ჯოიანის წმინდა გიორგის ეკლესია და ნასოფლარი
ჯოიანის წმინდა გიორგის ეკლესია და ნასოფლარი — არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თელოვანის სამხრეთ-დასავლეთით, 500 მეტრის მოშორებით, ფერდობზე, ხევის წყლის მარცხენა მხარეს. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
წმინდა გიორგის ეკლესია
რედაქტირებაეკლესია დარბაზულია, ნაგებია ქვიშაქვითა და კირის ხსნარით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი და სამხრეთ კედელი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია.
ფასადები მოპირკეთებულია დიდი ზომის რეგულარულად ნაწყობი ქვიშაქვით. კარის არქიტრავის ქვაზე წრეში ჩასმული ჯვარია ამოკვეთილი. ეკლესიას წრეთარგისა და ლილვისაგან შედგენილი ლავგარდანი აქვს. სამხრეთიდან ეგვტერი ყოფილა მიშენებული.
ნასოფლარი
რედაქტირებაეკლესია დგას ფეოდალური ხანის ნასოფლარის ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად ტყითაა დაფარული. ადგილზე შემორჩეენილია ქვითკირის შენობათა ნანგრევები.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვეტაძე ჯ., გიორგობიანი კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 288.