ჯირკიანის საყდარი
ჯირკიანის საყდარი — არქიტექტურული ძეგლი სოფელ კისისხევიდან ათიოდე კილომეტრზე. მდინარე კისისხევის ხეობაში, ტყეში ძეგლი არქიტექტორული კომპოზიციით სამეკლესიან ბაზილიკის ტიპს მიეკუთვნება, გარშემოსასვლელით სამხრეთიდან და დასავლეთიდან. თარიღდება VI-VIII საუკუნეების მიჯნით.
ნაგებია რიყის ქვით, კონკრეტულ ნაწილებში გამოყენებულია კარგად გათვლილი, შირიმის კვადრები ძლიერ დაზიანებულია. მთავარი კელესიის კედლები კამარის ქუსლის დონემდეა შემორჩენილი, ხოლო ინტერიერი, დაახლოებით 1,5 მეტრ სიმაღლეზე, ჩახერგილია მთლიანად დანგრეულია გარშემოსასვლელის სამხრეთ ფრთა, ჩაქცეულია გარშემოსასვლელის დას ფრთის კამარა. კედლებს, როგორც შიგნიდან ისევე გარედანაც, საირე ქვაბი, ალაგ-ალაგ, ჩამოცვენილი აქვს, გარედან მნიშვნელოვნადაა აწეული მიწის დონზე. მთავარ ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს. მათ შორის ერთი სამხრეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთშია გაჭრილია მეორე დასავლეთ კედლის შუაში. ორივე შესასვლელი დასრულებულია ტიმპანით, რითიც შიგინდან და გარედან, ნალისებრთაღოვან არეშია ჩასმული. გარეთა არე ნალისეობითაა გამოყვანილი და უჩვეულოდ მცირე სიღმისაა.
აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდა. აფისდის კუთხეები შირიმის, სუფთად ნათალი ქვებითაა ნაწყობი და დასრულებულია ჩეულებრივი პროფილის შირამისავე იმპსტებით. იმოსტებზე დაყრდნობილი იყო სარტიუმფო თაღი, რისგანაც მხოლოდ ქუსლების წყობის თითო-ოროლა ქვაღაა დარჩენილი. აფისიდს ღერძზე გაჭრილია შიგიდან თარაზულად, ხოლო გარედან ნახევარწრიული თაღით გადახურული, მაღალი სარკმელი. იგი შიგიდან რიყის ქვითაა გამოყვანილი, გარედან კი შირიმით. აფიდის ჩრდილოეთ გვერდში მცირე ზომის, სწორკუთხა ნიშაა საკურთხევლის სარკმლის გარდა, ერთი სარკმელი სამხრეთ კედლის შუა ნაწილშიცაა იგი, ყველა ნიშნების საფუზველზეა, შიგიდან თარაზულად იყო გადახურული.
საკურთხევლის ჩრდილოეთით მცირე ზომის, უაფსიდო სათავსია რასაც მთავარი ეკლესის ჩრდილოთ კედლის აღმოსავლეთ ბოლოში მოწყობილი, ბრტყლად გადახურული კამარით უკავშირდება. სათავსის აღმოსავლეთ კედელში დაბალი, შიგნიდან სწორკუთხა, ხოლო გარედან თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. მეორე სარმკელი ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ეს უკანსკნელ პარალელურწირთლებიანია, შიგიდან და გარედან სწორკუთხაა. სათავსი გადახურულია ნახევარცილინდრული ფორმის, სხმული კამარით.
გაშემოსასვლელის სამხრეთ ფრთიდან მხოლოდ აღმოსავლეთ კედლის მცირე ნაწილიღაა დარჩენილი დაბალი, სწორკუთხა სარკმლის ნაშნებით გარშემოსასვლელი დასავლეთის ფრთა სიგანით სამხრეთის ფრთის ტოლია. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს მთავარი ეკლესიის შესასვლელის მოპირდაპირედ. ჩრდილოეთიდან იგი კედლითაა შემოზღუდული, რითიც მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის ხაზზეა. ორივე ფრტა გადახურული იყო კამარიტ. კამარის დასაყრდნობად მთავარი ეკლესიის შესაბამის კედლებზე მოწყობილია მცირე საფეხური, რითიც კედლების ზედა მაწილის შეთხელებითაა გამოყვანილი. გარედან აღმოსავლეთ ფასადს სამნავიანი ბაზილიკის აბრისი აქვს. შუა ნავი ორქანობიანია სახურავით იყო გადახურული, გვერდითები კი ცილქანობიანით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 276-277.