ჯოზეფ „ერაპ“ ეხერსიტო ესტრადა (დ. 19 აპრილი 1937) — ფილიპინების მე-13 პრეზიდენტი, 1998—2001 წლებში.

ჯოზეფ ესტრადა
ჯოზეფ ესტრადა
ფილიპინების პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ივნისი, 1998 – 20 იანვარი, 2001
ვიცე-პრეზიდენტი  გლორია მაკაპაგალ-აროიო
წინამორბედიფიდელ რამოსი
მემკვიდრეგლორია მაკაპაგალ-აროიო

დაბადებული19 აპრილი 1937
მანილა, ფილიპინები
პოლიტიკური პარტიალიბერალური პარტია
მეუღლელუისა პიმენტელი
პროფესიამსახიობი
რელიგიაკათოლიკე

ესტრადამ პოპულარობა როგორც კინომსახიობმა მოიპოვა. 33 წლიანი სამსახიობო კარიერის მანძილზე მთავარი როლი აქვს ნათამაშები 100-ზე მეტ ფილმში. ხელოვნებაში მოპოვებული პოპულარობა მან პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა და 17 წლის მანძილზე ასრულებდა ქალაქ სან-ხუანის მერის მოვალეობას, ერთი ვადით არჩეულ იქნა სენატში, პრეზიდენტ ფიდელ რამოსის მმართველობის დროს კი ვიცე-პრეზიდენტი იყო.

1998 წელს ხმათა დიდი უპირატესობით ესტრადა ფილიპინების პრეზიდენტად აირჩიეს, თანამდებობის შესრულებას ამავე წლის 30 ივლისიდან შეუდგა. 2000 წელს მან მოროს ისლამურ განმათავისუფლებელ ფრონტს საყოველთაო ომი გამოუცხადა, აიღო მისი შტაბ-ბინა და ოფისები.[1][2] თუმცა, კორუფციაში ბრალდების საფუძველზე სენატმა იმპიჩმენტი მოუწყო და 2001 წელს თანამდებობიდან გადააყენა. მისი მმართველობით ასევე უკმაყოფილო იყო ბიზნესი, სამხედროები და ეკლესიის ელიტა.[3]

2007 წელს სასამართლომ სახელმწიფო თანხების მიტაცების გამო ესტრადა დამნაშავედ სცნო, მაგრამ მოგვიანებით, იგი პრეზიდენტმა გლორია მაკაპაგალ-აროიომ შეიწყალა. 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ესტრადამ კვლავ იყარა კენჭი, მაგრამ სენატორ ბენინიო აკინოსთან დამარცხდა.

2013 წლიდან ფილიპინების დედაქალაქის მანილას მერი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Philippine Military Takes Moro Headquarters. People's Daily (July 10, 2000). ციტირების თარიღი: October 12, 2011.
  2. Speech of Former President Estrada on the GRP-MORO Conflict – Philippine Human Development Network. Hdn.org.ph. ციტირების თარიღი: October 12, 2011.
  3. President Joseph Ejercito Estrada. A Biography. Joseph Ejercito Estrada Site. http://erap.ph/speakson/erap_bio.htm დაარქივებული 2009-07-28 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
წინამორბედი:
ფიდელ რამოსი
ფილიპინების პრეზიდენტი

19982001
შემდეგი:
გლორია მაკაპაგალ-აროიო