ჯილ ტარტერი
კორნელი ჯილ ტარტერი (დ. 1944 წლის 16 იანვარი) — ამერიკელი ასტრონომი, სახელი გაითქვა სამუშაოებით არამიწიერი ცივილიზაციების ძიებაში ( SETI — Search for Extraterrestrial Intelligence ). ხელმძღვანელობდა არამიწიერი ინტელექტის ძიების ცენტრს ( პროექტი "ფენიქსი") და იყო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ SETI-ში ბერნარდ მ. ოლივერის კათედრის ხელმძღვანელი.
ჯილ ტარტერი | |
---|---|
ინგლ. Jill Tarter | |
დაბ. თარიღი | 16 იანვარი, 1944 (80 წლის) |
დაბ. ადგილი | ნიუ-იორკი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ასტრონომი და ასტროფიზიკოსი |
მუშაობის ადგილი | SETI Institute |
ალმა-მატერი | კალიფორნიის უნივერსიტეტი, კორნელის უნივერსიტეტი, Cornell University College of Engineering და Eastchester High School |
ჯილდოები | TED Prize[1] , Women in Space Science Award, სკეპტიკური კვლევის კომიტეტის წევრი, AAAS-ის წევრი, Public Service Medal[2] და Carl Sagan Prize for Science Popularization |
გავლენა მოახდინეს | |
ადრეული წლები
რედაქტირებაკორნელი ჯილ ტარტერი გაიზარდა ნიუ-იორკის შტატში ; დაამთავრა ისტჩესტერის საშუალო სკოლა 1961 წელს. [3] პროფესიის არჩევაში დიდი წვლილი მიუძღვის მამას.
ჯილ ტარტერი სწავლობდა კორნელის უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ მიიღო ბაკალავრის ხარისხი გამოყენებით ფიზიკაში; კურსზე ერთადერთი ქალი იყო . მისი ინტერესი ასტრონომიის მიმართ გაჩნდა ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში, როდესაც სწავლობდა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. თავის სადოქტორო დისერტაციაში მან შემოიტანა ტერმინი „ ყავისფერი ჯუჯა “ მცირე მასის ვარსკვლავური ობიექტების აღსანიშნავად, რომლებსაც აქვთ წყალბადის შერწყმის არასტაბილური რეაქცია.
კარიერა ასტრონომიაში
რედაქტირებაჯილ ტარტერი მუშაობდა უამრავ მსხვილ სამეცნიერო პროექტზე, რომლებიც, როგორც წესი, დაკავშირებულია არამიწიერი სიცოცხლის ძიებასთან. ჯერ კიდევ მაგისტრატურაში სწავლისას გაეცნო ციკლოპის პროექტს. პროფესორმა სტიუარტ ბაუერმა მას დაავალა ანგარიშის წაკითხვა, როდესაც შეიტყო, რომ ტარტერს შეეძლო PDP-8 კომპიუტერის დაპროგრამება, რომელიც პროექტს საჩუქრად გადასცა ჯეკ უელჩმა და დააინსტალირა ხეტ-კრიკის რადიო ობსერვატორიაში. შემდგომში ტარტერი მუშაობდა ბაუერთან პროექტ SERENDIP-ზე, რომლის მიზანი იყო არამიწიერი ცივილიზაციების ძიება რადიო ასტრონომიის მეთოდების გამოყენებით. 1992 და 1993 წლებში მონაწილეობდა NASA-ს პროექტში სახელწოდებით High Resolution Microwave Survey ((HRMS); მოგვიანებით იგი დაინიშნა პროექტ "ფენიქსის" (Phoenix Project) დირექტორად (HRMS-ის გაგრძელება) SETI ინსტიტუტის ფარგლებში. 2002 წელს მარგარეტ ტურნბულთან ერთად წარადგინა პროექტი HabCat — Phoenix Project-ის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი. მთლიანობაში, ტარტერმა 35 წელზე მეტი დაუთმო არამიწიერი სიცოცხლის ძიებას, სანამ 2012 წელს პენსიაზე გასვლის შესახებ განაცხადს გააკეთებდა. [4]
მას კულტურაში
რედაქტირებატარტერის სამეცნიერო ნაშრომი აისახა კარლ სეიგანის რომანში "კონტაქტი". რომანის კინო ეკრანიზაციში ტარტერი წარმოადგენდა მთავარი გმირის ელი აროუეის პროტოტიპს, რომელსაც ასრულებს ცნობილი მსახიობი ჯოდი ფოსტერი. [5] ფილმის გადაღებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ტარტერს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა მსახიობთან. შედეგად, ელი აროუეის როლი ტარტერის ნამუშევრებზე იყო დაფუძნებული.
პოლემიკა ჰოკინგთან
რედაქტირებაკონფერენცია SETIcon-ის წინა დღეს (2012 ტარტერი დებატებში შევიდა ცნობილ ასტროფიზიკოს სტივენ ჰოკინგთან. ჰოკინგს მიაჩნდა, რომ არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტის აქტიური მცდელობები თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან, მისი აზრით, უცხოპლანეტელების შემოჭრის საფრთხეს შეიცავს, ხოლო ტარტერი თვლიდა, რომ არამიწიერი ცივილიზაცია, რომელსაც შეუძლია ვარსკვლავთშორისი მანძილების დაფარვა, იმდენად განვითარებული იქნება, რომ მას ძალადობისკენ მიდრეკილება არ ექნება. [6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.ted.com/participate/ted-prize/prize-winning-wishes
- ↑ https://searchpub.nssc.nasa.gov/servlet/sm.web.Fetch/Agency_Awards_Historical_Recipient_List.pdf?rhid=1000&did=2120817&type=released
- ↑ EASTCHESTER HS/Alumni Association HALL OF FAME INDUCTEES. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-26. ციტირების თარიღი: 2018-02-22.
- ↑ Hayes, Jacqui. Silent witness. Cosmos Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-05. ციტირების თარიღი: 2018-02-22.
- ↑ John Boswell (melodysheep), "The Poetry of Reality (An Anthem for Science)" YouTube-ზე, February 25, 2010.
- ↑ Orwig, Jessica. A world leading scientist on the search for extraterrestrials pointed out a flaw in Stephen Hawking's fear of finding intelligent aliens. ციტირების თარიღი: 2018-02-08.