ჯიქური — ქართველი სახელმწიფო მოღვაწე XIII საუკუნის 40-50-იანი წლებში, მესტუმრე (მანდატურთუხუცესის ხელქვეითი), მეფის ერთგული მოხელე. შეძლო ქვეყანაში წესრიგის დამყარება. როდესაც დავით VII ულუ ბათო-ყაენის ურდოში დაიბარეს, სახელმწიფოს გამგებლობა მან მწიგნობართუხუცესს კი არ დაუტოვა, არამედ დედოფალ ჯიგდა-ხათუნს და მესტუმრე ჯიქურს, რაც ქართული სახელმწიფო სამართლის უხეში დარღვევა იყო. ეს ფაქტი მონღოლთა შორის მიღებული წესის გავლენით უნდა აიხსნას. ჯიგდა-ხათუნის გარდაცვალების შემდეგ მეფის ახალ მეუღლეს გვანცასა და ჯიქურს შორის მტრული ურთიერთობა დამყარდა, რითაც ისარგებლეს მესტუმრის მოწინააღმდეგეებმა (მისი აღზევებით უკმაყოფილო ძირძველმა ფეოდალებმა). ჯიქურს დასწამეს საიდუმლო ურთიერთობა ილხანთან. დავით ულუმ ააკლებინა ჯიქურის სახლი, თავად ჯიქური ისნის ციხეში დაამწყვდევინა და საქმის გამოუძიებლად სიკვდილით დასაჯა (ისნის ციხიდან მტკვარში გადააგდებინა). მისი გვამი ქალაქის ღატაკებმა და ქვრივ-ობლებმა დამარხეს.[1]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება