ლესლი მარმონ სილკო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლესლი მარმონ სილკო (დ. 5 მარტი, 1948) — ამერიკელი მწერალი. ლაგუნა პუებლოს ინდიელების ტომის წარმომადგენელი. ლიტერატურათმცოდნე კენეტ ლინკოლნის თქმით, იგი „მკვიდრი ამერიკის რენესანსის“ პირველი ტალღის წარმომადგენელი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო.

ლესლი მარმონ სილკო
ინგლ. Leslie Marmon Silko
დაბადების თარიღი 5 მარტი, 1948(1948-03-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] (76 წლის)
დაბადების ადგილი ალბუკერკე[7]
საქმიანობა პოეტი[7] , რომანისტი[7] , მწერალი[8] და ესეისტი
ეროვნება Laguna people[9]
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტი
Magnum opus Ceremony[7]
ჯილდოები მაკართურის სტიპენდია[10] , Native Writers' Circle of the Americas[11] , PEN Oakland/Josephine Miles Literary Award და ამერიკული წიგნის პრემია

სილკო მაკარტურის ფონდის გრანტის და მკვიდრი მწერლების წრის ჯილდოს სადებიუტო მფლობელი გახდა 1981 და 1994 წელს.[12] იგი ამჟამად ცხოვრობს ტუსონში, არიზონას შტატში.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ლესლი მარმონ სილკო დაიბადა ალბურკეში, ნიუ-მექსიკოს შტატში, ლელანდ ჰოვარდ მარმონის — ფოტოგრაფის და მერი ვირჯინია ლესლის — მასწავლებლის ოჯახში. იგი გაიზარდა ლაგუნა პუებლოს ტომის ინდიელების აღკვეთილ ტერიტორიაზე.

სილკო არის შერეული რასის ლაგუნა პუებლოს ინდიელი (კერესის ენაზე მოლაპარაკე ტომი), ანგლოამერიკელი და მექსიკელი ამერიკელი და ხაზს უსვამს თავის ეთინიკურ წარმოშობას თავის მწერლობაში.

სილკო გაიზარდა პუებლოს საზოგადოების ნაპირზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ოჯახი პუებლოს აღკვეთილის ბოლოში ცხოვრობდა და იმასაც, რომ იგი სრულად ტომის წესებს მოშორებული, რადგან მას არ მისცეს ტომის სხვადასხვა რიტუალებში მონაწილეობის მიღების უფლება და აგრეთვე, აუკრძალეს რელიგიურ საზოგადოებაში გაწევრიანება.

ადრეული ლიტერატურული ნამუშევრები

რედაქტირება

სილკომ ადრეულ ასაკშივე მოიპოვა ნაწარმოების დაწერისთვის აუცილებელი ლიტერატურული განათლება და შექმნა პირველი ნამუშევარი „კაცი წვიმის ღრუბლების გასაგზავნად“, რომელსაც მიენიჭა ეროვნული ჯილდო სახალხო აღმოჩენების გრანტისთვის. ნაწარმოებში განვითარებული სცენა გრზელდება ანთოლოგიებში.

1968-1974 წლებში, სილკომ დაწერა და გამოაქვეყნა მრავალი მოკლე მოთხრობა და ლექსი, რომლებიც ერთად ნაჩვენებია მის კრებულში — „Laguna Woman“ (1974).

მის სხვა ნაშრომებში შედის: „Laguna Woman: ლექსები“ (1974), „ცერემონია“ (1977), „Storyteller“ (1981) და პოეტ ჯეიმზ რაიტთან ერთად — ლესლი მარმონ სილკოსა და ჯეიმზ რაიტის წერილები (1985). აგრეთვე, მკვდრის ალმანახი, რომანი, რომელიც 1991 წელს გამოჩნდა, და ესეების კრებულები, „ყვითელი ქალი“ და „სულის სილამაზე: ნარკვევები მკვიდრი ამერიკული ცხოვრების შესახებ“ (გამოქვეყნდა 1996 წელს).[13]

ლიტერატურული აქტუალობა და თემები

რედაქტირება

მწერლისა და მასწავლებლის კარიერის განმავლობაში იგი საცხოვრებლად დარჩა ლაგუნა პუებლოს ისტორიულ ნაწილში. მისმა კულტურულმა გამოცდილებამ, რომელსაც გადმოესცემდა ნაწარმოებებში, საზოგადოებაში გააჩინა კულტურული ტრადიციების შენარჩუნების ინტერესი და გააცნობიერა წარსულის გავლენა თანამედროვე ცხოვრებაზე. ცნობილ მწერალსა და პოეტს, სილკოს შემოქმედებას ახასიათებს რასიზმის, თეთრკანიანთა იმპერიალიზმის და გენდერული უთანასწორობის პრობლემებთან ბრძოლა.[14] მის რომანებს მრავალი პერსონაჟი ჰყავს, რომლებიც ცდილობენ, ებრძოლონ თანამედროვე, დამპყრობლური ამერიკის ძალადობას, გადაარჩინონ მკვიდრი ამერიკული კულტურა და დააბალანსონ მდგომარეობა, რასაც რთული გზების განვლის შემდეგ ახერხებენ. მწერლის თქმით, ცივილიზაციათა შეტაკება თანამედროვე სამხრეთ-დასავლეთში აქტუალური თემაა, რომელსაც რეგიონის მოსახლეობა დღესაც ხვდება.[13]

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ლიტერატურული ნაწარმოებები იმის გამო, რომ ისინი განმარტავენ და თანამედროვე ინგლისურს არგებენ ხშირად უცნობ მკვიდრი ამერიკული ლიტერატურის ტრადიციებს, პრიორიტეტებსა და იდეებს პიროვნების შესახებ. სწორედ ეს იდეები წარმოაჩენს სილკოს წარმოშობას და გამოცდილებას.

მკვიდრი ამერიკელების საქმეების დიდი ხნის კომენტატორმა, სილკომ გამოაქვეყნა მრავალი არამხატვრული სტატია ამერიკელი ინდიელი ხალხის და ლიტერატურის შესახებ.

სილკოს ორი ყველაზე ცნობილი ესე მოიცავს მწვავე შეტევებს ამერიკელ მწერლებზე. ესეში — „ძველმოდური ინდიელების თავდასხმა ორ ნაწილად“, რომელიც პირველად გამოიცა გარი ჰობსონის კრებულში „The Remelled Earth“ (1978), სილკომ დაადანაშაულა გარი სნაიდერი მკვიდრი ამერიკული კულტურისგან სარგებლის მიღებაში, კერძოდ მან თავის ნაწარმოებში „Turtle Island“, პუებლოს მითოლოგიიდან გამოიყენა ნაწარმოების სახელი და თემა.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1965 წელს, იგი დაქორწინდა რიჩარდ ჩეპმენზე და ეყოლათ ვაჟი, რობერტ ჩეპმანი, თუმცა წყვილი 1969 წელს განქორწინდა.  

1971 წელს ლესლი მეორედ გათხოვდა და ამჯერად დაქორწინდა ჯონ სილკოზე. მათ შეეძინათ ვაჟი, კასმიერ სილკო.[15] ეს ქორწინება ასევე განქორწინებით დასრულდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. SNAC — 2010.
  2. Encyclopædia Britannica
  3. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. FemBio database
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Babelio — 2007.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 983.
  8. Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  9. Native American Women: A Biographical DictionaryRoutledge. — 412 p. — ISBN 978-0-415-93020-8
  10. http://www.macfound.org/fellows/90/
  11. http://www.hanksville.org/storytellers/awards/lifetime.html
  12. List of NWCA Lifetime Achievement Awards, accessed 6 Aug 2010.
  13. 13.0 13.1 Fabian, A.(1998). Silko, Leslie Marmon (1948--). In The new encyclopedia of the American West. Retrieved from http://0-search.credoreference.com.library.simmons.edu/content/entry/americanwest/silko_leslie_marmon_1948/0[მკვდარი ბმული]
  14. Carden, M.(2005). Silko, Leslie Marmon. In Encyclopedia of women's autobiography. Retrieved from http://0-search.credoreference.com.library.simmons.edu/content/entry/abcwautob/silko_leslie_marmon/0[მკვდარი ბმული]
  15. (2000) Conversations with Leslie Marmon Silko. UP of Mississippi, გვ. xv. ISBN 9781578063017. ციტირების თარიღი: 1 June 2016.