დოდო ჯიბუტი

(გადამისამართდა გვერდიდან ჯიბუტი, დოდო)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯიბუტი (მრავალმნიშვნელოვანი).

დოდო ჯიბუტი (დ. 24 ივნისი, 1937 — გ. 16 სექტემბერი, 2017) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრფიის მასწავლებელი.

დოდო ჯიბუტი
დაბ. თარიღი 24 ივნისი, 1937(1937-06-24)
დაბ. ადგილი სურამი
გარდ. თარიღი 16 სექტემბერი, 2017(2017-09-16) (80 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი
ალმა-მატერი გორის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დოდო ჯიბუტმა დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1960 წელს. 1964 წელს მუშაობა დაიწყო მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში ეკონომიკური გეოგრაფიის მასწავლებლად; 1969 წლიდან მუშაობდა თბილისის 147-ე საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად. წლების განმავლობაში აქვეყნებდა სხვადასხვა მეთოდურ წერილებს გეოგრაფიის სწავლების შესახებ; იყო IX კლასის სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფიის სახელმძღვანელოს თანაავტორი, VI კლასის სახელმძღვანელოს „დედამიწა - ჩვენი პლანეტა“ რეცენზენტი.[1]

მონაწილეობდა გეოგრაფიის მისაღები გამოცდების პროგრამისა და გეოგრაფიის სასწავლო პროგრამის შედგენაში; მონაწილეობდა სტუდენტ-პრაქტიკანტთა და სკოლის მოსწავლეებს შორის ერთობლივ კონფერენციებსა და ექსკურსიებში. იყო ქალაქის მეთოდკომისიის და განათლების სამინისტროს გეოგრაფიის მეთოდგაერთიანების საბჭოს წევრი.[1]

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მათ შორის: თბილისის წლის საუკეთესო მასწავლებელი (1983, 1984, 1986), თბილისის საპატიო მასწავლებელი (1996), უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი (1997). მიღებული აქვს ღირსების მედალი (1997) და სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშანი (1983).[1]

  1. 1.0 1.1 1.2 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.