ჯვრიანა, ჯვარულა (ლათ. Pelodytes) — უკუდო ამფიბიათა გვარი ჯვრიანასებრთა ოჯახისა. უკანა კიდურების თითებს შორის საცურაო აპკი სუსტადაა გამოხატული; ქუსლის ბორცვი მცირე ზომისაა, გუგა — ვერტიკალური. მამლებს ყელის კანქვეშა რეზონატორები აქვთ. გვარში 3 სახეობაა: კავკასიური ჯვრიანა (Pelodytes caucasicus), იბერიული ჯვრიანა (Pelodytes ibericus) და ჩვეულებრივი ჯვრიანა (Pelodytes punctatus). აღსანიშნავია კავკასიური ჯვრიანა, რომლის სხეულის სიგრძე 5 სმ აღწევს, ადის ზღვის დონიდან 2300 მ-მდე. ბინადრობს წყლის მახლობლად ჩრდილიან ადგილებში. ქვირითს ყრის მთელი ზაფხულის განმავლობაში. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

ჯვრიანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ამფიბიები
რიგი:  ბაყაყი
ოჯახი:  ჯვრიანასებრნი
გვარი:  ჯვრიანა
ლათინური სახელი
Pelodytes

ლიტერატურა

რედაქტირება