ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი

ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი (ნიდერლ. Jimmy Floyd Hasselbaink; დ. 27 მარტი, 1972) — ნიდერლანდელი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი თავდამსხმელი.

ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჯერელ ფლოიდ ჰასელბაინკი
დაბადების
თარიღი
27 მარტი, 1972 (1972-03-27) (51 წლის)
დაბადების
ადგილი
პარამარიბო, სურინამი
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ქუინზ პარკი (მწვრთნელი)
ახალგაზრდული კარიერა
1984–1986 GVO
1986–1987 ZFC
1987–1988 ზაანლანდია
1988 DWS
1988–1990 ტელსტარი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1990–1991 ტელსტარი 4 (0)
1991–1993 AZ 46 (5)
1995–1996 კამპომაიორენსე 31 (12)
1996–1997 ბოავიშტა 29 (20)
1997–1999 ლიდს იუნაიტედი 69 (34)
1999–2000 ატლეტიკო მადრიდი 34 (24)
2000–2004 ჩელსი 136 (70)
2004–2006 მიდლსბრო 58 (23)
2006–2007 ჩარლტონ ათლეტიკი 25 (2)
2007–2008 კარდიფ სიტი 36 (7)
სულ 468 (197)
ეროვნული ნაკრები
1998–2002 ნიდერლანდები 23 (9)
სამწვრთნელო კარიერა
2013–2014 Royal Antwerp
2014–2015 Burton Albion
2015– ქუინზ პარკი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ჯიმი დაიბადა 1972 წელს პარამარიბოში, ნიდერლანდების სამეფოს მაშინდელ კოლონია სურინამში, იგი ექვს შვილიანი ოჯახის უმცროსი წევრი იყო. 6 წლის ასაკში დედა ჯიმისთან და კიდევ 3 შვილთან ერთად საცხოვრებლად ჩრდილო ჰოლანდიის ქალაქ ზანდამში გადავიდა.

ჯიმიმ ადგილობრივი კლუბების შემდეგ ბედი პორტუგალიაში სცადა, სადაც მან თავისი კლუბი პორტუს ბოავიშტა იპოვა, სადაც ბრწყინვალე თამაშის შემდეგ პრემიერლიგაში 1997 წელს გრემ ტეილორის ლიდს იუნაიტედში გადავიდა. შემდეგ ერთი სეზონი ითამაშა ატლეტიკო მადრიდში და 2000 წელს ჩელსიში ჩაირიცხა, კლუბის ისტორიაში რეკორდულ, £15 მილიონად. ჩელსიში ჯიმიმ ოთხი სეზონი ითამაშა, ჩაატარა 136 მატჩი და 70 გოლი გაიტანა. ჩელსიდან აბარგების შემდეგ თამაშობდა მიდლსბროში (2004–2006), ჩარლტონ ათლეტიკში (2006–2007), კარიერა 2008 წელს კარდიფ სიტში დაასრულა. პრემიერლიგაში გატანილი აქვს 127 გოლი და ლეგიონერებიდან ამ მაჩვენებლით მხოლოდ ლეგენდარულ ტიერი ანრის ჩამორჩება. ჰოლანდიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 23 მატჩი, გატანილი აქვს ცხრა გოლი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჰასელბაინკი, ჯიმი ფლოიდ (2005), ჯიმი, HarperCollins, ISBN 0-00-721387-5