ჯიმ კერი

(გადამისამართდა გვერდიდან ჯიმ ქერი)

ჯეიმზ იუჯინ „ჯიმ“ კერი (ინგლ. Jim Carrey; დ. 17 იანვარი, 1962) — ორგზის ოქროს გლობუსის მფლობელი კანადელ-ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი. ჯიმ კერი ცნობილი გახდა ფილმებით: „ეის ვენტურა - ცხოველების დეტექტივი“ (1994) და „ეის ვენტურა - როდესაც ბუნება გიხმობს“ (1995), ასევე ფილმებით „ნიღაბი“ (1994), „მეკაბელე“ (1996) და „მატყუარა, მატყუარა“ (1997). 1998 და 1999 ჯიმ კერიმ მიიღო ოქროს გლობუსი ფილმებისთვის „ტრუმენის შოუ“ (1998) და „ადამიანი მთვარეზე“ (1999). წარმატებით სარგებლობდა კერის შემდგომი ფილმებიც, ისეთები როგორიცაა „ყოვლისშემძლე ბრიუსი“ (2003), „დიკის და ჯეინის გართობა“ (2005) და „ყოველთვის თქვი დიახ“ (2008).

ჯიმ კერი

ჯიმ კერი 2008 წელს
დაბადების სახელი ჯეიმზ იუჯინ კერი
დაბადების თარიღი 17 იანვარი, 1962 (1962-01-17) (62 წლის)
ნიუმარკეტი, ტორონტო, პროვინცია, კანადა
აქტიური 1979-დღემდე
მეუღლე(ები)

მელისა უომერი (1987-1995)
ლორენ ჰოლი (1996-1997)

ჯენი მაკარტი (2005-2010)
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში
1998 — ტრუმენის შოუ
საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა ან კომედიაში

1999 — ადამიანი მთვარეზე
საიტი JimCarrey.com

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ჯიმ კერი კანადის ქალაქ ნიუმარკეტში, ონტარიოს პროვინციაში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ დიასახლისი კეტლინ კერი და მუსიკოსი და ბუღალტერი პერსი კერი. ჯიმს ჰყავს სამი უფროსი და-ძმა: ჯონი, პატრიცია და რიტა. მისი მშობლები რელიგიური აღმსარებლობით კათოლიკეები იყვნენ. დედამისი შოტლანდიელთა შთამომავალი იყო, მამა კი ფრანგი კანადელი. ჯიმი 14 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი შტატ ონტარიოს ქალაქ სკარბოროში გადავიდა საცხოვრებლად. ერთი წლის შემდეგ ჯიმი სასწავლებლად გადავიდა ქალაქ ბერლინგტონში და იქ 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და სწავლობდა ელდერშოთის უნივერსტეტში.

ტელევიზია

რედაქტირება

1979 წელს კერიმ დაიწყო მონაწილეობა ტორონტოს იუკი-იუკის კომედიურ შოუში, ერთი წლის შემდეგ კი გახდა ამ შოუს წამყვანი. 1981 წელს ჯიმი გადავიდა ლოს-ანჯელესში და დაიწყო მუშაობა კომედი სთორში. სწორედ ამის შემდეგ მიაქციეს ყურადღება ჯიმ კერის ტელევიზიებმა და 1981 წელს ის შეუერთდა NBC-ის პოპულარული შოუს შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში სცენარისტთა ჯგუფს. 1983 წლამდე იგი ასრულებდა ეპიზოდურ როლებს სხვადასხვა ფილმებში.

ჯიმმა პირველი დიდი როლი მიიღო ფილმში „კუპერის მთები“. 90-იან წლებამდე მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფილმში. პირველი დიდი წარმატება კი კერის მოუტანა ფილმმა „ეის ვენტურა-ცხოველების დეტექტივი“. მიუხედავად კრიტიკოსთა მხრიდან ფილმის დაბალი შეფასებისა, ჯიმ კერი მალე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ახალგახრდა მსახიობად. იმავე წელს გამოვიდა ფილმები „ნიღაბი“ და „ჩლუნგი და უფრო ჩლუნგი“, რომლებმაც კიდევ უფრო გაზარდა კერის პოპულარობა. კრიტიკოსებმა დაიწუნეს კერის მომდევნო ფილმი „მეკაბელე“, თუმცა მან მალევე მოახდინა რეაბილიტაცია ფილმით „მატყუარა, მატყუარა“. ჯიმს კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა ფილმებმა „ტრუმენის შოუ“ და „ადამიანი მთვარეზე“. „ტრუმენის შოუმ“ მიიღო ოსკარის სამი ნომინაცია, თავად ჯიმ კერიმ კი ამ ფილმისთვის ოქროს გლობუსი მიიღო. 1999 წელს მან შეასრულა კომიკოს ენდი კაუფმანის როლი ფილმში „ადამიანი მთვარეზე“. მიუხედავად კრიტიკოსთა მაღალი შეფასებისა ფილმი არ იყო ნომინირებული ოსკარზე, სამაგიეროდ ჯიმ კერიმ ზედიზედ მეორედ მიიღო ოქროს გლობუსი მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის. 2003 წელს ჯიმმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში „ყოვლისშემძლე ბრიუსი“, რომლის მოგებამაც 485 მილიონი დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით გახდა მეორე ყველაზე მომგებიანი კომედია. მან შეასრულა მთავარი როლი ფილმში „ყოველთვის თქვი დიახ“, ასევე აახმოვანა მთავარი პერსონაჟი ჰორტონი ანიმაციურ ფილმში „ჰორტონს ესმის“ (2008) და რამდენიმე სხვადასხვა პერსონაჟი, მათ შორის მთავარი გმირი სკრუჯი ანიმაციურ ფილმში „საშობაო ისტორია“ (2009). მიუხედავად იმისა რომ ჯიმი ცნობილია თავისი კომიკური როლებით მას ნათამაშები აქვს რამდენიმე სერიოზულ ფილმში, მათ შორისაა ფილმები „მაჯესტიკი“ (2001), „ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება“ (2004), რომელსაც კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისწეს და ტრილერი „რიცხვი 23“ (2007).

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1983 სექსი და ძალადობა ოჯახში The Sex and Violence Family Hour სხვადასხვა როლები
1983 კუპერის მთები Copper Mountain ბობი ტოდი
1983 ყველაფერი გემრიელად All in Good Taste რალფ პარკერი
1984 მაძებრები და მცველები Finders Keepers ლეინ ბიდლეკოვი
1985 ერთხელ დაჭერილი Once Bitten მარკ კენდალი
1986 პეგი სიუ ქორწინდება Peggy Sue Got Married უოლტერ გეტსი
1988 მკვდარი აუზი The Dead Pool ჯონი სქუარსი
1989 დედამიწელ გოგონებს ხელში იოლად ჩაიგდებ Earth Girls Are Easy ვიპლოკი
1989 ვადისფერი კადილაკი Pink Cadillac კომიკოსი
1991 მაღალი ძაბვა High Strung სიკვდილი
1994 ეის ვენტურა-ცხოველების დეტექტივი Ace Ventura: Pet Detective ეის ვენტურა
1994 ნიღაბი The Mask სტენლი იპკისი/ნიღაბი
1994 ჩლუნგი და უფრო ჩლუნგი Dumb and Dumber ლოიდ ქრისტმასი
1995 ბეტმენი სამუდამოდ Batman Forever რიდლერი/ედუარდ ნიგმა
1995 ეის ვენტურა-როდესაც ბუნება გიხმობს Ace Ventura: When Nature Calls ეის ვენტურა
1996 მეკაბელე The Cable Guy ერნი "ჩიპ" დაგლასი
1997 მატყუარა, მატყუარა Liar Liar ფლეტჩერ რიდი
1998 ტრუმენის შოუ The Truman Show ტრუმენ ბერბანკი
1998 საიმონ ბირჩი Simon Birch ჯო უენთუორსი
1999 ადამიანი მთვარეზე Man on the Moon ენდი კაუფმანი
2000 მე, ისევ მე და ირენი Me, Myself & Irene ჩარლი ბეილიგეიტსი/ჰენკი
2000 როგორ მოიპარა გრინჩმა შობა Dr. Seuss' How the Grinch Stole Christmas გრინჩი
2001 მაჯესტიკი The Majestic პიტერ ეიფლეტონი
2003 ყოვლისშემძლე ბრიუსი Bruce Almighty ბრიუს ნოლანი
2004 ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება Eternal Sunshine of the Spotless Mind ჯოელ ბერიში
2004 ლემონი სნიკეტი: 33 უიღბლობა Lemony Snicket's A Series of Unfortunate Events ოლაფი
2005 დიკის და ჯეინის გართობა Fun with Dick and Jane დიკ ჰარპერი
2007 რიცხვი 23 The Number 23 უოლტერ სფეროუ
2008 ანფ ჰორტონს ესმის Horton Hears a Who! ჰორტონი
2008 ყოველთვის თქვი დიახ Yes Man კარლ ალენი
2009 ანფ საშობაო ისტორია A Christmas Carol ებენეზერ სკრუჯი
2009 მე შენ მიყვარხარ ფილიპ მორის I Love You Phillip Morris სტივენ ჯეი რასელი
2011 მისტერ პოპერის პინგვინები Mr. Popper's Penguins ტომ პოპერი
2013 არაჩვეულებრივი ბარტ ვანდერსტოუნი The Incredible Burt Wonderstone ტომ პოპერი
2013 გაინძერი 2 Kick-Ass 2 სტივ გრეი
2013 ტელეწამყვანი 2: ლეგენდის გაგრძელება Anchorman 2: The Legend Continues სკოტ რაილზი
2014 ჩლუნგი და უფრო ჩლუნგი 2 Dumb and Dumber To ლოიდ ქრისტმასი

პირადი და ოჯახური ცხოვრება

რედაქტირება

ჯიმ კერი არის მეტალ-ჯგუფ კანიბალ კორპსის ფანი. 2004 წელს კერიმ მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა და ამჟამად ორმაგი მოქალაქეობა აქვს. 1990 წლიდან მისი ოჯახი გახდა პრესბიტერიანიზმის აღმსარებელი. ცნობილია რომ ჯიმს არ უყვარს ამა თუ იმ ფილმების გაგრძელებებში თამაში, რადგან მიაჩნია რომ როლს უკეთ ვეღარ შეასრულებს. ერთადერთი ფილმი რომლის გაგრძელებაშიც კერიმ ითამაშა „ეის ვენტურაა“. ხოლო ფილმების „ნიღაბის“ და „ყოვლისშემძლე ბრიუსის“ გაგრძელებებში მონაწილეობაზე მან უარი განაცხადა.

ჯიმ კერის პირველი მეუღლე იყო კომედი სთორის ოფიციანტი მელისა უომერი. ისინი 1987 წელს დაქორწინდნენ და იმავე წელს ეყოლათ შვილი, ჯეინ ერინი კერი. ჯიმი და მელისა ერთმანეთს 1995 წელს ოფიციალურად დაშორდნენ, რისი მიზეზიც გახდა კერის რომანტიკული ურთიერთობა მსახიობ ლორენ ჰოლთან. ჯიმმა ლორენი „ჩლუნგი და უფრო ჩლუნგის“ გადაღებებისას გაიცნო. ისინი 1996 წელს დაქორწინდნენ. თუმცა ამ ქორწინებამ ერთ წელსაც ვერ გასტანა. მალევე ჯიმმა დაიწყო შეხვედრა „მე, ისევ მე და ირენში“ თანაპარტნიორ რენე ზელვეგერთან. თუმცა მათი ურთიერთობა 2000 წელს დასრულდა. 2005 წლიდან ჯიმი ხვდებოდა მოდელ ჯენი მაკარტის. 2010 წელს წყვილმა ოფიციალურად განაცხადა დაშორების შესახებ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: