ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯოდი ვანესა ვოტლი (ინგლ. Jody Vanessa Watley; დ. 30 იანვარი, 1959, ჩიკაგო, ილინოისი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი. 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში იყო რიტმ-ენდ-ბლუზ/ფანკ ჯგუფის Shalamar-ის წევრი. 1988 წელს მოიგო გრემის ჯილდო საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში.

ჯოდი ვოტლი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯოდი ვანესა ვოტლი
დაბ. თარიღი 30 იანვარი, 1959 (1959-01-30) (65 წლის)
დაბ. ადგილი ჩიკაგო[1]
წარმოშობა ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, ჰიპ-ჰოპი, დენს-პოპი, სოული, ჰაუსი
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 2006 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
  • Vocals
  • piano
  • keyboards
საიტი jodywatley.net
ჯოდი ვოტლი ვიკისაწყობში

2008 წელს მიიღო სპეციალური ჯილდო ბილბორდისგან და იყო Vogue Italia-ის გარეკანზე. 2016 წლის დეკემბერში ბილბორდმა მუსიკოსი დაასახელა ყველა დროის 21-ე ყველაზე წარმატებულ დენს-ჟანრის შემსრულებლად. 2018 წლის აგვისტოში ვოტლი მოხვდა ბილბორდის სიაში „ყველა დროის საუკეთესო ქალი შემსრულებლები“. 2021 წლის მარტში მუსიკოსი აირჩიეს აფრო-ამერიკული მუსიკის ეროვნული მუზეუმის ელჩად.

2022 წელს ამერიკის პრეზიდენტისგან, ჯო ბაიდენისგან მიიღო დოქტორის წოდება და შეიყვანეს ქალ კომპოზიტორთა დიდების დარბაზში. 2023 წელს დაიწყო გადაცემა „ჯოდი ვოტლის შოუ".

ვოტლი დაიბადა ჩიკაგოში, ილინოისში, აშშ. ის პირველად სცენაზე გამოვიდა რვა წლის ასაკში. 14 წლის ასაკში პოპულარობა მოიპოვა სატელევიზიო შოუში „Soul Train“.[2] მუსიკოსი 1977 გახდა რიტმ-ენდ-ბლუზ ჯგუფის Shalamar-ის წევრი. ტრიომ გამოუშვა რამდენიმე ალბომი და სინგლები: „Take That to the Bank", „The Second Time Around", „Make That Move", „For the" Lover In You", „Dead Giveaway" და „A Night to Remember". ლეიბლთან უთანხმოების გამო ვოტლმა დატოვა ჯგუფი 1983 წელს.[3]

1984 წელს მუსიკოსი საცხოვრებლად გადავიდა ინგლისში. იქ ყოფნისას ჩაწერა კოლაბორაციული ნამუშევარი ჯგუფთან Musical Youth მათი ალბომისთვის, Different Style!.[4] მალევე ითანამშრომლა გარი ლანგანთან, ენ დადლისა და ჯეი ჯეი ჯეჩალიკთან. მუსიკოსმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Phonogram Records და გამოუშვა ორი სინგლი „Where the Boys Are" და „Girls Night Out".

1987 წელს ვოტლი დაბრუნდა შეერთებულ შტატებში და დაიწყო თავისი სოლო კარიერა. მან კონტრაქტი დადო ლეიბლთან MCA Records.[5] მისი სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Jody Watley, გამოვიდა 1987 წლის მარტში. ალბომის წამყვანი სინგლი, „Looking for a New Love", გახდა ჰიტი და მიიღო ოქროს სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA).[6] ალბომი ბილბორდ 200-ში მეათე ადგილზე გავიდა, რიტმ-ენდ-ბლუზ/ჰიპ-ჰოპ ალბომების ჩარტში კი პირველი ადგილი დაიკავა. მთელ მსოფლიოში ნამუშევრის ოთხი მილიონი ასლი გაიყიდა. ალბომიდან გამოვიდა ხუთი სინგლი, აქედან კი სამი მოხვდა ცხელი ასეულის ტოპ ათეულში.

1988 წლის 30-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე ვოტლმა მოიგო ჯილდო საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში და იყო ნომინირებული საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ვოკალური შესრულების კატეგორიაში.[7] იმავე წელს მიიღო ნომინაცია MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე და მოიგო სამი Soul Train Awards.

 
ვოტლი 1989 წელს

1989 წლის გაზაფხულზე გამოუშვა თავისი მეორე სტუდიური ალბომი Larger Than Life. ნამუშევარი ბილბორდ 200-ში მე-16 ადგილზე გავიდა. ალბომიდან გამოვიდა ოთხი სინგლი. კომპოზიციამ „Real Love" მიიღო ოქროს სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან. მან ასევე გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევარი „Friends" Eric B.-სა და Rakim-თან ერთად. ეს იყო იყო პირველი რიტმ-ენდ-ბლუზ, პოპ, რეპ და დენს კოლაბორაცია მუსიკალურ ინდუსტრიაში იმ დროისთვის.[8]

 
ვოტლი 1993 წელს

მუსიკოსმა გამოუშვა ახალი ალბომი „Intimacy" 1993 წლის ნოემბერში.[9] ნამუშევარი 164-ე ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ში, ხოლო 38-ე ადგილი დაიკავა ტოპ რიტმ-ენდ-ბლუზ/ჰიპ-ჰოპ ალბომების ჩარტში. 1995 წელს ვოტლმა შექმნა საკუთარი ლეიბლი Avitone Records და გამოუშვა თავისი მეხუთე სტუდიური ალბომი „Affection".[10] მუსიკოსის მეექვსე ალბომი „Flower" გამოვიდა 1998 წელს. 1999 წლის ნოემბერში თავისი დამოუკიდებელი ლეიბლის საშუალებით გამოუშვა მეშვიდე სტუდიური ალბომი „The Saturday Night Experience“.

2001 წელს გამოვიდა მუსიკოსის მერვე სტუდიური ალბომი, Midnight Lounge ევროპასა და იაპონიაში.[11] 2005 წელს მუსიკოსმა ხელახლა გამოუშვა 1987 წლის ჰიტი „Looking For a New Love" Curvve Recordings-ის ეგიდით. კომპოზიცია პირველ ადგილზე გავიდა Billboard Dance/Club Play-ის ჩარტში.[12] მომავალ წელს გამოვიდა მუსიკოსის ახალი ალბომი „The Makeover“.[13]

2014 წელს მუსიკოსმა გამოუშვა EP „Paradise".[14][15][16] იმავე წელს ჯგუფი Shalamar კვლავ შეიკრა, თუმცა ტრიომ სახელი შეიცვალა და დაირქვა Shalamar Reloaded.[17][18][19][20][21]

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #134551494 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. The Circle 1977 (Susan Miller Dorsey High School, Los Angeles). Generations Network (1977). ციტირების თარიღი: May 11, 2020
  3. SHALAMAR: SHALAMAR BREAKUP Jeffrey Daniel on Shalamar Split 1983 Interview. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 5, 2014. ციტირების თარიღი: July 3, 2014
  4. Greene, Jo-Ann. Anthology > Overview. ციტირების თარიღი: May 12, 2010
  5. DeCurtis, Anthony (June 18, 1987) "Jody Watley's New Love, Tired of Her Role In Shalamar, a soul diva breaks away for solo success", p. 23 Rolling Stone
  6. (January 24, 1998) Billboard, გვ. 30, 33. 
  7. Hess, Mickey (2007) Icons of Hip Hop : An Encyclopedia Of The Movement, Music, Culture Vol. 1. Jody Watley, Eric B. and Rakim 'Friends' p. 154 Greenwood Press ISBN 0-313-33903-1
  8. Okayplayer "Ten Songs From The Late 80's That Kicked Off R&B Rappelled Collaborations", Okayplayer, Dart Adams
  9. Picks and Pans Main: Song (November 8, 1993). ციტირების თარიღი: May 12, 2010
  10. Promis, Jose F.. (July 11, 1995) Affection > Overview. ციტირების თარიღი: May 12, 2010
  11. Paoletta, Michael (Feb, 22, 2003) "Watley Relaxes In The Setting Of The Midnight Lounge", Billboard
  12. „Jody Watley Chart History“. Billboard. ციტირების თარიღი: April 15, 2020.
  13. Virgin Entertainment Group (August 16, 2006) Adams, Carlos, Virgin Megastore Urban Product Manager.
  14. Home. ციტირების თარიღი: July 25, 2015
  15. [EXCLUSIVE] Jody Watley Talks New Project, Bogus TV One Unsung Episode, First to Collaborate, More (February 24, 2015). ციტირების თარიღი: September 10, 2016
  16. Jody Watley Takes Us To 'Paradise' (August 6, 2014). ციტირების თარიღი: September 10, 2016
  17. Henry, Patrik. Jody Watley Brings Back Shalamar.... ციტირების თარიღი: September 10, 2016
  18. 4440 – MUSIC Jody Watley: Songs, legal battles and reloading Shalamar – Gay Lesbian Bi Trans News Archive – Windy City Times (May 6, 2015). ციტირების თარიღი: September 10, 2016
  19. Jody Watley: The OKP Interview Okayplayer (June 18, 2015). ციტირების თარიღი: September 10, 2016
  20. The Second Time Around: Jody Watley 'Reloads' Shalamar (April 17, 2015). ციტირების თარიღი: September 10, 2016
  21. Datcher, Mary L.. (May 29, 2015) Jody Watley on Music, Balance on the New Reloaded Shalamar. The Chicago Defender. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 24, 2016. ციტირების თარიღი: September 10, 2016
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯოდი_ვოტლი“-დან