ჯიგრაშენის ეკლესია
ჯიგრაშენის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში.
აღწერა
რედაქტირებაჯიგრაშენის ეკლესია დგას მდინარე ფარავნის მარჯვენა ნაპირზე, ქარაფის თავზე. იგი დარბაზული ნაგებობაა, ნაშენია ნათალი ქვით, შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედელში ერთი, სამხრეთის კედელში კი ორი სარკმელია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, მისი კონქი კაპიტელებიან მხრებზე გადასულ თაღს ეყრდნობოდა. დარბაზის კამარა გრძივ კედლებში გაკეთებულ კაპიტელიან პილასტრებზე გადასულ თაღს ეყრდნობოდა. საკურთხეველი ამაღლებულია. ტაძარს დასავლეთ კიდეში, სახურავზე დადგმული აქვს სამრეკლო ფანჩატური.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17738