to the Faculty as a Professor & Chair of Excellence | Department of English. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 22, 2020. ციტირების თარიღი: March 2, 2020
  17. “Joy Harjo Official Site.” Joy Harjo, https://www.joyharjo.com/.
  18. Writing the Southwest. 
  19. Joy Harjo: An Interview en (July 1, 1993). ციტირების თარიღი: July 19, 2021