ჯესიკა ანდრეა უოტკინსი (ინგლ. Jessica Andrea Watkins, დ. 14 მაისი, 1988) — NASA-ს ასტრონავტი, ამერიკის შეერთებული შტატების 358-ე და 589-ე ასტრონავტი, გეოლოგი, აკვანავტი და ყოფილი საერთაშორისო დონის მორაგბე. 2022 წლის 27 აპრილიდან 14 ოქტომბრამდე განახორციელა გაფრენა კოსმოსურ ხომალდ SpaceX Crew Dragon "Freedom"-ის ფრენის სპეციალისტის რანგში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, როგორც SpaceX Crew-4 მისიის შემადგენლობაში. ISS-67/ISS-68 კოსმოსური მისიების მონაწილე. პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც გაფრინდა ISS-ზე გრძელვადიანი მისიით.

ჯესიკა უოტკინსი
დაბადების თარიღი 14 მაისი, 1988 (35 წლის)
გეითერსბერგი, მონტგომერი, მერილენდი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა გეოლოგი, კოსმონავტი, ჰიდრონავტი, რაგბი-7 - ის მოთამაშე

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

ჯესიკა უოტკინსი დაიბადა 1988 წლის 14 მაისს გეითერსბურგში, მერილენდი, მაიკლ და ქეროლაინ უოტკინსების ოჯახში. მისი ოჯახი მოგვიანებით გადავიდა ლაფაიეტში, კოლორადო, სადაც დაამთავრა ფერვიუს საშუალო სკოლა. მიიღო ბაკალავრის ხარისხი გეოლოგიურ მეცნიერებებში სტენფორდის უნივერსიტეტიდან. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში თამაშობდა რაგბის. სტენფორდის დამთავრების შემდეგ უოტკინსმა მიიღო დოქტორის ხარისხი გეოლოგიაში კალიფორნიის უნივერსიტეტში, ლოს ანჯელესში. დისერტაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა გეოლოგიის პროფესორი ან იინი, ეხებოდა მარსსა და დედამიწაზე მეწყერის წარმოქმნის მექანიზმებს.

სპორტული კარიერა

რედაქტირება

როდესაც სტენფორდის უნივერსიტეტის პირველ კურსზე იყო, უოტკინსმა რაგბის თამაში დაიწყო და გუნდში ოთხი წელი დარჩა. 2008 წელს მეორე კურსზე იყო I დივიზიონის ეროვნული ჩემპიონატის ნაკრების წევრი. [1] 2008 და 2010 წლებში უოტკინსი გახდა პირველი ამერიკული კოლეგიური რაგბის გუნდის წევრი. ის არის აშშ-ის ქალთა შვიდკაცა რაგბის გუნდის ყოფილი წევრი, რომელმაც 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. ამ ტურნირზე მან გუნდის საუკეთესო ბომბარდირის წოდება დაიმსახურა.

კარიერა NASA-ში

რედაქტირება

სტუდენტობის პერიოდში უოტკინსი მუშაობდა Ames Research Center- ში კოსმოსურ ხომალდ Phoenix- ზე. 2009 წელს ის იყო NASA-ს კოსმოსური გუნდის 86-ის მთავარი გეოლოგი მარსის უდაბნოს კვლევით სადგურზე, მარსის ზედაპირის ყველაზე დიდი და უძველესი მოდელირების ობიექტზე მსოფლიოში. უოტკინსი მუშაობდა Jet Propulsion Laboratory - ში NEOWISE პროექტზე დედამიწის მახლობლად მდებარე ასტეროიდების გამოსაკვლევად; ასევე მუშაობდა მარსზე Curiosity-ს როვერის დაგეგმვაზე. 2011 წელს უოტკინსი იყო სამეცნიერო ოპერაციების გუნდის წევრი ანალოგური მისიით. იგი მუშაობდა მარსმავალი მარს 2020-ის დაგეგმარებასა და მარსის ნიმუშის დაბრუნების მისიაზე. როგორც Caltech-ის მკვლევარი და მარსის სამეცნიერო ლაბორატორიის სამეცნიერო ჯგუფის წევრი, ჩართული იყო მარსმავალის საქმიანობის ყოველდღიურ დაგეგმვაში.

2017 წლის ივნისში უოტკინსი გახდა NASA-ს 22-ე ასტრონავტების ჯგუფის წევრი და აგვისტოში ჩაერთო ორწლიან ტრენინგში. [2] 2020 წლის დეკემბერში იგი გახდა არტემიდას გუნდის წევრი, [3] [4] ხოლო 2021 წლის ნოემბერში — მე-4 ჯგუფი 22-ის ასტრონავტი.

2021 წლის 16 ნოემბერს ნასამ ჯესიკა უოტკინსი დანიშნა ფრენის სპეციალისტად Crew-4 -ის მისიისთვის.

2022 წლის 27 აპრილს, 7:52 UTC, ჯესიკა უოტკინსმა სტარტი აიღო Dragon Freedom- ზე, როგორც SpaceX Crew-4 - ის ფრენის სპეციალიტმა. იგი გახდა პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც გაფრინდა მისიით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS). [5] ეს იყო უოტკინსის პირველი გაფრენა კოსმოსში. მას უნდა ემუშავა ფრენის ინჟინრად გრძელვადიან ISS-67/ISS-68 ექსპედიციებში ექვსი თვის განმავლობაში. მისი როლი იყო დედამიწაზე გეოლოგიური ცვლილებების და ადამიანებზე ხანგრძლივი კოსმოსური ფრენების გავლენის დაკვირვება და ფოტოგრაფირება.

ნასას მისიები ექსტრემალური გარემოს ოპერაციებზე

რედაქტირება

უოტკინსი მონაწილეობდა NASA ს ექსტრემალური გარემოს ოპერაციების (NEEMO) მისიაში 2019 წლის 10-დან 22 ივნისამდე. [6] ჯესიკასთვის იყო ამ სახის პირველი მისია, რომელშიც მონაწილეობდნენ მხოლოდ მკვლევარი ქალები. მისიას ხელმძღვანელობდა იტალიელი ასტრონავტი სამანტა კრისტოფორეტი. [6] [7]

2022 წლის 27 აპრილს ჯესიკა უოტკინსი ორბიტაზე გავიდა, როგორც ფრენის სპეციალისტი SpaceX Crew Dragon Freedom კოსმოსური ხომალდით, SpaceX Crew-4 მისიის შემადგენლობაში. [8]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

უოტკინსის მშობლები ცხოვრობენ ლაფაიეტში, კოლორადოს შტატში. უოტკინსს უყვარს ფეხბურთი, კლდეზე ცოცვა, თხილამურებით სრიალი. ასევე დაკავებულია მწერლობით.

  1. Rick Eymer. Stanford women win national rugby club championship. ციტირების თარიღი: 2022-02-21
  2. NASA introduces 12 new astronauts. ციტირების თარიღი: 2022-02-21
  3. NASA: The Artemis Team. ციტირების თარიღი: 2022-02-21
  4. David Mullen david.mullen@gazette.com. The first woman to walk on the moon could be a Coloradan woman. ციტირების თარიღი: 2022-02-21
  5. Roulette, Joey (2021-11-17). „NASA Astronaut to Be First Black Woman to Join Space Station Crew“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-20. ციტირების თარიღი: 2022-02-21.
  6. 6.0 6.1 Smithsonian Magazine, Emily Toomey. NASA Scientists and Astronauts Practice for Space Missions on the Seafloor. ციტირების თარიღი: 2022-02-21
  7. Chris Bergin. Cristoforetti leading NEEMO 23 underwater expedition for deep space training. ციტირების თარიღი: 2022-02-21
  8. NASA. (2022-04-27) NASA’s SpaceX Crew-4 Astronauts Launch to International Space Station. ციტირების თარიღი: 2022-04-28