ფიდელ ვალდეს რამოსი (დ. 18 მარტი 1928) — ფილიპინების პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პრეზიდენტი 1992-1998 წწ.

ფიდელ რამოსი
ფიდელ რამოსი
ფილიპინების პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ივნისი, 1992 – 30 ივნისი, 1998
წინამორბედიკორასონ აკინო
მემკვიდრეჯოზეფ ესტრადა

დაბადებული18 მარტი, 1928
ლინგაიენი, ფილიპინები
მეუღლეამელიტა რამოსი
რელიგიაპროტესტანტიზმი
ხელმოწერა

წარმოშობით არის ფილიპინების ერთ-ერთი პოლიტიკური ოჯახიდან, მამამისი იყო პარლამენტის წევრი და ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრი. განათლება მიიღო აშშ-ში. მონაწილეობდა კორეისა და ვიეტნამის ომებში. 1986 წელს, მას შემდეგ, რაც არჩევნები გააყალბა ფერდინანდ მარკოსმა, ქვეყანაში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, რომელსაც ხელმძღვანელობდა მოკლული ოპოზიციონერის მეუღლე და მარკოსის ძირითადი მოწინააღმდეგე კორასონ აკინო. ქვეყნის კათოლიკურმა ეკლესიამ, თავდაცვის მინისტრმა ხუან ენრილემ და ფიედლ რამოსმა მხარი ოპოზიციას დაუჭირეს. რამოსი და ენრილე დაეხმარნენ კორასონ აკინოს სამხედრო გადატრიალების მოწყობაში და მის წარმატებით დასრულებაში. სამხედრო გადატრიალების შემდეგ რამოსმა მიიღო გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობა. 1988 წელს კი დანიშნეს ეროვნული თავდაცვის მინისტრად. კორასონ აკინოს უფლებამოსილების გასვლის შემდეგ კენჭი იყარა საპრეზიდენტო არჩევნებში და გახდა ქვეყნის მეთაური. თანამდებობიდან გადადგა უფლებამოსილების გასვლის შედეგად 1998 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება