არამიწიერი სიცოცხლე
არამიწიერი სიცოცხლე — დედამიწის გარეთ წარმოქმნილი სიცოცხლე. მას ასევე უცხო სიცოცხლესაც უწოდებენ. სიცოცხლის ჯერ კიდევ ჰიპოთეტური ეს ფორმები ვრცელდება მარტივი ბაქტერიის მსგავსი ორგანიზმებიდან ადამიანზე რთული სტრუქტურის მქონე არსებებამდე. ასევე არის ვარაუდი, რომ არსებობს არამიწიერი ვირუსებიც.[1]
არამიწიერი სიცოცხლის ჰიპოთეზის განვითარება და ტესტირება ცნობილია, როგორც „ეგზობიოლოგია“ ან „ასტრობიოლოგია“, მიუხედევად იმისა, რომ ასტრობიოლოგია ასევე მოიცავს დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს ასტრონომიულ კონტექსტში. მრავალ მეცნიერს არამიწიერი სიცოცხლე შესაძლებლად მიაჩნია, მაგრამ მისი არსებობის არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ მოიპოვება.[2] მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან არამიწიერი სიცოცხლის ნიშნებზე მიმდინარე კვლევები დღესაც გრძელდება: დაწყებული რადიოებიდან, რათა დააფიქსირონ არამიწიერი სიგნალები, ტელესკოპებამდე, რომელსაც პოტენციურად სასიცოცხლო ეგზოპლანეტების მოსაძებნად იყენებენ.[3] არამიწიერ სიცოცხლეს სამეცნიერო ფანტასტიკაში დიდი გავლენა აქვს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Griffin, Dale Warren (14 August 2013). „The Quest for Extraterrestrial Life: What About the Viruses?“. Astrobiology (journal). 13 (8): 774–783. Bibcode:2013AsBio..13..774G. doi:10.1089/ast.2012.0959. ციტირების თარიღი: 6 September 2013.
- ↑ Davies, Paul (18 November 2013). „Are We Alone in the Universe?“. New York Times. ციტირების თარიღი: 20 November 2013.
- ↑ Overbye, Dennis (January 6, 2015). „As Ranks of Goldilocks Planets Grow, Astronomers Consider What’s Next“. New York Times. ციტირების თარიღი: January 6, 2015.