ჯვარა
ჯვარა (2015 წლამდე დუმანისი[2]) — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ჭივჭავი).[1]
სოფელი | |
---|---|
ჯვარა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
თემი | ჭივჭავი |
კოორდინატები | 41°31′29″ ჩ. გ. 44°20′53″ ა. გ. / 41.52472° ჩ. გ. 44.34806° ა. გ. |
ადრეული სახელები | დუმანისი (2015 წლამდე) |
მოსახლეობა | 119[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს ირაგის ქვაბულში, მდ. ასლანკის (ხრამის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1140 მ-ის სიმაღლეზე, თეთრიწყაროდან 15 კმ-ის დაშორებით. სოფელში არის საჯარო სკოლა.[3]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 119 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 201 | 108 | 93 |
2014[1] | 119 | 61 | 58 |
კულტურული მემკვიდრეობა
რედაქტირებასოფლის შუაში შემორჩენილია IX–X საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებს მთელ სიგრძეზე გვიანდალური ხანის მინაშენები აქვს. სამხრეთი მინაშენი სწორკუთხაა და შესასვლელიც აქედან ჰქონდა. ჩრდილოეთი აფსიდიანი მინაშენი კარით მხოლოდ ეკლესიასთან იყო დაკავშირებული. ძეგლი ნაშენია უხეშად დამუშავებული ქვით, კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები თლილი ქვითაა გამოყვანილი, ხოლო კარნიზი კბილანებითაა დამუშავებული. ტრაპეზის ქვაზე დიდი ზომის ჯვარია გამოსახული.
სოფლის განაპირას, სამხრეთით, XVI–XVII საუკუნეების წმ. გიორგის ეკლესია დგას. ნაგებია მქისედ დამუშავებული ქვით. კარი მხოლოდ სამხრეთიდანაა. სოფლის აღმოსავლეთით, დაახლ. 1 კმ-ზე, დგას მცირე ზომის XVI–XVII საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. შიგნით და გარეთ შემოსილია სუფთად გათლილი ქვით. აღმოსავლეთის ფასადზე ამოკვეთილია წარწერა: „ქრისტე შეიწყალე სული მიქელასი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზაქარაია პ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მთავრობის დადგენილება №515, 2015 წლის 8 ოქტომბერი
- ↑ სკოლების მონაცემთა ბაზა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-06. ციტირების თარიღი: 2021-09-06.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II