ჯილდა დათუაშვილი
ჯილდა დათუაშვილი (დ. 8 აგვისტო, 1946, სოფელი ველისციხე, დღ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი — გ. 1 მაისი, 1971) — ქართველი საესტრადო მომღერალი.
დაამთავრა თბილისის მუსიკალური სკოლა, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ფაკულტეტი 1969 წელს. 1964-1966 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრის სოლისტი, ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა საესტრადო სიმღერებს. გასტროლებით შემოიარა მოსკოვი, ლენინგრადი, საფრანგეთი. მისი პორტრეტი დახატა კორნელი სანაძემ (1974), მანანა ბობოხიძემ (1974). 1970 წელს თბილისში გამართა უკანასკნელი კონცერტი. გარდაიცვალა 1971 წლის 1 მაისს თავის სიმსივნით, 24 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, გვ. 139, თბ., 2015.