აკომა
აკომა (ინგლ. Acoma) — ინდიელთა პუებლო („დაბა“) ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-მექსიკოს შტატის დასავლეთ-ცენტრალურ ნაწილში. მდებარეობს რეზერვაციის ტერიტორიაზე ქალაქ ალბუკერკეს დასავლეთით, 89 კმ-ზე (34°53′47″ ჩ. გ. 107°34′55″ დ. გ. / 34.89639° ჩ. გ. 107.58194° დ. გ.). ასევე ცნობილია სკაი-სიტის („Sky City“) სახელწოდებით. მოსახლეობა: 3 011 (2010).
აკომას პუებლო შედგება ქვიშაქვის ციცაბო გორაკზე (სიმაღლე — 109 მ) ტერასებად განლაგებული ქვითა და ალიზით ნაშენები ტრადიციული სახლებისგან. პირველი დასახლება აქ X საუკუნეში გაჩნდა და აშშ-ის ტერიტორიაზე უძველეს უწყვეტად დასახლებულ ადგილად ითვლება. 1540 წელს ესპანელი ფრანცისკო ვასკეს დე კორონადო მას მსოფლიოში ყველაზე კარგად გამაგრებულ თავდაცვით ადგილად მოიხსენიებდა. 1629-1641 წლებში მისიონერებმა სან-ესტებან-დელ-რეის სახელით ცნობილი ეკლესია ააგეს. პუებლო აშშ-ის ეროვნული ისტორიული ძეგლების ნუსხაშია შეტანილი.
-
აკომას საერთო ხედი
-
სან-ესტებან-დელ-რეის ეკლესია
ლიტერატურა
რედაქტირება- აკომა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)