ჯიმი შალვას ძე ზარიძე (დ. 2 აგვისტო, 1952, ახალი ათონი) — ქართველი სამხედრო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალი (2005).

დაამთავრა თბილისის უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო სამხედრო სასწავლებელი (1973), ლენინგრადის მიხეილ კალინინის სახელობის სამხედრო-საარტილერიო აკადემია (1983). 1973–1978 წლებში მსახურობდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკაში განლაგებულ საბჭოთა ჯარებში. 1991–1992 წლებში იყო საარტილერიო პოლკის მეთაური, 1992–1993 წლებში — საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის უფროსის მოადგილე, 1993–1997 წლებში — გაერთიანებული სამხედრო აკადემიის უფროსის მოადგილე, 2001–2002 წლებში — სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე, 2002–2003 წლებში — გენერალური შტაბის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2003–2004 წლებში — ეროვნული სასწავლო ცენტრის უფროსი, 2004 წელს — საქართველოს შეიარაღებული ძალების არტილერიის სარდალი, 2005–2006 წლებში — საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის მოადგილე. დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენით და მედლით.

ლიტერატურა

რედაქტირება