ჯოვანი ბერშე (იტალ. Giovanni Berchet; დ. 23 დეკემბერი, 1783, მილანი — გ. 23 დეკემბერი, 1851, ტურინი) — იტალიელი პოეტი. ერთ-ერთი პირველი რომანტიკოსი იტალიაში. მონაწილეობდა კარბონარების მოძრაობაში, აჯანყების ჩახშობის შემდეგ სამშობლოდან გაიხიზნა. ბერშეს პოეტური მრწამსი ასახულია „ოქროპირის ნახევრად საერიოზულ წერილში“ (1816), რომელიც იტალიელ რომანტიკოსთა მოძრაობის თავისებურ მანიფესტადაა მიჩნეული. თავისი საუკეთესო ლირიკულ-პატრიოტული ლექსები „პარგელი დევნილები“ (1821), „ფანტაზიები“ (1828), პოლიტიკური რომანსები გამოაქვეყნა ინგლისში.

ჯოვანი ბერშე

ლიტერატურა

რედაქტირება